„რეალი” ესპანეთის თასიდან სეგუნდა დივიზიონის ანუ მესამე ლიგის გუნდმა გააგდო. თან ეს გუნდი, „ალკოიანო”, კაცნაკლული იყო. ლაპარაკია მეთექვსმეტედფინალზე, რომელშიც მადრიდელები არაფრად ვარგოდნენ, „ალკოიანომ” კი დამსახურებულად გაიმარჯვა.
შეხვედრის დასაწყისში ბურთს ფაქტობრივად სულ „რეალი” ფლობდა, მაგრამ მომენტებს ვერ ქმნიდა. შესვენებამდე წამებით ადრე სტუმრებმა მაინც გახსნეს ანგარიში: კაზემიროს პასით ედერ მილიტაომ თავური შეაგდო.
მერე, მადრიდელთაგან სახიფათო მომენტი შექმნა ლუკას ვასკესმა, რომელსაც შორიდან დარტყმული 41 წლის ხოსე ხუანმა აუღო.
შემდეგ, თამაში ჩაკვდა, მაგრამ მე-80 წუთზე სოლბესი შორეულ ძელთან ვინისიუს ჟუნიორს დაუსხლტა, კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი კარში შეაგდო და ანგარიში გაქვითა.
დამატებით დროში „ალკოიანოს” რამონ ლოპესი გაუგდეს — მან კაზემიროს წინააღმდეგ იუხეშა — რასაც წესით თამაშის ბედი „რეალის” სასარგებლოდ უნდა გადაეწყვიტა, მაგრამ ხუთ წუთში მასპინძლებმა ჩინებული კომბინაცია გაითამაშეს და ხუანან კასანოვამ გამარჯვების გოლი შეაგდო.
ამ მწარე მარცხის შემდეგ, ზინედინ ზიდანის თავზე ზეცა კიდევ უფრო მოიქუფრა.
„ვნახოთ, რა მოხდება უახლოეს დღეებში, — თქვა პრეს-კონფერენციაზე ფრანგმა, — ვფიქრობ, ფეხბურთელებს ჯერ კიდევ სჯერათ ჩემი”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები27/08/2026 | 08:33გენდუზის გადარევა
აქეთურ-იქითური27/08/2026 | 07:21ლუის ენრიკემ და დემბელემ ხმას აუწიეს?
მთავარი ამბავი26/08/2026 | 13:43ქოჩორას პრეზენტაცია სევილიაში
სიახლეები26/08/2026 | 10:50ბრუნო – ფეხბურთელების რჩეული
