სანდრო მამუკელაშვილმა „სან ანტონიოში“ გადასვლის შემდეგ საუკეთესო მატჩი ჩაატარა. 23 წლის ქართველმა ფორვარდმა თამაში სასტარტო ხუთეულში დაიწყო და მოედანზე გატარებულ 25.20 წუთში 20 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი და 3 ჩაჭრა მოაგროვა. ტეხასელებმა კი, ნიუ ორლეანში უშანსოდ წააგეს – 84:119. მამუკელაშვილისთვის „სან ანტონიოში“ აქამდელი საუკეთესო შედეგი 12 ქულა იყო. სან ანტონიოს ფლეი ოფში გასვლის შანსი...
ჭდე: გოგა ბითაძე
მამუკელაშვილი უგუნდოდ დარჩა
ქართველის კალათბურთელი სანდრო მამუკელაშვილი უგუნდოდ არის. მილუოკელებმა „ორლანდოსთან“ მატჩამდე გამოაცხადეს, რომ ქართველ კალათბურთელს დაემშვიდობნენ. გადაწყვეტილება კლუბმა მიიღო, მაგრამ ჩვენებურს გუნდის მოძებნას დაჰპირდნენ. „მოლუოკიმ“ კი „ორლანდო მეჯიკი“, რომლის რიგებშიც გოგა ბითაძე გამოდის, 139:117 დაამარცხა. ბითაძემ მხოლოდ დასკვნითი წუთები ითამაშა, როდესაც მატჩის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო. ჩვენებურმა პარკეტზე 4.33 წუთი გაატარა, რა დროშიც 3 ქულა და 2...
გოგას ექვსიანები
გოგა ბითაძე მოედანს ყოფილი გუნდის წინააღმდეგ დაუბრუნდა. გეხსომებათ, ჩვენებური „ინდიანამ“ გუნდიდან გაუშვა, მაგრამ გოგა უგუნდოდ დიდხანს არ დარჩენილა, „ორლანდომ“ აიყვანა. ახალ გუნდში კი, პირველად გამთენიისას ითამაშა და ეს სწორედ „ინდიანასთან“ მოხდა. „ორლანდომ“ შინ 108:121 წააგო, მაგრამ ბითაძეს ვერაფერს უსაყვედურებს, რადგან ჩვენებურმა პარკეტზე 9.24 წუთი დაჰყო, რა დროშიც 6 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი მიითვალა....
ბითაძე ჯადოქარია
თავისუფალი აგენტის სტატუსით გოგა ბითაძე სულ 2 დღე იყო და ახალი გუნდიც იპოვა – 23 წლის ქართველი ცენტრი „ორლანდო მეჯიქის“ კალათბურთელია. შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრების ცენტრი რამდენიმე დღის წინ „ინდიანა პეისერს“ დაშორდა. გუნდმა ჩვენებურთან თანამშრომლობა აღარ ისურვა. და მაინც, ბითაძე მსოფლიოს უძლიერეს ლიგაში მაინც დარჩა. ფლორიდულ კლუბთან კონტრაქტის პირობები არ გახმაურებულა, თუმცა ბითაძეს ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად...
გოგა გაუშვეს, სანდრო ათამაშეს
გოგა ბითაძეს სულ ცოტა დრო რჩება ახალი გუნდი იპოვოს. ჩვენებური „ინდიანა პეისერსის“ კალათბურთელი აღარ არის. ინდიანაპოლისელებმა 9 თებერვალს ახალი კალათბურთელები დაიმატეს, რის შემდეგ გუნდში 24 წლის ქართველი ცენტრისთვის ადგილი აღარ მოიძებნა. ჯერ კიდევ არის შანსი, რომ გოგა რომელიმე კლუბმა დაიმატოს, მაგრამ აქ გადამწყვეტი ფაქტორი ხელფასი იქნება, რადგან კონტრაქტით გათვალისწინებული თითქმის ხუთი მილიონი დოლარი სეზონში უნდა...
გოგას ხუთიანი
გოგა ბითაძის „ინდიანა“ ნიუ იორკში „ნიკსს“ ესტუმრა და 113:119 დამარცხდა. ინდიანაპოლისელებს მთავარი ცენტრი, მაილს ტერნერი აკლდათ, ამიტომაც ბითაძის გამოჩენას ველოდით, მაგრამ რიკ კარლაილსმა ძირითადში ჯეიმს ჯონსონი დააყენა, რომელმაც 13 წუთში ქულა ვერ მოინაგრა. ბითაძე კი, საქმეში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და პარკეტზე 15 წუთი გაატარა, რა დროშიც 5 ქულა, 3 მოხსნა და თითოც პასი, ჩაჭრა და...
ბითაძე გამოჩნდა, მამუ დამალეს
NBA-ში დილით ორივე ქართველის კალათბურთელის გუნდმა ითამაშა და ორივემ მოიგო. თუმცა, პარკეტზე მხოლოდ ერთი ქართველი ვიხილეთ. გოგა ბითაძის „ინდიანამ“ შინ 121:111 „ვაშინგტონი“ დაამარცხა. ბითაძე საქმეში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 14 წუთი მიეცა, რაც მეტ-ნაკლებად კარგად გამოიყენა. გოგამ ამ დროში 5 ქულა, 3 მოხსნა, თითო პასი და დაფარება მიითვალა. ჩვენებურმა ერთი ორქულიანი ზუსტად ისროლა, პერიმეტრიდანაც ერთი...
მამუს დრო ეზრდება
სანდრო მამუკელაშვილის „მილუოკიმ“ 109:102 მოუგო „ორლანდოს“ და ჩვენებურმაც, გუნდის გამარჯვებაში არცთუ მოკრძალებული წილი დაიდო. მამუკელაშვილმა პარკეტზე 23 წუთი დაჰყო, რა დროშიც 8 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მოინაგრა. მამუკელაშვილმა 2-დან 1 ორქულიანი და 3-დან 2 სამიანი ჩააგდო, 3-ჯერ დაჯარიმდა და ბურთი 2-ჯერ დაკარგა. და რაც მთავარია, მოედანზე მისი ყოფნის პერიოდში...
ბითაძეს ბოლო დაუთმეს
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში „ინდიანა პეისერსმა“ მორიგი მატჩი გამართა და „საკრამენტოსთან“ 114:137 დათმო. მწვრთნელმა გოგა ბითაძე პარკეტზე 4 წუთი შეუშვა და ამ დროში ჩვენებურმა 8 ქულა მოინაგრა. ბითაძემ სამიანიც ჩააგდო, ორიანიც, ჩატენა კიდეც და ქულა საჯარიმოდანაც მიითვალა. ეს შესანიშნავი შედეგია, მაგრამ ცუდი ისაა, რომ მას მწვრთნელი ისევ არ აძლევს საკმარის სათამაშო დროს და ეს გახლდათ მატჩის...
ორი ქართველის 15 წუთი
28 ნოემბრის დილას NBA-ში ორივე ქართველმა ითამაშა და ორივეს დრო ჯამში 15 წუთი გამოვიდა. „ინდიანა პეისერსი“ „ლოს ანჯელეს კლიპერსს“ ესტუმრა და 110:114 დამარცხდა. ბითაძემ მოედანზე 7.52 წუთი დაჰყო, რა დროშიც თავი 5 ქულითა და 1 მოხსნით გამოიჩინა. ჩვენებურნმა 2-დან 2 ორქულიანი და ორიდან ერთი საჯარიმო ჩააგდო. თუმცა, 8 წუთში ოთხი პერსონალური ჯარიმა მიიღო და ისევ...









