NBA-ში მორიგი მატჩები გაიმართა. ვნახეთ ის, რაც იშვიათად ხდება – ორივე ქართველი კალათბურთელი მოედანზე ვიხილეთ, მაგრამ ორივეს გუნდი დამარცხდა. გოგა ბითაძის „ორლანდომ“ მორიგ მატჩში „დალას მავერიკსს“ უმასპინძლა და 102:117 წააგო. ჩვენებურმა ისევ სასტარტო ხუთეულში ითამაშა, მაგრამ, ამჯერად, ორმაგ დუბლს ვერ შეწვდა. თუმცა, ძირითადი ცენტრის, ვენდელ კარტერის ტრავმა ქართველი ლეგიონერის შანსია, რომელსაც გოგა ბითაძე კარგად იყენებს....
ჭდე: გოგა ბითაძე
ბითაძემ დაიწყო, მამუკელაშვილი სკამზეა
NBA-ს ახალი სეზონი დაიწყო და საქმეში ჯერ მხოლოდ გოგა ბითაძე ვიხილეთ. ჩვენებურის „ორლანდო“ შინ „ჰიუსტონს“ დაუხვდა და 116:86 გაანადგურა. ბითაძე მოედანზე მაშინ შევიდა როდესაც ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. გოგამ პარკეტზე 5 წუთი დაჰყო, რა დროშიც 7 ქულა, 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. ბითაძემ ორივე ორქულიანი ჩააგდო, ხოლო 4 საჯარიმოდან – 3. სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო“...
საქართველოსთვის მსოფლიო დამთავრდა
მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატი საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ავსტრალიასთან მარცხით დახურა – 84:100. ტრავმების გამო განაცხადში არ იყვნენ ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია და დუდა სანაძე, ხოლო მიხეილ ბერიშვილი და გიორგი ცინცაძე სათამაშო ფორმით კი იყვნენ, მაგრამ მოედანზე არ გასულან. პირველი პერიოდი ავსტრალიელთა გამარჯვებით დასრულდა – 23:17. მეორე პერიოდიდან მეტოქემ ტემპს უმატა და დიდ შესვენებაზე 17-ქულიანი უპირატესობა...
წავაგეთ ილიას…
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩის მეორე ნახევარი ძალიან ცუდად ჩაატარა და გერმანიასთან 73:100 დამარცხდა. ჩვენს გუნდს პირველი ტაიმი უკეთესი ჰქონდა და მხოლოდ 2 ქულით დათმო, მაგრამ შესვენების შემდეგ რაც მოხდა, ის უკვე კალათბურთი არ იყო. თამაში ისე ჩამთავრდა, მოედანზე ვითარება არც დაძაბულა. ჩვენს ნაკრებს 19 ქულა სანდრო მამუკელაშვილმა მოუტანა; გოგა ბითაძემ...
საქართველომ შეკრება ირანით დაამთავრა
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ირანის ეროვნულ გუნდთან დახურული მატჩი ითამაშა და 84:72 დაამარცხა. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, არ უთამაშიათ ნაკრების ლიდერებს – თორნიკე შენგელიას, სანდრო მამუკელაშვილის, გოგა ბითაძესა და თად მაკფადენს. შედეგად, სასტარტო ხუთეულიც ძალიან განსხვავებული იყო: ანდრონიკაშვილი, ბერიშვილი, გოგიჩაიშვილი, სანაძე, შერმადინი. სათადარიგოთა სკამზე იყვნენ – ცინცაძე, ჯინჭარაძე, ბექაური, კაკუშაძე, ლიკლიკაძე და ტურძილაძე. ამ მატჩის შემდეგ...
შოუ იორდანიასთან
„თბილისის თასის“ სასტარტო მატჩში საქართველოს ნაკრებმა იორდანიას 86:69 მოუგო. მოგებაც არის და მოგებაც – ილიას ზუროსის გუნდმა შოუს ელემენტებიც შემოგვთავაზა და მაყურებელს სასიამოვნო კალათბურთი აჩუქა. მატჩის მიმდინარეობის მოყოლას აზრი არ აქვს – ჩვენები თავიდანვე დაეფლნენ უპირატესობას და ბოლო მეოთხედის წინ 20 ქულით იგებდნენ. ზუროსმა დასკვნით ნაწილში ექსპერიმენტებს მიმართა, ბოლოს სულაც ის ხუთეული ათამაშა, რომელთაგან ორი...
ზუროსმა შემადგენლობა შეათხელა
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ერთკვირიანი შეკრება დასრულდა. ილიას ზუროსმა და მისმა ასისტენტებმა – ანატოლი ბოისამ და მანუჩარ მარკოიშვილმა ეროვნული ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ინტენსიურად ავარჯიშეს, რის შედეგადაც 18 კალათბურთელი შეირჩა, რომლებიც 21 ივლისიდან იტალიის ქალაქ ტრევიზოში შეკრების მეორე ეტაპში მიიღებენ მონაწილეობას. ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შეკრებაზე 34 კალათბურთელი იყო გამოძახებული. მწვრთნელებმა მოთამაშეები 2 ჯგუფად გაყვეს და დიღმის...
ზუროსის სია…
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადებას იწყებს. პირველ ეტაპზე თბილისში ერთკვირიანი შესარჩევი ვარჯიშები გაიმართება, რომლის შედეგად ის 16 მოთამაშე შეირჩევა, რომელიც იტალიის ქალაქ ტრევიზოში გენერალურ შეკრებაზე გაემგზავრება. თბილისში დაგეგმილი შეკრებისთვის მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა და მისმა ასისტენტებმა 34 კალათბურთელი გამოიძახეს. გაფართოებულ სიაში არ არის ოთხი კალათბურთელი, რომლებიც ეროვნულ გუნდს იტალიაში, გენერალურ შეკრებაზე შეუერთდებიან. ესენი...
სანდრო იგებს, გოგა აგებს
NBA-ში მორიგი მატჩები გამართეს სანდრო მამუკელაშვილისა და გოგა ბითაძის გუნდებმა. „სან ანტონიო სპურსმა“ „პორტლენდს“ უმასპინძლა და 129:127 დაამარცხა, „ორლანდო“ კი, „კლივლენდს“ ესტუმრა და 94:118 წააგო. „სპურსმა“ პირველად ითამაშა ქალაქ ოსტინში, სადაც სულ ოთხ მატჩს გამართავს. მამუკელაშვილი ამჯერად საქმეში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და პარკეტზე 21.03 წუთი დაჰყო, რა დროშიც 4 ქულა, 7 მოხსნა, თითო პასი და...
წყვილი წაგება
სანდრო მამუკელაშვილი „სან ანტონიო“ სტუმრად დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ ლიდერ „ფინიქსს“ ეთამაშა და 21 ქულით – 94:115 დამარცხდა. ჩვენებური NBA-ს გაუშინაურდა და სტაბილურ კალათბურთელად იქცა. სანდრომ პარკეტზე 28:30 წუთი გაატარა, რა დროშიც 13 ქულა, 8 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. მან 3-დან 3 ორქულიანი, 3-დან ერთი სამქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. გრეგ პოპოვიჩის გუნდს რეგულარულ...









