ჭდე: გოგა ბითაძე

Home გოგა ბითაძე
გოგა დააბრუნეს, მამუ სკამზეა
ჩანაწერი

გოგა დააბრუნეს, მამუ სკამზეა

ხანგრძლივი უქმობის შემდეგ „ინდიანა პეისერსის“ ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე მოედანზე 15 წუთით შეუშვეს და ჩვენებურმა ეს დრო კარგად გამოიყენა. მართალია, გოგას ფანტასტიკური სტატისტიკა არ ჰქონია, მაგრამ რაც დაუთმეს, იმ დროში ბევრ კომპონენტში გუნდს სარგებელი მოუტანა. ინდიანელები შინ „მინესოტას“ დაუხვდნენ და 101:115 დამარცხდნენ. გოგამ 4 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი, 2 ჩაჭრა და 3 დაფარება მოინაგრა....

მამუს ხუთიანი
ჩანაწერი

მამუს ხუთიანი

NBA-ს მორიგ სათამაშო დღეს ორივე ქართველის ხილვა გვსურდა, მაგრამ ჩვენებურების მწვრთნელებმა პარკეტზე მხოლოდ ერთი შეუშვეს. თუ აქამდე ასეთ დროს გოგა ბითაძეზე გვიხდებოდა წერა, ახლა პირიქით მოხდა და სანდრო მამუკელაშვილმა ითამაშა. ჩვენებურის „მილუოკი ბაქსმა“ კი, საშინაო არენაზე „კლივლენდ კავალიერს“ 113:98 სძლია. მამუ მოედანზე 8 წუთით გამოჩნდა და ამ დროში 5 ქულა მოინაგრა. ჩვენებურმა ერთი ორქულიანი და...

იტალიის უკან მსოფლიოს ჰორიზონტია
ჩანაწერი

იტალიის უკან მსოფლიოს ჰორიზონტია

14 ნოემბერს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები 2023 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, თბილისში, იტალიის ნაკრებს უმასპინძლებს. ილიას ზუროსის გუნდმა ახალ სპორტის სასახლეში ივარჯიშა. როგორც უკვე იცით, საქართველოს ნაკრებს აკლია ორი „ამერიკელი“ – გოგა ბითაძე და სანდრო მამუკელაშვილი. სხვა ყველა კალათბურთელი, ვისი თამაშიც ჩვენი გუნდის ბერძენ მწვრთნელს სურდა, ყველა ადგილზეა. თამაშის წინა დღეს ზუროსმა გუნდი კომბინაციებზე ავარჯიშა,...

ორი და ცოტა
ჩანაწერი

ორი და ცოტა

10 ნოემბრის დილას ის იშვიათი შემთხვევა მოხდა, რასაც ხშირად ველით – NBA-ს პარკეტზე ორმა ქართველმა ითამაშა. თუმცა, გოგა ბითაძესაც და სანდრო მამუკელაშვილსაც მცირე დრო დაეთმოთ. ბითაძის „ინდიანა“ შინ „დენვერს“ დაუხვდა და 119:122 დამარცხდა. გოგა ბითაძე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე 6.38 წუთი გაატარა. მან მხოლოდ 2 ქულა და თითო მოხსნა-პასი ჩაიწერა აქტივში. პასივში კი,...

ბითაძემ ორმაგი დაისხა
ჩანაწერი

ბითაძემ ორმაგი დაისხა

ესეც პირველი ორმაგი. NBA-ს წლევანდელი სეზონის მესამე მატჩში ბითაძემ 14 ქულა და 15 მოხსნა მოინაგრა, ხოლო „ინდიანა პეისერსმა“ შინ „დეტროიტ პისტონსი“ 124:115 დაამარცხა. ბითაძემ პარკეტზე 25.23 წუთი გაატარა. ჩვენებურმა სამწამიანი ზონიდან 6-ჯერ შეუტია ფარს და ყველა ჩააგდო, ხოლო სამქულიანი სამჯერ ისროლა და ერთხელ იხეირა. გოგა ოთხჯერ საჯარიმო ხაზზე დადგა და საიდანაც ერთი გამოიყენა. აღსანიშნავია ისიც,...

გოგამ გახსნა
ჩანაწერი

გოგამ გახსნა

ესეც წლევანდელი ქართულ-ამერიკული ქულები. გოგა ბითაძემ „ვაშინგტონთან“ უქულო მატჩის შემდეგ სან ანტონიოს 8 ჩაუგდო და NBA-ს წლევანდელ სეზონში ანგარიში გახსნა. „ინდიანამ“ კი, სეზონის სტარტზევე ზედიზედ მეორე მატჩი წააგო – 134:137. პარკეტზეც 18 წუთი დაჰყო, რა დროშიც 5-დან ოთხი ორქულიანი ჩააგდო, ხოლო ორი სამქულიანი ააცილა. გოგას აქტივში ერთი მოხსნაც იყო, პასივში კი დაკარგვა და ოთხი ჯარიმა....

ბითაძემ ნბა უქულოდ დაიწყო
ჩანაწერი

ბითაძემ ნბა უქულოდ დაიწყო

უქულოდ დაიწყო ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2022-23 წლების სეზონი გოგა ბითაძემ. ჩვენებური, რომელსაც „ინდიანამ“ ახალი კონტრაქტი არ გაუფორმა, მოედანზე პირველივე მატჩში გამოჩნდა, მისი გუნდი კი შინ „ვაშინგტონთან“ 107:114 დამარცხდა. ბითაძემ პარკეტზე 10 წუთი გაატარა, ფარს მხოლოდ ერთხელ შეუტია და უშედეგოდ, აქტივში 2 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება ჩაიწერა, ხოლო პასივში – ორი დაკარგვა...

ფიბა: მოემზადეთ, დაგსჯით!
ჩანაწერი

ფიბა: მოემზადეთ, დაგსჯით!

ფიბას ოფიციალური გაცხადების მიხედვით, თბილისში, ევრობასკეტზე საქართველოსა და თურქეთის მატჩის დროს დუდა სანაძესა და ფურქან ქორქმაზს შორის მომხდარი ინციდენტის გამოძიება დასრულებულია. კონფლიქტის მონაწილე კალათბურთელების გარდა სანქციები, შესაძლოა, გოგა ბითაძეს, თორნიკე შენგელიასა და ორივე ქვეყნის კალათბურთის ფედერაციას შეეხოს. „2022 წლის 5 სექტემბერს ფიბამ ევრობასკეტზე საქართველოსა და თურქეთის მატჩის დროს მომხდარი ინცინდენტის გამოძიება დაიწყო. საქმის მასალების, მათ...

ესპანეთს ვეღარ მოვერიეთ
ჩანაწერი

ესპანეთს ვეღარ მოვერიეთ

თბილისში მიმდინარე ევროპირველობის A ჯგუფში საქართველოს ნაკრებმა მეორე მარცხი იწვნია. ილიას ზუროსის გუნდმა ამჯერად ესპანეთთან წააგო – 64:90. თანაბარი მხოლოდ პირველი მეოთხედი გამოდგა, რომელიც ჩვენებმა 2 ქულით დათმეს. მას შემდეგ მოყოლებული, სერჯიო სკარიოლის გუნდი მეთოდურად ზრდიდა უპირატესობას და საქმის გამარჯვებამდე მიყვანა არ გასჭირვებია. ჩვენებმა კი, დღეს ვერც შეტევაში ივარგეს და ვერც დაცვაში, აქედან გამომდინარე, 26-ქულიანი...

ოვერმარცხი
ჩანაწერი

ოვერმარცხი

თბილისში საზეიმოდ გახსნილ ევროპის ჩემპიონატს კალათბურთში არცთუ სასიამოვნო დასასრული მოჰყვა – საქართველოს ნაკრებმა უშუალო კონკურენტ ბელგიასთან 76:79 წააგო და ჯგუფიდან გასვლის საქმე გაირთულა. თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში საქართველოს ნაკრები მდევრის როლში იყო, 12 ქულასაც აგებდა, მაგრამ ბოლომდე იბრძოლა და საქმე ოვერტაიმამდე მიიყვანა. ამხანაგური მატჩებისგან განსხვავებით, თითქოს უფრო შეტევაში გვიჭირდა, ვიდრე – დაცვაში. ბევრი იყო დაკარგვა...