ჰოკეისტთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში კანადამ გერმანია 5:2 დაამარცხა და ტიტული ოცდამერვედ შემართა. ახლა კანადელები ერთით უსწრებენ რუსებს (სსრკ-ს ჩათვლით). ფინალი კი იოლი არ ყოფილა. გერმანია ორჯერ იგებდა, მაგრამ კანადელებმა ორჯერვე გათანაბრეს. მესამე პერიოდი კი ოკეანისგაღმელებმა ერთი ამოსუნთქვით ჩაატარეს და სამი უპასუხო შაიბა გაიტანეს. ეს გერმანელთა მეორე ფინალი იყო და მეორე მარცხი. მაშინაც, შორეულ 1930 წელს...
ჭდე: მსოფლიო ჩემპიონატი ჰოკეიში
დარჩა ტიტული…
ფინეთსა და ლატვიაში მიმდინარე ჰოკეისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე ფინალში კანადა და გერმანია ითამაშებენ. ორივე გუნდი ნახევარფინალურ მატჩებში აგებდა, მაგრამ… კანადელები ორჯერ აგებდნენ ლატვიასთან, მაგრამ ბოლო პერიოდში სამი შაიბა გაიტანეს და 4:2 მოიგეს. გერმანიამ კი, სამჯერ შეუტრიალა თამაში აშშ-ს: თავიდან 0:2 ჩამორჩნენ, რაც პირველივე პერიოდში გაათანაბრეს; მეორეში უკვე 2:3 აგებდნენ, მაგრამ მატჩის დასრულებამდე წუთნახევრით ადრე გაიტანეს და...
ფავორიტები მოსრიალდნენ
ფინეთსა და ლატვიაში მიმდინარე ჰოკეისტთა მსოფლიო ჩემპიონატის ფლეი ოფი სენსაციური გამოდგა. შვედეთმა 1:3 წააგო ლატვიასთან. მართალია, ბალტიისპირელები მასპინძლები იყვნენ, მაგრამ სკანდინავიელები უდავო ფავორიტებად მიიჩნეოდნენ. ასე არ მოხდა: ლატვია ჯერ პირველ მეოთხედში დაწინაურდა, რომელიც შვედეთმა მეორეში გაათანაბრა, მაგრამ იქვე ლატვიამ მეორე გაიტანა, მესამეში კი მესამეც მიაყოლა და ისტორიაში პირველად ნახევარფინალში გავიდა. ასეთივე ანგარიშით გერმანიამ შვეიცარიას მოუგო....
ყინულზე დაწყვილდნენ
ჰოკეიში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველა მეოთხედფინალისტი ცნობილია. ფლეი ოფში აქამდე გასულ ექვს გუნდს ორიც დაემატა – გერმანია და ლატვია. გერმანელების საქმე უფრო მარტივად იყო – ფრანგებს თუ მოუგებდნენ, მეოთხედფინალში გავიდოდნენ. ასეც მოხდა – გერმანიამ 5:0 იმარჯვა. თუმცა, როგორც შემდეგ გაირკვა, წაგებითაც კი გავიდოდნენ, რადგან მათმა კონკურენტმა დანიამ ფინეთთან 1:7 წააგო. აი, მასპინძელი ლატვიელების საქმე კი...
შვეიცარია მისრიალებს
ფინეთში მიმდინარე ჰოკეისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპი დასასრულს უახლოვდება. თუმცა, უკვე ცნობილია 6 გუნდი, რომელიც მომდევნო ეტაპზე გადაინაცვლებს. A ჯგუფს 18 ქულით აშშ ლიდერობს – ოკეანისგაღმელებმა 6-დან 6 მოიგეს. ამერიკელებმა მიყოლებით დაამარცხეს ფინეთის, უნგრეთის, გერმანიის, ავსტრიის, დანიისა და საფრანგეთის ნაკრებები. ერთადერთი დარჩენილი მატჩი შვედეთთან აქვს და ჯგუფის პირველადგილოსანიც გაირკვევა. სკანდინავიელებსაც ყველა მოგება აქვთ, მხოლოდ ფინეთი...
შურისძიება ყინულზე!
დღეს, როდესაც მსოფლიო ერთი დიდი ჰიბრიდული ომის პირობებში ცხოვრობს, პროპაგანდისტული მანქანა კი ამ ომის ზემძლავრ იარაღად არის ქცეული, ვისმენთ, როგორ ამტკიცებს მოქალაქეთა ნაწილი, რომ სპორტი პოლიტიკისგან უნდა გაიმიჯნოს. ამ თემაზე პოლემიკას არ ვაპირებთ. ვამჯობინებთ, წერილების ციკლი შემოგთავაზოთ, რომლებშიც მსოფლიო სპორტის ისტორიიდან კონკრეტულ ამბებს გავიხსენებთ. პრაღაში საბჭოთა ტანკების შესვლიდან 7 თვის შემდეგ, შვედეთში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე...





