ამ ზაფხულს „ვალენსიაში” რამდენიმე სხვა ამბავთან ერთად ყველაზე მეტად ბრაზილიელი თავდამსხმელის მარკოს ანდრეს სატრანსფერო ამბავი გაიწელა. ახლა 26 წლის ფორვარდის საგა დასასრულს უახლოვდება: აქამდე ის გიორგი მამარდაშვილის თანაგუნდელი იყო, მაგრამ ახლა „ვალიადოლიდში” ბრუნდება. მხარეები ტრანსფერზე როგორც იქნა შეთანხმდნენ. ფასი ორი მილიონი ევროა; პლუს „ვალიადოლიდი”, რომელსაც ურუგვაელი პაოლო პესოლანო წვრთნის, მოთამაშის უფლებების 50 პროცენტს მიიღებს. მარკოს...
ჭდე: ვალენსია
მამარდას ახალი თანაგუნდელი ინგლისური კარიერით
გიორგი მამარდაშვილის ახალი თანაგუნდელი, სერხი კანიოსი ბრძოლისთვის მზად არის. მართალია, სატრანსფერო გაურკვევლობის გამო მისი სეზონისწინა პერიოდი საუკეთესო არ იყო, მაგრამ ფეხბურთელის მოწადინება ნამდვილად სამაგალითოა. 26 წლის შემტევი ნახევარმცველის კარიერამ მეტწილად ინგლისში ჩაიარა. 2015-16 წლებში ის „ლივერპულში” ირიცხებოდა და „ბრენტფორდში” იყო იჯარით გაშვებული. 2016-17 წლებში იყო „ნორვიჩ სიტიში”. 2017-23 წლებში იყო ისევ „ბრენტფორდი”, საიდანაც ბოლოს, ცოტა...
მამარდას ვალენსიამ მეორეც მოიგო
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია”, რომელმაც გასულ სეზონში ლა ლიგაში რის ვაი-ვაგლახით შეინარჩუნა ადგილი, ზაფხულში კიდევ უფრო დასუსტდა. ახალი ფეხბურთელების შეძენის ნაცვლად კლუბის სინგაპურელმა მეპატრონეებმა ისედაც სუსტი შემადგენლობიდან გაუშვეს სამუელ ლინო, ედინსონ კავანი, იუნუს მუსა, ჯასტინ კლუივერტი, ილიაშ მორიბა და ნიკო გონსალესი, მაგრამ… ფეხბურთის ხიბლი სწორედ ის არის, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს: დიდწილად გამოუცდელი ახალგაზრდების ამარა დარჩენილმა...
რეალს უარი პირადად პრეზიდენტმა ლიმმა შეუთვალა
Deportes Cope Valencia წერს, რომ პარასკევს „ვალენსიას” მეპატრონემ, სინგაპურელმა პიტერ ლიმმა „რეალს” გიორგი მამარდაშვილის იჯარის წესით მიქირავებაზე უარი უთხრა. მადრიდელებს „ღამურებისთვის” ქართველი მეკარის ერთი სეზონით დათმობა უთხოვიათ. მოგეხსენებათ, მათ ბელგიელი ტიბო კურტუა დაუშავდათ. კურტუა 2023-24 წლების ჩემპიონატში ვერ ითამაშებს და „სანტიაგო ბერნაბეუზე” ახალ კარის მცველს ეძებენ. თუ გიორგის თამაშით კმაყოფილი დარჩებოდა, „რეალს” უნდოდა საიჯარო ხელშეკრულებაში...
მამარდამ მოგებით დაიწყო
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” ახალი სეზონი შესანიშნავად დაიწყო — სევილიაში 2:1 მოიგო. ბოლო პერიოდში „ღამურებს” სევილიელებთან არ უმართლებდათ. ჩემპიონატში მათ მეათე ცდიდან მიაღწიეს სასურველ შედეგს — წინა ცხრა დაპირისპირებიდან 6 „სევილიამ” მოიგო, სამი კი ფრედ დასრულდა. ანგარიში ვალენსიელმა მუკტარ დიაკაბიმ მე-60 წუთზე გახსნა, მაგრამ მაროკოელმა იუსეფ ელ ნესირიმ 9 წუთში გაათანაბრა. სტუმრათა გამარჯვების გოლი 20 წლის...
მამარდაშვილი რეალის სამიზნეში…
მადრიდის „რეალის“ მეკარემ, ტიბო კურტუამ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო, ჯვარედინი იოგები გაუწყდა და სავარაუდოდ, მომავალ სეზონში ვერ ითამაშებს. „ლა ლიგის“ ახალი სეზონის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე „სამეფო კლუბი“ რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა და დაუყოვნებლივ შეუდგა ახალი მეკარის ძიებას. ესპანურ მედიასაშუალებებში უკვე გაიჟღერა რამდენიმე მეკარის სახელმა, რომლის ტრანსფერითაც „რეალი“ ინტერესდება და ერთ-ერთი საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიის“ კარი დარაჯი...
ფორთოხალი ინგლისელებმა წაიღეს
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” „ასტონ ვილასთან” შინ 1:2 წააგო. ეს გახლდათ ტრადიციული „ტროფეო ნარანხა”, ამხანაგური მატჩი, ჯილდო, რომელსაც „ღამურები” 1959 წლიდან მოყოლებული სეზონის წინ „მესტალიაზე” ათამაშებენ. AS ამ შეხვედრის მიმოხილვას იწყებს წინადადებით: სად არიან ახალი ფეხბურთელები? „მესტალია” ისევ გაოცებულია. „ვალენსია” სინათლის წლებით ჩამორჩება საკუთარ თავს, იმ გუნდს, რომელსაც ისტორიის მანძილზე ვიცნობდით. ძირითადი შემადგენლობის თუ სათადარიგოთა სკამის...
ვალენსიამ ღვთისმშობელს დახმარება სთხოვა
დღეს, საქართველოს დროით 23 საათზე გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია” „მესტალიაზე” ინგლისურ „ასტონ ვილას” შეხვდება. ეს გახლავთ „ტროფეო ნარანხა” ანუ ფორთოხლის თასი, ამხანაგური მატჩი, რომელსაც „მესტალიაზე” 1959 წლიდან ათამაშებენ. ამ შეხვედრისთვის „ღამურებს” ერთადერთი ახალი ფეხბურთელი ჰყავთ, 24 წლის ნახევარმცველი პეპელუ, რომლის ნამდვილი სახელია ხოსე ლუის გარსია ვაია. ის „ლევანტეს” ეკუთვნოდა, რომელსაც ბოლოს პორტუგალიურ „ვიტორია გიმარაეშში” ჰყავდა იჯარის...
გაუყიდეს და არ უყიდეს
გიორგი მამარდაშვილის გუნდის „ვალენსიას” ყოფილმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ El Chiringuito-სთან ინტერვიუში დუმილი დაარღვია და „ღამურებთან” მუშაობის დროინდელი ამბები მომოყვა. შარშან, როდესაც იტალიელმა მწვრთნელმა „ვალენსია” ჩაიბარა, გულშემატკივარმა ის შეიყვარა, როგორც ძლიერი და თავდადებული პიროვნება. ვალენსიელ გულშემატკივარს თავად რინოც კარგად იხსენებს. „გულშემატკივრის სიყვარული თავიდანვე შევამჩნიე. პირველივე დღიდან ვიცოდი, რომ ურთულეს საქმეს მოვკიდე ხელი. ჩემთვის ასეთი დიდი კლუბის...
კავანი ვალენსიადან წავა
ჯერ არავინ იცის დარჩება გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიაში” თუ „ბაიერნში” გადავა, ის კი გამოიკვეთა, რომ „ღამურებს” ვეტერანი თავდამსხმელი, 36 წლის ურუგვაელი ედინსონ კავანი დააემშვიდობება. რა უნდა იყოს ამის უკეთესი დასტური, ვიდრე ის, რომ მწვრთნელმა რუბენ ბარახამ კავანი „ნოტინგემ ფორესტთან” პირველ ამხანაგურ შეხვედრაში არ ათამაშა და დღეს სკოლვაკეთსა და შვეიცარიაში დანიშნულ შეკრებაზე არ წაიყვანა. ვეტერანის აგენტები კლუბთან...









