ჭდე: ვალენსია

Home ვალენსია
ავტოსამწვადე შემთხვევა
ჩანაწერი

ავტოსამწვადე შემთხვევა

„ვალენსიას” მწვრთნელი მარსელინო გარსია ტორალი ავტომობილით გარეულ ღორს დაეჯახა. დედასთან და მეუღლესთან ერთად ხიხონში საშობაოდ მიმავალ ტორალს ლოგრონიო-ბილბაოს ავტობანზე გზააბნეულმა ტახმა გადაურბინა. დამუხრუჭება კი მოასწრო, მაგრამ შეჯახება ვერ აიცილა და შედეგად, მწვრთნელი და მისი ცოლი მსუბუქი ტრავმებით გადარჩნენ, 81 წლის დედა კი უფრო მეტად დაშავდა. ყველანი ახლო ჰოსპიტალში გადაიყვანეს და პირველადი დახმარების შემდეგ გაუშვეს.