ჰოკეიში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველა მეოთხედფინალისტი ცნობილია.ფლეი ოფში აქამდე გასულ ექვს გუნდს ორიც დაემატა – გერმანია და ლატვია.
გერმანელების საქმე უფრო მარტივად იყო – ფრანგებს თუ მოუგებდნენ, მეოთხედფინალში გავიდოდნენ. ასეც მოხდა – გერმანიამ 5:0 იმარჯვა. თუმცა, როგორც შემდეგ გაირკვა, წაგებითაც კი გავიდოდნენ, რადგან მათმა კონკურენტმა დანიამ ფინეთთან 1:7 წააგო.
აი, მასპინძელი ლატვიელების საქმე კი ცოტა რთულად იყო – ბალტიისპირელები ფლეი ოფში რომ გასულიყვნენ, ჯგუფის ლიდერ, აქამდე ყველა მატჩის მომგებ შვეიცარიასთან არ უნდა წაეგოთ. ლატვიელებმა არათუ პროგრამა მინიმუმი შეასრულეს, არამედ ოვერტაიმში 4:3 მოიგეს და ჯგუფში სულაც მესამე ადგილზე გავიდნენ.
შედეგად, მეოთხედფინალში გუნდები ასე დაწყვილდნენ: ამერიკა – ჩეხეთი; შვედეთი – ლატვია; შვეიცარია – გერმანია; კანადა – ფინეთი.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი16/06/2026 | 18:56ფლორა და დემჩენკო იბერიას
მთავარი ამბავი07/06/2026 | 23:05ზვერევის პირველი სლემი
მთავარი ამბავი05/06/2026 | 22:20საქართველომ ვარჯიში მოიგო
მთავარი ამბავი05/06/2026 | 16:09ფსიქიატრი გვარდიოლაზე…
