ჭდე: ზინედინ ზიდანი

Home ზინედინ ზიდანი
ჩანაწერი

მერე ფეხბურთელებს ბრალდება

„რეალმა” ეიბარში 3:1 მოიგო. მადრიდელთა უპირატესობა უეჭველი იყო. ანგარიში მე-6 წუთზე ქარიმ ბენზემამ გახსნა, მე-13 წუთზე კი ლუკა მოდრიჩმა მეორეც მიაყოლა. 28-ე წუთზე კიკემ ულამაზესი დარტყმით შეამცირა სხვაობა, 90+2 წუთზე კი ლუკას ვასკესმა სტუმრების მესამე გოლით შეხვედრას წერტილი დაუსვა. და მაინც, ამ მატჩში იყო საკამათო ეპიზოდი — უნდა დანიშნულიყო თუ არა „რეალის” კარში 82-ე წუთზე...

ჩანაწერი

ზიდანი – არა, ლოპეტეგი – კი

„მარკა” წერს, რომ ფიფას წლის საუკეთესოთა დაჯილდოების დეტალებში ჩახედვა ხანდახან ადამიანთა შორის ურთიერთობის საინტერესო დეტალებს ხდის ფარდას. ამ თვალსაზრისით, სახალისოა იმის გადახედვა, თუ ვინ ვის მისცა ხმა. ნომინაციაში წლის საუკეთესო მწვრთნელი, ფეხბურთელები, როგორც წესი, წარმატებულთა გარდა ხმას თავიანთ მოქმედ მწვრთნელს ან იმ სპეციალისტს აძლევენ, რომელიც მათ კარგად მოპყრობია. უელსის ნაკრების კაპიტანმა და „ტოტენჰემ ჰოთსპურის” თავდამსხმელმა...

ჩანაწერი

ზიდანი: ის ყველა დროის საუკეთესო ფრანგი თავდამსხმელია

ქარიმ ბენზემამ მე-13 წუთიდან ათი კაცით დარჩენილ „ბილბაოს” ორი გოლი გაუტანა და გადამწყვეტი როლი ითამაშა „რეალის” გამარჯვებაში — 3:1. ახლა მადრიდელებს 26 ქულა აქვთ და ლიდერების, „სოსიედადისა” და „ატლეტიკოს” ტოლად არიან, თუმცა „ატლეტიკოს” ორი მატჩი მარაგში აქვს. „რეალმა” მეორე ტაიმში უკეთ ითამაშა, თუმც, როგორც მოგახსენეთ, თავიდანვე რიცხობრივ უპირატესობაში აღმოჩნდა — 34 წლის რაულ გარსიამ 13...

ჩანაწერი

მოდრიჩი და კროოსი

„რეალმა” მადრიდული დერბი მოიგო — 2:0. წაგების მიუხედავად „ატლეტიკო” 26 ქულით პირველ ადგილზე დარჩა. თან, დიეგო სიმეონეს გუნდს ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული, მაგრამ „რეალი” 23 ქულით მესამეზე გადავიდა და ის პოზიცია დაიკავა, საიდანაც მწვერვალის დასალაშქრად ბრძოლა უფრო მოხერხებულია. „ლოს ბლანკოსის” გახარებულმა თავკაცმა ზინედინ ზიდანმა მატჩის შემდეგ თავისი ფეხბურთელები შეაქო. ფრანგისთვის ეს იყო ჩინებული კვირის ბოლო...

ჩანაწერი

ზიდანისთვის ფავორიტი ატლეტიკოა

ესპანეთის ჩემპიონატის მე-13 ტურში მადრიდული დერბია – „ალფრედო დი სტეფანოზე“ „რეალი“ „ატლეტიკოს“ დაუხვდება. „თეთრების“ მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი მიიჩნევს, რომ ლა ლიგაში ყველა მატჩი ფინალის ტოლფასი, ხოლო მეტოქე ამ სეზონში ჩემპიონობის ფავორიტია. „როგორც ყოველთვის, მატჩი ბევრი ასპექტისგან შედგება. ჩვენ კარგი შეხვედრა ჩავატარეთ ჩემპიონთა ლიგაში და ახლა ხვალინდელ შეხვედრაზე ვფიქრობთ, სადაც არანაკლებ საინტერესო თამაში გველის. ეს...

ჩანაწერი

მშვიდად კრიზისის წინააღმდეგ

„რეალმა” კვლავ შეძლო მისთვის რთულ სეზონში კარგი ფეხბურთის თამაში. მან ჩემპიონთა ლიგის B ჯგუფის გადამწყვეტ შეხვედრაში, ქარიმ ბენზემას ორი გოლით „გლადბახი” დაამარცხა და ცხრილის სათავეში მოექცა. ვეტერანმა ფრანგმა მე-9 და 32-ე წუთებზე გაიტანა. გერმანული გუნდი, წაგების მიუხედავად, მეორე ადგილზე გავიდა, რადგან „ინტერმა” და „შახტარმა” 0:0 ითამაშეს. „მარკა” წერს, რომ „თეთრებმა” ამ შეხვედრაში გულშემატკივრის იმედი გაამართლეს...

ჩანაწერი

კლოპი ისევ პირველია

„ლივერპულის“ გერმანელი დამრიგებელი 2020 წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს. ამჯერად გამოკითხვა ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა მედიარესურსმა ESPN-მა ჩაატარა. წლის საუკეთესო მწვრთნელების ათეული სრულად ასე გამოიყურება: 1. იურგენ კლოპი (ლივერპული) 2. ჰანს დიტერ ფლიკი (ბაიერნი) 3. ხოსეპ გვარდიოლა (მან. სიტი) 4. ჯან პიერო გასპერინი (ატალანტა) 5. იულიან ნაგელსმანი (ლეიფციგი) 6. მარსელო ბიელსა (ლიდსი) 7. დიეგო სიმეონე (ატლეტიკო) 8....

ჩანაწერი

რეალი — მაჟიჩის საფინალო სასტვენის შემდეგ

„მარკა” წერს, რომ მას მერე, რაც 2018 წლის 26 მაისს, მსაჯმა მილორად მაჟიჩმა, კიევის ოლიმპიურ სტადიონზე, ჩასტვინა და დააფიქსირა, რომ „რეალმა” ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ლივერპულს” 3:1 მოუგო, მადრიდელთა გუნდში ბევრი რამ შეიცვალა: „ლოს ბლანკოსის” ისტორიაში დაიწყო ახალი ეპოქა, რასაც დასაბამი კრიშტიანუ რონალდუსა და ზინედინ ზიდანის წასვლამ დაუდო. იმ ორწელიწადნახევრის განმავლობაში, რომელიც მაჟიჩის ჩასტვენის შემდეგ გავიდა,...

ჩანაწერი

თუ, თუ, თუ…

„რეალი” „შახტართან” ისევ დამარცხდა — 0:2. ზინედინ ზიდანი დიდი წნეხის ქვეშაა. თუკი ჩამპიონთა ლიგის 13-გზის გამარჯვებული ჯგუფურ ეტაპს ვერ გადალახავს, ეს იქნება მისი პირველი ჩავარდნა ბოლო 24 წელიწადში. ყველა შეჯიბრებაში ერთად, „რეალმა” უკანასკნელ 6 შეხვედრაში მარტო ერთის მოგება მოახერხა. „შახტართან” სათამაშოდ გასულ „ლოს ბლანკოსს” ლა ლიგის სამ ტურში მხოლოდ ერთი ქულა ჰქონდა მოპოვებული და ამ...

დიადნი დიეგოზე
ჩანაწერი

დიადნი დიეგოზე

დიეგო მარადონას გარდაცვალებას პელე გამოეხმაურა. მან თქვა, რომ ერთ დღეს, ისინი ალბათ ზეცაში შეხვდებიან და იქ ითამაშებენ ფეხბურთს. ლეგენდის სიკვდილმა ბევრ ვარსკვლავს დაწყვიტა გული. მათ სოციალურ ქსელებში გულისტკივილი გამოთქვეს 60 წლის არგენტინელი გენიოსის დაღუპვის გამო. „დღეს სევდიანი ცნობა მოვიდა. მე დავკარგე ძვირფასი მეგობარი, მსოფლიომ კი ლეგენდა. სათქმელი გაცილებით მეტია, მაგრამ ახლა, დაე, ღმერთმა მისი ოჯახი...