ქართველის კალათბურთელი სანდრო მამუკელაშვილი უგუნდოდ არის. მილუოკელებმა „ორლანდოსთან“ მატჩამდე გამოაცხადეს, რომ ქართველ კალათბურთელს დაემშვიდობნენ. გადაწყვეტილება კლუბმა მიიღო, მაგრამ ჩვენებურს გუნდის მოძებნას დაჰპირდნენ. „მოლუოკიმ“ კი „ორლანდო მეჯიკი“, რომლის რიგებშიც გოგა ბითაძე გამოდის, 139:117 დაამარცხა.
ბითაძემ მხოლოდ დასკვნითი წუთები ითამაშა, როდესაც მატჩის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო. ჩვენებურმა პარკეტზე 4.33 წუთი გაატარა, რა დროშიც 3 ქულა და 2 მოხსნა მიითვალა.
გოგამ ორქულიანი და ერთი ჯარიმა ჩააგდო, სამქულიანი კი ააცილა.
ახლა „ორლანდო“ 26 მოგებითა და 37 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა, მომდევნო მატჩი კი 4 მარტს, სტუმრად, „შარლოტ ჰორნეთსთან“ ელოდება.
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები05/11/2026 | 15:31სამი დებიუტანტი სვანაძის გუნდში…
სიახლეები04/11/2026 | 20:22დინამო ფინალშია…
სიახლეები28/10/2026 | 21:38ხვიჩა ისვენებს, თორნიკეს გააქვს…
სიახლეები27/10/2026 | 03:35ოქროს ბურთი კეინს, კვარაცხელია მეექვსეა…
