1 სექტემბერს თბილისში ევრობასკეტი იხსნება. საქართველოს ნაკრების გარდა, ჩვენი ქვეყნის დედაქალაქში თავს ესპანეთის, თურქეთის, ჩერნოგორიის, ბელგიისა და ბულგარეთის ნაკრებები მოიყრიან. ეს არის ზედიზედ მეხუთე ევროპირველობა, სადაც ჩვენი ეროვნული გუნდი ითამაშებს. პირველად ევრობასკეტზე 2011 წელს მოხვდით. პირველი ჯგუფური ეტაპი მესამე ადგილით დავძლიეთ, მაგრამ მეორე ეტაპზე ყველა მატჩი წავაგეთ და ტურნირს დავემშვიდობეთ. 2013 წელს ჩენი გუნდი ევრობასკეტის...
ჭდე: გოგა ბითაძე
ბერლინზე !!!
მოახლოვებული ევრობასკეტის წინ საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა პრესკონფერენცია გამართა. ბერძენი სპეციალისტი ჟურნალისტების წინაშე გუნდის ამჟამინდელ კაპიტანთან გიორგი შერმადინთან ერთად წარსდგა: „ძალიან გვიხარია, რომ თბილისის ახალ დარბაზში ევრობასკეტის ჯგუფს ვმასპინძლობთ. იმედი გვაქვს, ძალიან კარგი ტურნირი გამოვა. გვინდა ქვეყანა გავახაროთ, კარგად ვითამაშოთ, კარგი შედეგი ვაჩვენოთ და საქართველოს ნაკრები შემდეგ ეტაპზე გავიდეს. ყველას წარმატებას...
საქართველოს ბოლო არ ეყო
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა თორნიკე შენგელიას გარეშე იტალიასთან მაგრად იბრძოლა, მაგრამ ვერაფერს გახდა და 84:91 დამარცხდა. ეს იყო ილიას ზუროსის გუნდის მეორე მატჩი 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე შესარჩევ ეტაპზე. ანგარიშიდანაც ჩანს, რომ შეტევაში კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ისევ ვერაფერი მოვუხერხეთ დაცვას და პერიმეტრს – იტალიელებმა 16 სამქულიანი ჩაგვიგდეს. ვერ მოვიგეთ ფარიც, ბევრი გვქონდა დაკარგვაც. მთლიანობაში კი,...
მზადება დასრულდა, წინ ნიდერლანდებია
24 აგვისტოს, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს, 2023 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში, მორიგი მატჩი ნიდერლანდებთან ელის. თამაში ახალ სპორტის სასახლეში 19:00 საათზე დაიწყება. სატურნირო თვალსაზრისით შეხვედრას საქართველოს ნაკრებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს – გამარჯვების შემთხვევაში, ილიას ზუროსის გუნდი მონდიალისკენ გაიწევს… მე-2 ჯგუფურ ეტაპზე ახლა ასეთი სიტუაციაა: ესპანეთი, იტალია და ისლანდია 3-3 მოგებით ლიდერობენ, შემდეგ მოდის საქართველო (2),...
ცუდი და იმედიანი
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ამხანაგური მატჩი გამართა უნგრეთთან და 88:89 დამარცხდა. ვერ ვიტყვით, რომ დაუმსახურებლად – საქართველომ ცუდად ითამაშა. ეს იყო მსოფლიო ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპისა და ევრობასკეტის მოსამზადებელი პერიოდის ამხანაგური მატჩი. მადიარებთან შეხვედრაში ილიას ზუროსი ბევრს დაინახავდა: – ჩვენები მეტოქეს პერიმეტრზე ვერაფერს უხერხებდნენ… – სათადარიგოთა სკამი მოკლე გვაქვს და ძირითადი დატვირთვა რამდენიმე კალათბურთელზე მოდის… –...
მამუს გარეშე და მაკფადენთან ერთად
სანდრო მამუკელაშვილი საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს სრული დატვირთვით სავარჯიშოდ გუშინ უნდა შეერთებოდა, მაგრამ ოჯახური მიზეზების გამო თბილისში დაბრუნება მოუწია და ნაკრებს საქართველოს დედაქალაქში 7 აგვისტოს დახვდება. 7 აგვისტოს ჩამოვა თბილისში მთლიანად ნაკრებიც, რომელმაც სლოვენიიდან უნგრეთში გადაინაცვლა. ილიას ზუროსის გუნდი ქალაქ კეჩკემეტში 5 და 6 აგვისტოს, იქაურ ნაკრებთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს. გუნდების გადაწყვეტილებით, მეორე შეხვედრა სავარჯიშო...
საქართველოსთვის !!!
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები სლოვენიის დაბა როგლაში ჩავიდა, სადაც 10-დღიან შეკრებას გაივლის. ილიას ზუროსის გუნდი ევრობასკეტსთვისა და მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს. მოსამზადებელ პერიოდში ჩვენები 7 ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ: 4 აგვისტოს საქართველოს ნაკრები უნგრეთში გადაინაცვლებს, სადაც 5 და 6 აგვისტოს მასპინძლებთან ორჯერ ითამაშებს; უნგრეთიდან ნაკრები თბილისში დაბრუნდება, სადაც 11 და 13 აგვისტოს...
ვილის ევროპა და ამერიკა
ვილი ისიანმა ამერიკის კოლეჯების ლიგაში მეოთხე სეზონი დაამთავრა და ახლა ახალი ნაბიჯისთვის ემზადება. 24 წლის და 204 სანტიმეტრი სიმაღლის მძიმე ფორვარდი დღესდღეობით საქართველოშია, აქვე ემზადება და მომავალი კლუბის მოლოდინშია. აი, თავად რა გვითხრა: – ახალი სეზონიდან პროფესიულ კარიერას ვიწყებ. ველი წინადადებებს დაინტერესებული კლუბებისგან და უკან, ამერიკაში დაბრუნება თუ არ გამოვიდა, კარიერას ევროპაში დავრჩები. ევროპაში თამაშის...
ბითაძე სტატისტიკას იუმჯობესებს
კიდევ ოთხი მატჩი და გოგა ბითაძისთვის NBA-ს სეზონი დასრულდება. მისი „ინდიანა“ ფლეი ოფში რომ ვერ ითამაშებს, ისეც ნათელია. ახლა გოგა იმ სტატისტიკა იუმჯობესებს, მცირე სათამაშო დროის მიცემით რომ ჰქონდა არეული. „ინდიანამ“ ამჯერად სტუმრად ბოსტონთან წააგო – 123:128. ეს „პეისერსის“ ზედიზედ მეექვსე მარცხია. ბითაძე კი, კვლავაც „ინდიანას“ სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და პარკეტზე 31.49 წუთი გაატარა. 22...
გოგას ორმაგი
გოგა ბითაძეს ბოლო ორმაგი დუბლი 23 იანვარს ჰქონდა შესრულებული, მაგრამ ამ დილით ეს ხანგრძლივი პაუზა შეწყვიტა. „დენვერ ნაგეტსთან“ მატჩში, ბითაძემ პარკეტზე 33.23 წუთი დაჰყო, რა დროშიც ქართველმა ცენტრმა 17 ქულა, 10 მოხსნა, 3 პასი, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა მიითვალა. გოგამ 9-დან 3 ორქულიანი, 5-დან 2 სამიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. პასივში სამი დაკარგვა...









