საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ამხანაგური მატჩი გამართა უნგრეთთან და 88:89 დამარცხდა. ვერ ვიტყვით, რომ დაუმსახურებლად – საქართველომ ცუდად ითამაშა.ეს იყო მსოფლიო ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპისა და ევრობასკეტის მოსამზადებელი პერიოდის ამხანაგური მატჩი.
მადიარებთან შეხვედრაში ილიას ზუროსი ბევრს დაინახავდა:
– ჩვენები მეტოქეს პერიმეტრზე ვერაფერს უხერხებდნენ…
– სათადარიგოთა სკამი მოკლე გვაქვს და ძირითადი დატვირთვა რამდენიმე კალათბურთელზე მოდის…
– ძალიან ბევრი ბურთი იკარგება საკუთარ ფარზე და მეტოქეს ერთ შეტევაში რამდენიმე მცდელობას ვაძლევთ…
შეტევაში სისწრაფის ნაცვლად ძალიან ზანტად გადავდიოდით და უნგრელებს დაცვის დალაგების საშუალებას ვაძლევდით.
საქართველო მთელი მატჩის მანძილზე აგებდა. უნგრელები მუდმივად წინ იყვნენ და 10-12 ქულასთან ახლოს ბევრჯერ იტრიალეს. ზუროსის გუნდმა მაინც მოახერხა და ორი წუთით ადრე ანგარიში გაათანაბრა. შემდეგ წინ გასასვლელი შეტევაც ჰქონდა, რომელიც თამაშის ბედს საჩვენოდ გადაწყვეტდა, მაგრამ ჩვენებმა სწორედ აქ ვერ ივარგეს.
ისიც უნდა ითქვას, რომ გუნდს აკლდნენ გოგა ბითაძე და სანდრო მამუკელაშვილი. ახალი გამოჯანმრთელებულია თად მაკფადენი, რომელმაც კორონავირუსი გადაიტანა და ისე ვერ გამოიყურებოდა, როგორც ჩვევია. ეს ყველაფერი იმედს გვაძლევს, რომ შესარჩევი თამაშებისთვის და ევრობასკეტისთვის ჩვენი გუნდი უკეთ იქნება მზად. საქართველო და უნგრეთი ერთმანეთს ხვალაც შეხვედიან, მაგრამ მატჩი ორივე გუნდის მოთხოვნით დახურული იქნება.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები21/10/2026 | 21:59ბასილაშვილის მორიგი გამარჯვება
სიახლეები20/10/2026 | 23:21მიქაუტაძემ ენფილდზე ალისონს გაუტანა [VIDEO]
აქეთურ-იქითური19/10/2026 | 17:00ბასილაშვილმა ჩილიჩი დაამარცხა
სიახლეები17/10/2026 | 01:28ოფიციალურად – მარკოიშვილი გალათასარაის მთავარი მწვრთნელია
