მამარდაშვილი ორ სიმბოლურში

Home კატეგორიის გარეშე მამარდაშვილი ორ სიმბოლურში
მამარდაშვილი ორ სიმბოლურში

ორმა ავტორიტეტულმა ანალიტიკურმა ვებგვერდმა (sofascore, whoscored) გიორგი მამარდაშვილი მადრიდის „რეალთან“ შესანიშნავი თამაშის გამო ლა ლიგის 35-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა.

აღნიშნულმა ვებ-გვერდებმა მამარდაშვილი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.  sofascore-მა ქართველს 8,2 ქულა დაუწერა, ხოლო whoscored-მა – 7,7 ქულა.

22 წლის ქართველმა მეკარემ „სამეფო კლუბთან“ ესპანური კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. „რეალთან“ გამარჯვების შემდეგ, ლა ლიგამაც, სპონსორთან ერთად, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად სწორედ გიორგი დაასახელა.

 

ავტორის პროფილი

გიორგი ვაშაკიძე
გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.