NBA-ში მორიგი მატჩები გაიმართა. ითამაშა ორივე ქართველის გუნდმა და როგორც მოსალოდნელი იყო, მატჩებიც ისე დასრულდა. გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ კლივლენდთან 104:94 მოიგო და ამაში ჩვენებურის წვლილიც დიდია – 15 ქულა, 7 მოხსნა, 4 დაფარება და 2 პასი. ბითაძემ მოედანზე 29 წუთი დაჰყო. რვა ორქულიანიდან ექვსი ჩააგდო, ხოლო ოთხი საჯარიმოდან სამი გამოიყენა. აღსანიშნავია, რომ 15 ქულა...
ჭდე: გოგა ბითაძე
გოგას 13
„ორლანდო მეჯიქმა“ ორმატჩიანი წაგება სერია შეწყვიტა და შინ „დეტროიტ პისტონსი“ 123:91 გაანადგურა. ფლორიდელთა გამარჯვებაში სოლიდური წილი დაიდო გოგა ბითაძემ, რომელმაც სასტარტო ხუთეულში ზედიზედ მე-17 მატჩი ითამაშა. ბითაძემ „დეტროიტთან“ მოედანზე გატარებულ 27 წუთში 7-დან 6 ორქულიანი ჩააგდო, რასაც 1 ზუსტი საჯარიმოც მოაყოლა და 13 ქულა შეაგროვა, რასაც 8 მოხსნა, 4 დაფარება და 2 პასი მოაყოლა. გოგას...
კედელი
ბრუკლინში მარცხის შემდეგ გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ ამ დილით კლივლენდშიც წააგო – 111:121. ფლორიდელთათვის ეს ზედიზედ მეორე მარცხი იყო. „კლივლენდმა“ თავიდანვე მოიპოვა 17 ქულიანი უპირატესობა, რის შემდეგ მეტოქე ახლოს აღარ გაიკარა და დამაჯერებლად მოიგო. გოგა ისევ „ორლანდოს“ ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 24.33 წუთი გაატარა. ამ დროში ჩვენებურმა 6 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი და...
ბრუკლინში ჯადოქრობა არ ჭრის
ორლანდოელთა ჯადოქრობა შეწყდა. შეწყდა იქ, სადაც მანამდე ბოლოს წაეგო – ბრუკლინში. 14 ნოემბერს, „მეჯიქმა“ „ნეთსთან“ რომ წააგო, მას შემდეგ ზედიზედ ცხრა გამარჯვება მოიპოვა და ისევ ბრუკლინელებთან წააგო – 101:129. გოგა ბითაძე სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე მხოლოდ 15.26 წუთი გაატარა. ბითაძემ ექვსიდან ერთი ორქულიანი და ორიდან ერთი საჯარიმო ჩააგდო. ქართველი ცენტრის მონაგარი ასეთია: 3 ქულა,...
სამქულიანები
„ორლანდო მეჯიქი“ ბოლოს 15 ნოემბერს, ბრუკლინში დამარცხდა და მას შემდეგ ზედიზედ ცხრა მატჩი მოიგო. დილით, „ორლანდომ“ ორი დღის წინ ძლეულ „ვაშინგტონს“ ერთი მარცხიც აგემა – ამჯერად 130:125. ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 24 წუთი გაატარა, რა დროშიც 3 ქულა, 5 მოხსნა, 4 პასი, 2 დაფარება მიითვალა. უნდა ვთქვათ ისიც, რომ ბითაძემ...
ორლანდო და გოგა იგებენ
NBA-ს ამ სეზონის აღმოჩენა, უდავოდ „ორლანდო მეჯიქია“. ჯადოქრობის რა გითხრათ, მაგრამ გოგა ბითაძის გუნდი ამ სეზონში საკმაოდ დამაჯერებლად ბურთაობს და ზედიზედ მე-7 მატჩი მოიგო. ფლორიდელები აღმოსავლეთის კონფერენციაში „მილუოკისთან“ ერთად მეორე-მესამე ადგილებს იყოფენ, რასაც სეზონის წინ ვერავინ იფიქრებდა. „ორლანდოს“ მსხვერპლი ამჯერად „შარლოტ ჰორნეტსი“ აღმოჩნდა – 130:117. საქართველოს ნაკრების ცენტრი „ორლანდოს“ სასტარტო შემადგენლობაში იყო და მწვრთნელმა სულ...
ბითაძის ხვავრიელი სტატისტიკა
„ორლანდო მეჯიქმა“ ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო და ამ მოგების ერთ-ერთი შემოქმედი გოგა ბითაძე იყო. სამი გასვლითი მოგების შემდეგ „ჯადოქრები“ ფლორიდაში დაბრუნდნენ და „ტორონტო რეპტორსი“ 124:107 დაამარცხეს. როგორც ბოლო დროს მივეჩვიეთ, ბითაძე ამჯერადაც სასტარტო ხუთეულში იყო და გამარჯვებაში სოლიდური წვლილი შეიტანა. მართალია, ბითაძეს 5 ქულაზე მეტი არ ჩაუგდია, მაგრამ მისი სტატისტიკა მრავალფეროვანი და ხვავრიელი იყო. ქართველ...
ორი ქართველის მოგება-წაგება
NBA-ში მორიგი ტურის მატჩები გაიმართა და ორივე ქართველი პარკეტზე ვიხილეთ. დავიწყოთ სანდრო მამუკელაშვილით, რომელსაც მცირე ტრავმა ჰქონდა, მაგრამ გამოჯანმრთელდა და „საკრამენტოსთან“ ითამაშა კიდეც. „სან ანტონიომ“ მატჩი 120:129 დათმო. ეს გუნდის ზედიზედ მეშვიდე მარცხია. სანდრო სათადარიგო იყო და მოედანზე 12.09 წუთი გაატარა. საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა 6 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. სანდრომ 2-დან ერთი...
გოგას მეორე ორმაგი
ქართველი კალათბურთელი გოგა ბითაძე საკუთარ შანსს ჩინებულად იყენებს. ვენდელ კარტერის არყოფნაში ჩვენებურის „ორლანდო მეჯიქის“ სასტარტო შემადგენლობას გაუშინაურდა და აგერ, გუნდს ჩიკაგოში, „ბულსთან“ 96:94 მოგებაში ორმაგი დუბლით შეეწია. ბითაძემ მოედანზე 26.10 წუთი დაჰყო და ამ დროში მისი მონაგარი 15 ქულა, 11 მოხსნა, 2-2 პასი და ჩაჭრა იყო. ქართველმა კალათბურთელმა 10 დან 6 ორქულიანი და 4 დან...
გოგას რეკორდი, მამუს ტრავმა
დილით, NBA-ში რეგულარული სეზონის მორიგი მატჩები გაიმართა. ითამაშა ორივე ქართველის გუნდმა, მაგრამ პარკეტზე მხოლოდ ერთი ჩვენიანი ვიხილეთ. გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ „ბრუკლინ ნეტს“ ესტუმრა და 104:124 დამარცხდა. ქართველი ამჯერადაც სასტარტო შემადგენლობაში იყო. გოგამ 24.24 წუთი ითამაშა, რა დროშიც 14 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. გოგამ ექვსივე ორქულიანი და ორივე საჯარიმო ჩააგდო,...









