ჯიჯი დ’ალესიო გახლავთ ნეაპოლელი პოპ-მომღერალი და კომპოზიტორი, რომელმაც კარიერის განმავლობაში 26 მილიონ ჩანაწერზე მეტი გაყიდა. ის „ნაპოლის” თავგადაკლული ფანია და ვინაიდან კამპანიის დედაქალაქში მესამე სკუდეტოს მოგებასთან დაკავშირებული ზეიმი არ წყდება, დ’ალესიომ პიაცა დელ პლებიშიტოზე კონცერტი გამართა. იქ მან სცენაზე „აძურის” მეპატრონე აურელიო დე ლაურენტისი აიყვანა.
მაყურებლიდან სცენაზე ასულ დე ლაურენტისს მწვრთნელ ლუჩანო სპალეტისთან დაკავშირებით დაუყვირეს რაღაც. მოგეხსენებათ, სპალეტის გუნდში დარჩენა სათუოა. „პარტენოპეელთა” ხელმძღვანელობა მის შემცვლელს ეძებს. დე ლაურენტისმა კონცერტზე დამსწრე გულშემატკივარს უპასუხა:
„ბიჭებო, „ნაპოლიში” ყოფნა ვალდებულება კი არა, პრივილეგიაა”.
64 წლის ტოსკანელმა სპალეტიმ კი ამასობაში ტატუ გაიკეთა: ლურჯი ლოგო და სამფეროვანი ფარი ზედ ციფრით 3, რაც გუნდის მესამე სკუდეტოს ნიშნავს. ეს მისი და „ნაპოლის” წარმატების ერთგვარი უკვდავყოფაა — სანამ ცოცხალი იქნება, ნეაპოლი და იქ მოპოვებული ტიტული მარცხენა მკლავიდან შემოანათებს.
ტატუ-არტისტი გახლდათ ვალენტინო რუსო, რომელმაც ბოლო დღეებში „აძურის” რამდენიმე ფეხბურთელსაც დაახატა სკუდეტო.
მეორე მკლავზე კი სპალეტიმ თავისი სამი შვილის სახელები ამოისვირინგა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური10/08/2026 | 08:21რატომ ჩაუვარდა მალდინის გვარდიოლას ვარიანტი?
მთავარი ამბავი10/08/2026 | 07:12მამარდას მორიგი ამხანაგური
სიახლეები09/08/2026 | 10:35აბუაშვილმა გოლიც გაიტანა და საუკეთესოც იყო
სიახლეები09/08/2026 | 09:27ზურკიომ მოგებით დაიწყო
