ჭდე: ზინედინ ზიდანი

Home ზინედინ ზიდანი
ნაკოვიდარი და გაღიზიანებული ზიდანი
ჩანაწერი

ნაკოვიდარი და გაღიზიანებული ზიდანი

დღეს, „რეალი” „უესკასთან” სტუმრად თამაშობს. გუშინ, მადრიდელთა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ონლაინ პრეს-კონფერენცია გამართა. ეს იყო მისი პირველი საჯარო გამოჩენა covid 19-ის მოხდის შემდეგ, რომელიც უჩვეულო გამოდგა — ფრანგს ნერვები ღალატობდა და გაღიზიანებული ლაპარაკობდა. „მოგვეცით საშუალება ბოლომდე ვიბრძოლოთ, — უთხრა ზიდანმა ჟურნალისტებს, — ჩვენ ის გუნდი ვართ, რომელიც შარშან გახდა ესპანეთის ჩემპიონი, ათი წლის წინ კი...

სამეფო კლუბს გვირგვინა ვირუსმა შეუტია
ჩანაწერი

სამეფო კლუბს გვირგვინა ვირუსმა შეუტია

„რეალმა” დაადასტურა, რომ კორონავირუსი ნაჩო ფერნანდესსაც შეეყარა. ნაჩომ იცოდა, რომ კონტაქტი ჰქონდა კოვიდით დაავადებულ ადამიანთან და ამიტომ გუნდს, ამ ხუთი დღის წინ, „ალკოიანოსთან” სათასო შეხვედრაზე არ გაჰყვა. მაშინ, ნაჩოს ტესტის პასუხი ჯერ კიდევ უარყოფითი იყო. შემდეგ მცველს მეორე ტესტი ჩაუტარეს და პასუხის ლოდინში ის არც ბასკეთს გაემგზავრა „ალავესთან” სათამაშოდ, სადაც „რეალმა” 4:1 მოიგო. საბოლოოდ, 31...

რეალი მესამე ლიგის გუნდმა გააგდო!
ჩანაწერი

რეალი მესამე ლიგის გუნდმა გააგდო!

„რეალი” ესპანეთის თასიდან სეგუნდა დივიზიონის ანუ მესამე ლიგის გუნდმა გააგდო. თან ეს გუნდი, „ალკოიანო”, კაცნაკლული იყო. ლაპარაკია მეთექვსმეტედფინალზე, რომელშიც მადრიდელები არაფრად ვარგოდნენ,  „ალკოიანომ” კი დამსახურებულად გაიმარჯვა. შეხვედრის დასაწყისში ბურთს ფაქტობრივად სულ „რეალი” ფლობდა, მაგრამ მომენტებს ვერ ქმნიდა. შესვენებამდე წამებით ადრე სტუმრებმა მაინც გახსნეს ანგარიში: კაზემიროს პასით ედერ მილიტაომ თავური შეაგდო. მერე, მადრიდელთაგან სახიფათო მომენტი შექმნა...

რეალმა იოვიჩით დაიწყო
ჩანაწერი

რეალმა იოვიჩით დაიწყო

ზინედინ ზიდანისგან ათვალწუნებულ ფეხბურთელთა შორის სერბი ლუკა იოვიჩი პირველია, ვინც თავისი გზა ნახა. სეზონის ბოლომდე 23 წლის სერბი იჯარით ფრანკფურტის „აინტრახტში“ იბურთავებს. სწორედ ამ გუნდიდან გადაბარგდა იოვიჩი მადრიდში წელიწადნახევრის წინ. მაშინ მისი ტრანსფერი 60 მილიონი ევრო დაჯდა, ახლა კი „რეალი“ თავიდან იშორებს, ოღონდ კი ვინმემ მისი კატასტროფულად მაღალი ხელფასის (წლიურ 8 მილიონ ევრომდე) ნაწილი მაინც...

წმენდა ფრანგული. ასრულებს ზიდანი
ჩანაწერი

წმენდა ფრანგული. ასრულებს ზიდანი

მადრიდის „რეალის“ თავკაცმა ზინედინ ზიდანმა კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს იმ ფეხბურთელთა სია წარუდგინა, ვისზეც იმედს აღარ ამყარებს და ტრანსფერზე დაყენებას ურჩევს. „შერისხულთა“ შორის საკმოდ გამოცდილი და სახელიანი ფეხბურთელები მოხვდნენ: ისკო, მარსელო, ალვარო ოდრისოლა, ლუკა იოვიჩი და მარიანო დიასი. შეგახსენებთ, რომ ორიოდ დღის წინ ზიდანმა გუნდიდან წასვლა ურჩია ოთხ ახალგაზრდას, რომლებსაც სათამაშო პრაქტიკა, ფაქტობრივად, არ აქვთ....

ზიდანი: ეს ფეხბურთი არ იყო
ჩანაწერი

ზიდანი: ეს ფეხბურთი არ იყო

„რეალის” მწვრთნელი ზინედინ ზიდანი მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციებზე ჩვეულებრივ თავშეკავებული და დიპლომატიურია, მაგრამ პაპმლონაში 0:0-ს შემდეგ ბრაზი ვერ დამალა. ამ შეხვედრაში, „ოსასუნასთან”, მადრიდელებმა ცუდად ითამაშეს. ვერც ზიდანის ცვლილებებმა მოიტანა შედეგი, თუმცა ფრანგი ყველაფერზე მეტად იმით იყო უკმაყოფილო, რომ ლა ლიგის შეფებმა მატჩი არ გადადეს. მისი აზრით, ავდარში თამაში საერთოდ არ უნდა გამართულიყო. „თავი ვერაფერს გავართვით, მაგრამ ამ...

რამოსი მეორე რონალდუა?
ჩანაწერი

რამოსი მეორე რონალდუა?

ცოტა გაუგებარია, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ covid 19-ით დაავადებულ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი, „რეალის” თავკაც ზინედინ ზიდანს ნება დართეს პამპლონაში გუნდთან ერთად გაემგზავროს და „ოსასუნასთან” შეხვედრაში უხელმძღვანელოს მას. ზიდანს ტესტი ჩაუტარეს. ტესტის პასუხი იყო უარყოფითი. და მაინც, წინა დღით წერდნენ, რომ ესპანეთის ჯანდაცვის სისტემისა და ლა ლიგის რეგულაციების შესაბამისად, ფრანგი თვითიზოლაციაში უნდა გადასულიყო, მისი გუნდში დაბრუნება-არ...

ზიდანი შინაპატიმრობაშია
ჩანაწერი

ზიდანი შინაპატიმრობაშია

ზინედინ ზიდანი თვითიზოლაციაშია. მას კონტაქტი ჰქონდა ადამიანთან, რომელსაც COVID-19 სჭირს. „რეალის” თავკაცმა ხუთშაბათს, ვალდებებასის საწვრთნელ ბაზაზე ვარჯიში ვერ ჩაატარა. მას ორნაირი ტესტირება გაუკეთეს — PCR და ანტიგენებზე; ანუ დაავადება ხომ არ სჭირს ან უსიმპტომოდ ხომ არ აქვს გადატანილი. ორივე ტესტის პასუხი უარყოფითი გამოდგა, ამიტომ, ფრანგი შინ დარჩა. ამიერიდან ზიდანს ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროსა და ლა ლიგის...

ჩანაწერი

აკი, დაბერდაო?

მადრიდის „რეალმა“ უკვე შეათანხმა ახალი კონტრაქტი ლუკა მოდრიჩთან. ხორვატ ნახევარმცველს 2021 წლის ივნისში ეწურებოდა კონტრაქტი. „რეალი“, რომელიც 35 წელს გადაცილებულ ფეხბურთელებს მხოლოდ ერთწლიან კონტრაქტს სთავაზობს, საკუთარი თავის ერთგული დარჩა და ლუკას 2022 წლის 30 ივნისამდე თანამშრომლობა შესთავაზა. ხორვატი მადრიდში „ტოტენჰემიდან“ 2012 წელს გადაბარგდა. მიმდინარე სეზონში მოდრიჩმა 14 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა. არადა, სულ ცოტა ხნის...

ჩანაწერი

ზიდანი კუმანმა გააღიზიაანა

ზინედინ ზიდანმა თქვა, რომ რონალდ კუმანის კომენტარმა გააღიზიანა. ლაპარაკია „ბარსელონას” თავკაცის სიტყვებზე, რომ „ეიბარისა” და „რეალის” შეხვედრაში მადრიდელთა კარში პენალტი უნდა დანიშნულიყო. შეგახსენებთ, რომ ამ მატჩში, „რეალი” 2:1-ს იგებდა, როდესაც „თეთრების” კაპიტან სერხიო რამოსს ბურთი საჯარიმო მოედანში ხელზე მოხვდა, მაგრამ მსაჯმა ეპიზოდი მონიტორზე გადაამოწმა და თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა. საბოლოოდ, „რეალმა” „ეიბარს” 3:1 მოუგო. კუმანმა თქვა:...