ფინეთსა და ლატვიაში მიმდინარე ჰოკეისტთა მსოფლიო ჩემპიონატის ფლეი ოფი სენსაციური გამოდგა. შვედეთმა 1:3 წააგო ლატვიასთან.მართალია, ბალტიისპირელები მასპინძლები იყვნენ, მაგრამ სკანდინავიელები უდავო ფავორიტებად მიიჩნეოდნენ.
ასე არ მოხდა: ლატვია ჯერ პირველ მეოთხედში დაწინაურდა, რომელიც შვედეთმა მეორეში გაათანაბრა, მაგრამ იქვე ლატვიამ მეორე გაიტანა, მესამეში კი მესამეც მიაყოლა და ისტორიაში პირველად ნახევარფინალში გავიდა.
ასეთივე ანგარიშით გერმანიამ შვეიცარიას მოუგო. სცენარიც იგივე იყო – გერმანია დაწინაურდა, შვეიცარიამ – გაათანაბრა. ბოლოს გერმანელებმა იძალეს, რომლებმაც ტურნირი სამი მარცხით დაიწყეს, შემდეგ ზედიზედ ხუთი მატჩი მოიგეს და ნახევარფინალში არიან.
არადა, შვეიცარიამ მაგრად დაიწყო – ზედიზედ 6 მატჩი მოიგო, ბოლოს ჯგუფში ლატვიასთან ოვერტაიმში წააგო და ახლა უკვე ტურნირს დამეშვიდობა.
გავარდა ერთ-ერთი მასპინძელი ფინეთი, რომელმაც 1:4 დათმო კანადასთან. კანადელები უკეთ გამოიყურებოდნენ და 3:0 დაწინაურდნენ. სკანდინავიელებმა ერთი გაქვითეს, მაგრამ სტატუს კვო იქვე აღდგა.
ამერიკამ თითო პერიოდში თითო შაიბა აკმარა ჩეხეთს და ნახევარფინალში მარტივად გავიდა. ნახევარფინალში ითამაშებენ: აშშ-გერმანია; კანადა-ლატვია.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები09/08/2026 | 22:29პაოლოს ძე კალიარიშია
სიახლეები25/07/2026 | 22:20მსოფლიო ბოლოზე
სიახლეები24/07/2026 | 15:45საქართველო მეშვიდესთვის
აქეთურ-იქითური22/07/2026 | 19:34პომიდორი წონის შესაბამისად
