ჭდე: ედერ მილიტაო

Home ედერ მილიტაო
უჩვეულო VAR-იანტი მადრიდში
ჩანაწერი

უჩვეულო VAR-იანტი მადრიდში

თამაშის დამთავერბამდე თხუთმეტიოდე წუთი რჩებოდა. „რეალს” „სევილიასთან” შეხვედრაში ანგარიში ახალი გათანაბრებული ჰქონდა და მოგებაზე იწყებდა ფიქრს. მადრიდელთა კართან სტუმრებმა კუთხური ჩააწოდეს, მასპინძლებმა საჯარიმოდან ბურთი გამოიტანეს, სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყეს, ქარიმ ბენზემა მეტოქის კარისკენ გაიჭრა, საჯარიმოში შეირბინა და იქ მაროკოელმა მეკარემ ბონომ წააქცია. მადრიდი აშკარა პენალტს ელოდა, მაგრამ… თურმე, ჯერ მათ საჯარიმოში ჩაწოდებული კუთხურის ამბავი ყოფილა გასარჩევი....

რეალმა ბოლოს მაინც გატეხა მეტოქე
ჩანაწერი

რეალმა ბოლოს მაინც გატეხა მეტოქე

„რეალმა” იწვალა, მაგრამ საბოლოოდ გატეხა „ოსასუნას” დაცვა, მეტადრე კი შეუვალი მეკარე სერხიო ერერა და უმნიშვნელოვანესი ორი ქულა მოიპოვა — 2:0. თამაშის ბედი 76-ე წუთზე ტრადიციული თავურით ედერ მილიტაომ გაიტანა. მან ისკოს მიერ კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი შეაგდო სტუმართა კარში. მადრიდელთა თავკაცმა ზინედინ ზიდანმა გარისკა, ჩემპიონთა ლიგაში „ჩელსისთან” საპასუხო ნახევარფინალური შეხვედრის წინ ლუკა მოდრიჩი და ტონი კროოსი...

ქარიმ ლოგიკის წინააღმდეგ ქროდა
ჩანაწერი

ქარიმ ლოგიკის წინააღმდეგ ქროდა

ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში „რეალის” მთავარი გმირი ქარიმ ბენზემა გახლდათ — მან დიდოსტატურად გაათანაბრა ანგარიში. მადრიდელებმა „ჩელსის” წინააღმდეგ, შინ 1:1 ითამაშეს. დასაწყისში ინიციატივა სტუმრებს ჰქონდათ. მათი თამაში უფრო მაღალი ინტენსიობით გამოირჩეოდა, ისინი სახიფათოდ მიიწევდნენ მასპინძელთა კარისკენ. „რეალს” კრისტიან პულიშიჩსა და ტიმო ვერნერთან გამკლავება უჭირდა. ერთ ეპიზოდში ვერნერს ახლოდან გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ მადრიდელთა მეკარემ...

რეალი მესამე ლიგის გუნდმა გააგდო!
ჩანაწერი

რეალი მესამე ლიგის გუნდმა გააგდო!

„რეალი” ესპანეთის თასიდან სეგუნდა დივიზიონის ანუ მესამე ლიგის გუნდმა გააგდო. თან ეს გუნდი, „ალკოიანო”, კაცნაკლული იყო. ლაპარაკია მეთექვსმეტედფინალზე, რომელშიც მადრიდელები არაფრად ვარგოდნენ,  „ალკოიანომ” კი დამსახურებულად გაიმარჯვა. შეხვედრის დასაწყისში ბურთს ფაქტობრივად სულ „რეალი” ფლობდა, მაგრამ მომენტებს ვერ ქმნიდა. შესვენებამდე წამებით ადრე სტუმრებმა მაინც გახსნეს ანგარიში: კაზემიროს პასით ედერ მილიტაომ თავური შეაგდო. მერე, მადრიდელთაგან სახიფათო მომენტი შექმნა...

მილიტაო პრეს-კონფერენციაზე ცუდად გახდა
ჩანაწერი

მილიტაო პრეს-კონფერენციაზე ცუდად გახდა

იშვიათი რამ მოხდა „რეალის” პრეს-კონფერენციაზე, სადაც მადრიდული კლუბი 21 წლის ცენტრალურ მცველ ედერ მილიტაოს წარადგენდა. „პორტუსგან” 50 მილიონ ევროდ ნაყიდი ბრაზილიელი რამდენიმე კითხვაზე პასუხის გაცემის შემდეგ ცუდად გახდა. დეტალების მოყოლას აზრი არ აქვს, რადგან ყველაფერი თანდართულ ვიდეოზე შეგიძლია ნახოთ. ფაქტია, რომ ფეხბურთელმა ოფიციალური პრეზენტაცია შეწყვიტა. შესაძლოა, მილიტაოს ცუდად გახდომა მგზავრობისა და გადაღლის ბრალი იყო. მოთამაშე...

თეთრი აზარი, შავი აზარი ბაიერნთან გამოჩნდება
ჩანაწერი

თეთრი აზარი, შავი აზარი ბაიერნთან გამოჩნდება

„რეალის” მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა მადრიდული გუნდის გეგმებზე ილაპარაკა. კერძოდ, ფრანგმა თქვა, როდის აპირებს ახალშეძენილი ფეხბურთელების საქმეში გამოცდას. მადრიდელებმა, ამ ზაფხულს, ახალი ფეხბურთელების ყიდვაში უკვე 280 მილიონ ევროზე მეტი დახარჯეს. ჩამოვთვალოთ ის ხუთეული, რომელიც მომავალი სეზონიდან „სანტიაგო ბერნაბეუზე” ითამაშებს: ედენ აზარი, ლუკა იოვიჩი, როდრიგო, ედერ მილიტაო და ფერლანდ მენდი. მათგან პირველი სამი შემტევია, ბოლო ორი კი...