ესპანური superdeporte წერს, რომ „ბაიერნმა” „სევილიას” მაროკოელი მეკარე იასინ ბონო გაიხსენა. „რეკორდმაისტერი” მისი შეძენით ადრეც იყო დაინტერესებული, ახლა კი როდესაც ევროპაში გოლკიპერთა კარუსელი დატრიალდა, გერმანულმა კლუბმა 31 წლის კარის მცველს მიაკითხა. ყველაფერი „მანჩესტერ იუნაიტედიდან” დავიდ დე ხეას წასვლით დაიწყო. ინგლისურმა კლუბმა მის ნაცვლად „ინტერიდან” კამერუნელი ანდრე ონანას გადაბირება გადაწყვიტა, რასაც, როგორც ამბობენ, წინ აღარაფერი უდგას....
ჭდე: ვალენსია
მამარდაშვილი, ბაიერნი და ვალენსიას მადა…
ფაბრიციო რომანო ისევ მიუნხენის „ბაიერნში“ გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერზე წერს. „იან ზომერი ზამთარში „ბაიერნში“ ტრავმირებული ნოიერის შემცვლელად ჩავიდა. მის კონტრაქტში არის პუნქტი, რომელიც მას საშუალებას აძლევს, კლუბი იმავე ფასად დატოვოს, რაც „ბაიერნმა“ გადაიხადა. ერთის მხრივ, შვეიცარიელის წასვლაზეა დამოკიდებული მიუნხენში მამარდაშვილის გადაბირება. თუმცა ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რა ფასს მოითხოვს „ვალენსია“ ქართველის სანაცვლოდ“, – ამტკიცებს ფაბრიციო რომანო. ცნობილია, რომ...
მამარდა და დომინო
superdeporte წერს, რომ სატრანსფერო ბაზარზე დომინოს პრინციპი ჩვეულებრივი რამ არის — ისევე როგორც გასულ ზაფხულს, ბევრი ფეხბურთელის ერთი გუნდიდან მეორეში გადასვლა სხვა ფეხბურთელის ტრანსფერზეა დამოკიდებული. ასეთ ჯაჭვში მოხვედრისგან კი არც „ვალენსია” და მისი ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი არიან დაზღვეულები. ესპანური პორტალი წერს, რომ უახლოეს პერიოდში გოლკიპერთა „ცეკვაა” მოსალოდნელი. კერძოდ, „მანჩესტერ იუნაიტედს” ძალიან სურს „ინტერის” კამერუნელი...
ვალენსიას არავინ ურეკავს
AS გაკვირვებული წერს, რომ „ვალენსიას” მეკარე გიორგი მამარდაშვილი სატრანსფერო ბაზრის პირველ კვირებში არავის გახსენებია — კლუბი ელოდა, რომ დაიწყებოდა თუ არა ფეხბურთელებით ვაჭრობა, ქართველი წინადადებათა მთელი პაკეტს მიიზიდავდა, ის კი ყველას დაავიწყდაო, ამბობს ესპანური გაზეთის რედაქტორი დავიდ ესტევე. ამასობაში კი „ვალენსიას” სატრანსფერო ამბები ძირითადად იუნუს მუსასა და ტიერი რენდალ კორეიას ეხება. მართალია, „ღამურებს” ჯერ არავინ...
ვალენსიას გეგმა ცნობილია
არავინ იცის დარჩება თუ არა გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიაში”, მაგრამ ფაქტია, რომ „ღამურებს” სეზონისთვის მზადების გეგმა უკვე შედგენილი აქვთ. ლა ლიგის ახალი ჩემპიონატი 11 აგვისტოს იწყება. „ჩეებს” პირველი შეხვედრა სტუმრად უწევთ სევილიაში, „სანჩეს პისხუანზე”. მწვრთნელს რუბენ ბარახას სურს, რომ ამ დროისთვის მისი ყველა ფეხბურთელი 100 პროცენტით იყოს მზად და საამისოდ ხუთი ამხანაგური მატჩის ჩატარებას გეგმავს. გუნდი...
ვალენსიას ხსნა მამარდას გაყიდვაშია
ესპანური პორტალი plazadeportiva წერს, რომ „ვალენსიას” ხელმძღვანელობას ნერწყვი მოსდის, ერთი სული აქვს როდის გაყიდის გიორგი მამარდაშვილსა და ამერიკელ ნახევარმცველ იუნუს მუსას. „ღამურების” 2023-24 წლების პროექტი დიდწილად მათი გასხვისებით შემოსულ თანხებზეა დამოკიდებული. ამრიგად, ქართველსა და ამერიკელს სტრატეგიული დანიშნულება აქვთ, მაგრამ სხვადასხვა აგენტები ამბობენ, რომ „ვალენსია” რთულ დღეშია და ამიტომ მისინებისმიერი ფეხბურთელი შესაძლოა უეცრად სხვა გუნდში აღმოჩნდეს...
ბარახა და ვალენსია გრძელდება…
„ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა, რუბენ ბარახამ, გუნდთან კონტრაქტი გაახანგრძლივა – წერს კლუბის ოფიციალური საიტი. 47 წლის ესპანელთან ახალი ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში. სპეციალისტი ვალენსიას 2023 წლის თებერვლიდან ხელმძღვანელობს. ბარახა ფეხბურთელობისას 2000-2010 წლებში, „ვალენსიაში“ თამაშობდა. ორჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი და ერთხელაც უეფას თასს დაეუფლა.
მამარდათი ინტერი დაინტერესდა
AS დაბეჯითებით წერს, რომ ამ ზაფხულს „ვალენსია” გიორგი მამარდაშვილს გაყიდის. ავტორიტეტული ესპანური სპორტული გაზეთი ქართველ მეკარეს აქებს. ის ამბობს, რომ გიორგი გამორჩეული ფიგურაა და მან გასულ სეზონში „ღამურები” ბევრ წაგებას გადაარჩინა. მამარდაშვილი „ვალენსიას” ფეხბურთელთაგან ყველაზე მეტ პოსტერზე ყოფილა გახატული. გაზეთის ღრმა რწმენით მისი გაყიდვა კლუბისთვის სარფიანი იქნება, მით უფრო თუ გავითვალისწინებთ, რა გროშებად ჰყავს ნაყიდი...
ქომაგი ირჩევს მამარდაშვილს…
„ლა ლიგის“მთელი სეზონის მანძილზე 99.9 Plaza Radio მსმენელებში გამოკითხვას ატარებდა „ვალენსიას“ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად. წლევანდელი შედეგების შეჯამების შემდეგ რადიომსმენელებმა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი დაასახელეს, მას საპატიო სიგელი და სპეციალური პრიზი გადაეცა. 99.9 Plaza Radio „ვალენსიას“ სეზონის საუკეთესო მოთამაშეს თავის მსმენელებში მესამე სეზონია რაც ავლენს. წინა სეზონების (2020/21 და...
დაასვენეთ ბარახა ორი დღით
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” ბოლო ტურში სტუმრად „ბეტისთან” 1:1 ითამაშა და ლა ლიგიდან გავარდნას გადარჩა. „ღამურების” მწვრთნელი რუბენ ბარახა მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზეც ისეთივე გადაღლილი სახით იჯდა, როგორც ბოლო მატჩების დროს მოედნის კიდესთან, თუმცა გუნდი ფიასკოს გადაარჩინა, რაც იმას ნიშნავს, რომ მის წინაშე დასახული ამოცანა შესრულებულია. სხვა საქმეა, რომ „ვალენსიას” ლეგენდამ გასაგებად მიანიშნა: სამომავლოდ კლუბმა საქმისადმი დამოკიდებულება...









