
არავინ იცის დარჩება თუ არა გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიაში”, მაგრამ ფაქტია, რომ „ღამურებს” სეზონისთვის მზადების გეგმა უკვე შედგენილი აქვთ. ლა ლიგის ახალი ჩემპიონატი 11 აგვისტოს იწყება. „ჩეებს” პირველი შეხვედრა სტუმრად უწევთ სევილიაში, „სანჩეს პისხუანზე”. მწვრთნელს რუბენ ბარახას სურს, რომ ამ დროისთვის მისი ყველა ფეხბურთელი 100 პროცენტით იყოს მზად და საამისოდ ხუთი ამხანაგური მატჩის ჩატარებას გეგმავს.
გუნდი სამედიცინო შემოწმების გასავლელად სიუდად დეპორტივა დე პატერნაში 7 ივლისს შეიკრიბება. შემდეგ, დაიწყება პრე-სეზონი, რომელსაც ვალენსიელები 23 ივლისამდე შინ, პატერნაში გაატარებენ, მერე კი შვეიცარიაში გაემგზავრებიან, სადაც 25 ივლისს შედგება ამხანაგური შეხვედრა „სენტ გალენთან”. „ღამურები” შვეიცარიაში ვარჯიშობდნენ ერთი წლის წინაც, როდესაც გუნდს ჯენარო გატუზო წვრთნიდა.
მანამდე „ვალენსია” ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს — 18 ივლისს ჩაკეტილ კარს მიღმა შინ, „ნოტონგემ ფორესტთან” და 22 ივლისს სლოვაკეთში „სპარტაკ ტრნავასთან”.
29 ივლისს ბარახას შეგირდები შინ ესპარინგებიან „ალავესს”, 5 აგვისტოს კი 1959 წლიდან ტრადიციულ „ფორთოხლის თასზე” (ვალენსიურად „ტროფეუ ტარონხა”; ესპანურად „ტროფეო ნარანხა”) მათი მეტოქე უნაი ემერის „ასტონ ვილა” იქნება.
სეზონისთვის მზადებას ყველაზე მალე ადგილობრივი ფეხბურთელები დაიწყებენ: ხავი გუერა, დიეგო ლოპესი, ალბერტო მარი, მოსკუერა, რუბენ ირანსო, პაბლო გონსალბესი და ფრან პერესი.
ბარახა ყველაზე გვიან უგო გილამონსა და გიორგი მამარდაშვილს ელის, რადგან ისინი 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე თამაშობენ.
თანაგუნდელებს გვიან შეუერთდება იუნუს მუსაც, თუმცა ამერიკელი შესაძლოა ვალენსიაში საერთოდ აღარც დაბრუნდეს, რადგან მისი ყიდვით „მილანია” დაინტერესებული.
„ღამურებს” დაუბრუნდებიან ხორხე საენსი, სერბი უროშ რაჩიჩი და ფრანგი კობა კოინდრედი, რომლებიც იჯარის წესით სხვადასხვა გუნდებში თამაშობდნენ.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი18/06/2026 | 09:41ტუხელმა ფეხბურთელებს დაუღრინა, ინგლისმა მოიგო!
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 14:14დიომანდეს ბავშვობის საყვარელი გუნდი არის ლივერპული… არა პსჟ!
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 10:57დაგვიანება ამერიკული მოვლენაა?
მთავარი ამბავი17/06/2026 | 09:12მესი! მესი! მესი!
