ჩემპიონატი დასრულდა. 90 წუთიც და ლა ლიგის სეზონს დავემშვიდობებით. და თუ „ბეტისთან” შეხვედრასაც თავიდან ბოლომდე ითამაშებს, გიორგი მამარდაშვილს ყველა წუთი ნათამაშევი გამოუვა — იმდენი, რამდენის საშუალებაც იყო. დავიდ სორიასა და ალექს რომეროსთან ერთად ქართველი მეკარე გახდება პრიმერა დივიზიონის ის ფეხბურთელი, რომელმაც მთელი სეზონი მოედანზე გაატარა. „ვალენსიას” კარს საიმედო პატრონი ჰყავს. მამარდაშვილი თავისი საქმის დიდოსტატია, რომლის...
ჭდე: ვალენსია
კანისარესი ისევ ბარახას წინააღმდეგია
რა ხდება გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიაში”? საქმე კარგად რომ არ მიდის იქიდანაც ჩანს, რომ გუნდის ლა ლიგაში დარჩენის საკითხი ბოლო ტურში უნდა გაირკვეს, თუმცა ამჯერად თქვენი ყურადღება სხვა რამეზე გვინდა გავამახვილოთ. „ღამურების” ყოფილმა ვარსკვლავმა, მეკარე სანტიაგო კანისარესმა თავისი ყოფილი თანაგუნდელი, მწვრთნელი რუბენ ბარახა გააკრიტიკა. კანისარესი ბარახას პირველად არ აკრიტიკებს. ყოფილ გოლკიპერს მიაჩნია, რომ პიპო მომდევნო სეზონში...
ბარახა: ბიჭები გასახდელში ქანცგაწყვეტილები შემოვიდნენ
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” „ესპანიოლთან” შინ 2:2 ითამაშა. შედეგად, „ესპანიოლი” ლა ლიგიდან გავარდა, „ღამურების” ამბავი კი ბოლო ტურში, „ბეტისთან” სტუმრად თამაშში გადაწყდება. ვალენსიელთა მწვრთნელმა რუბენ ბარახამ ბარსელონელი კოლეგის ლუის გარსიას მსგავსად შეხვედრა უპირველეს ყოვლისა ემოციური კუთხით შეაფასა. მატჩი მართლაც დრამატული იყო. მასპინძლები ჯერ 1:0-ს იგებდნენ, შემდეგ 1:2 ჩამორჩნენ და მხოლოდ მსაჯის წამატებულ წუთებში გაიტანეს გოლი, რომელმაც...
უმნიშვნელოვანესი მატჩი მამარდას ვალენსიასთვის
„ვალენსიას” ესპანეთის უმაღლეს ლიგაში 88 სეზონი აქვს ჩატარებული, მის დღევანდელ მეტოქეს, ბარსელონის „ესპანიოლს” კი 87. ამაზე მეტი გადაღმა იბერიელთა უმაღლეს საფეხბურთო დივიზიონში მხოლოდ სამ კლუბს „რეალს”, „ბარსელონას” და „ბილბაოს” გაუტარებია. ისინი ლა ლიგიდან არასდროს გავარდნილან. „ვალენსიას” და „ესპანიოლს” ჯამში ელიტაში უფრო მეტი წელი დაუყვიათ, ვიდრე გავარდნის სხვა კანდიდატებს — „სელტას” (57), „ვალიადოლიდს” (46), „ხეტაფეს” (18),...
მხარდაჭერა მამარდას!
ისტერია „ვინისიუსის საქმის” გარშემო გრძელდება. „ვალენსია” ჯერ კიდევ ელის სააპელაციო კომიტეტის გადაწყვეტილებას, რომელმაც საბოლოოდ უნდა თქვას, „მესტალიაზე” მარიო კემპესის სახელობის ტრიბუნა კვირას, „ესპანიოლთან” შეხვედრაში დაკეტილი იქნება, თუ შეუშვებენ გულშემატკივარს. მოგეხსენებათ, „რეალთან” შეხვედრის დროს მომხდარი ინციდენტის გამო სტადიონის ამ ნაწილს, კარსუკანა ჩრდილოეთ ტრიბუნას, ხუთთამაშიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს. მაგრამ, ტრიბუნის დასჯა ყველაზე დიდი პრობლემა არ არის. სოციალურ ქსელებში...
საბედისწერო მატჩი მესტალიაზე
„ცხოვრების მატჩები”, — ასე უწოდა „ესპანიოლის” 22 წლის არგენტინელმა ნახევარმცველმა ნიკო მელამედმა ლა ლიგის ბოლო ორ ტურს: კვირას, „მესტალიაზე”, „ვალენსიასთან” შეხვედრას და 4 ივნისს „ალმერიას” მასპინძლობას. მართალია გუშინ ბარსელონელებმა შინ, „ატლეტიკოსთან”, ბოლო 25 წუთში 0:3 შემოატრიალეს, მაგრამ ვერ მოიგეს და ამიტომ მარტო თავიანთ თავზე არ არიან დამოკიდებულები. მეორე მხრივ, „მატრასების მკერავებთან” ასეთი ჩამორჩენის გამოსწორება ხუმრობა...
დიაკაბიმ ანტირასისტულ ბანერთან სურათი არ გადაიღო
„ვალენსიას” ფრანგმა ფეხბურთელმა, გიორგი მამარდაშვილის თანაგუნდელმა მუკტარ დიაკაბიმ „მალიორკასთან” შეხვედრის წინ ანტირასისტულ ბანერთან ფოტოს გადაღება არ ისურვა. ის პლაკატის უკან, რამდენიმე მეტრის მოშორებით დადიოდა. დიაკაბი თავად შავკანიანია და თითქოს რასიზმთან ბრძოლას მთელი გულით უნდა უჭერდეს მხარს, მაგრამ ორმაგმა სტანდარტმა აღაშფოთა. ორი სეზონის წინ ფრანგს „კადისის” ფეხბურთელმა ხუან კალომ მიაყენა შეურაცხყოფა, მაგრამ საზოგადოება და ფეხბურთის ფედერაცია...
ვალენსია ფედერაციას ტყუილებში ამხელს
დღეს, ლა ლიგაში მე-12 ადგილზე მყოფი „მალიორკა” მე-13 ადგილზე მყოფ „ვალენსიას” ხვდება. გიორგი მამარდაშვილისა და „ღამურებისთვის” ეს მნიშვნელოვანი შეხვედრაა. მის შედეგზე მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული დარჩება „ვალენსია” უმაღლეს ლიგაში თუ გავარდება. ამის შემდეგ ჩემპიონატის დამთავრებამდე ორი ტურიღა დარჩება. ესპანეთში კი არა და არ ჩემდება წინა ტურში „მესტალიაზე” მომხდარი „ვინისიუსის საქმის” ექო. ყველა ცდილობს დაგმოს რასიზმი და...
მამარდაშვილი ორ სიმბოლურში
ორმა ავტორიტეტულმა ანალიტიკურმა ვებგვერდმა (sofascore, whoscored) გიორგი მამარდაშვილი მადრიდის „რეალთან“ შესანიშნავი თამაშის გამო ლა ლიგის 35-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა. აღნიშნულმა ვებ-გვერდებმა მამარდაშვილი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. sofascore-მა ქართველს 8,2 ქულა დაუწერა, ხოლო whoscored-მა – 7,7 ქულა. 22 წლის ქართველმა მეკარემ „სამეფო კლუბთან“ ესპანური კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. „რეალთან“ გამარჯვების შემდეგ, ლა ლიგამაც, სპონსორთან...
VAR-ის მსაჯები დასაჯეს
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ და აპარატურის მსაჯთა ტექნიკურმა კომიტეტმა პირველი გაბედული გადაწყვეტილება მიიღეს. მიზეზი: ინციდენტი „ვალენსიასა” და „რეალის” შეხვედრაში რომელიც ბრაზილიელის გაძევებით დასრულდა. ნაჩო იგლესიას ვილიანუევას დაუყოვნებლივ შეუჩერდა VAR-ის მსაჯობის უფლება, მისი დამხმარე ხუთეული კი აპარატურას შემდეგი სეზონის განმავლობაში ვერ მიეკარება. მსაჯთა დასჯის მიზეზი კონკრეტულად ის გახლავთ, რომ მატჩის მთავარმა არბიტრმა რიკარდო დე ბურგოს ბენგოეტჩეამ ვინისიუსი...









