ნიდერლანდებისა და მაროკოს შეხვედრა პენალტებით მაროკომ მოიგო. აშრაფ ჰაკიმი და მისი თანაგუნდელები მეთექვსმეტედფინალში კანადას შეხვდებიან. რამდენად სანახაობრივი იყო შეხვედრა, რომლის ძირითადი დროც 1:1 დამთავრდა? გემოვნებაზე არ დავობენ, მაგრამ მსოფლიოს სპორტულ მედიაში გამოითქვა აზრი, რომ გულშემატკივარი უკეთეს სანახაობას ელოდა, უპირველეს ყოვლისა ალბათ ჰოლანდიელებისგან. მათმა მეკარემ ბარტ ვერბრუგენმა, რომელიც „ბრაიტონის“ კარს იცავს, რამდენიმე ეპიზოდში თავი გამოიჩინა, მაგრამ...
ჭდე: გერმანიის ნაკრები
ლინეკერი: საფრანგეთი გერმანიას იოლად მოუგებს
მსოფლიოს ჩემპიონატის მეთექვსმეტედფინალში საფრანგეთი შვედეთს, ხოლო გერმანია პარაგვაის ხვდება. თუ ორივენი წარმატებით დაძლევენ ბარიერებს, მათი გზები მერვედფინალში გადაიკვეთება. ინგლისის ნაკრების ვეტერანის, BBC-ს მიმომხილველის გარი ლინეკერის აზრით გერმანელებს ფრანგებთან შანსი არ აქვთ. ფრანგულ „ეკიპთან“ ინტერვიუში მან თქვა: „შეიძლება ვცდები, მაგრამ ვფიქრობ, რომ ახლანდელი გერმანია ერთ-ერთი ყველაზე სუსტია იმ გერმანიებიდან, რომლებიც ცხოვრებაში მინახავს. საფრანგეთი მეოთხედფინალში უპრობლემოდ გავა....
ქარხნის მუშის გაბრწყინება
დიდი ხანი არ არის მას მერე, რაც გერმანიის ნაკრების მწვრთნელი იულიან ნაგელსმანი მას საჯაროდ აკრიტიკებდა, მაგრამ ეთნიკურად იეზიდი დენიზ უნდავი მაინც მსოფლიოს ჩემპიონატზეა და ამტკიცებს, რომ გუნდისთვის მნიშვნელოვან ფიგურას წარმოადგენს. მან კოტ დ’ივუარის ნაკრების კარში ორი გოლი გაიტანა, ჩამორჩენა შემოატრიალა და „ბუნდესმანშაფტი“ ფლეი-ოფის სტადიაზე გაიყვანა. შეგახსენებთ, რომ გერმანელები ბოლო ორ მუნდიალზე, 2018 და 2022 წლებში...
გარდაიცვალა მსოფლიოს ჩემპიონი
67 წლის ასაკში გარდაიცვალა გერმანელი მსოფლიოს ჩემპიონი ფრანკ მილი. მაისის ბოლოს მას მილანის აეროპორტთან, მანაქანში გულის შეტევა მოუვიდა. ვეტერანი თავდამსხმელი იტალიაში 1990 წლის მუნდიალზე დოკუმენტურ ფილმში მონაწილეობის მისაღებად იმყოფებოდა. გერმანელთათვის ტრიუმფალური მოფლიოს ჩემპიონატიდან 35 წელი გავიდა. მილანში მილს სასწრაფო დახმარების ბრიგადამ უშველა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მაშინ მისმა გულმა რამდენიმე წუთით შეწყვიტა ცემა. ბოლო ორი თვის...
კაპიტანი კიმიხი
მას შემდეგ, რაც ილქაი გიუნდოგანმა სანაკრებო კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო, გერმანიის ნაკრების დღის წესრიგში ახალი კაპიტნის არჩევის საკითხი დადგა. ბუნდესგუნდმა ერთა ლიგის ახალი სეზონისთვის შეკრება დაიწყო და ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგლესმანმა ახალი კაპიტნის ვინაობაც დაასახელა – ამიერიდან ბუნდესგუნდს მიუნხენის „ბაიერნის“ ლიდერი, იოზუა კიმიხი უკაპიტნებს. კიმიხი აქამდე ბუნდესგუნდის (რომლის შემადგენლობაშიც 91 მატჩი აქვს ჩატარებული) ვიცე-კაპიტანი...
ნაგელსმანის ახალი გერმანია
გერმანიის ნაკრები ერთა ლიგსის ახალ სეზონს უნგრეთთან და ნიდერლანდებთან მატჩით იწყებს. ბუნდესგუნდი 7 სექტემბერს საკუთრ მოედანზე უნგრეთშ დაუპირისპირდება, 10 სექტემბერს კი ნიდერლანდებთნ გასვლით მატჩს ჩაატარებს. ამ შეხვედრებისთვის გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა შემადგენლობა დასახელა. აღსანიშნავია, რომ გერმანიის ნაკრები ახალ სეზონს გადახალსიებული და განახლებული შემადგენლობით ხვდება. მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ სანაკრებო კარიერა დაასრულეს ტონი კროოსმა,...
კროოსმა პედრის ბოდიში მოუხადა
ტონი კროოსმა ბოდიში მოუხადა პედრის ევრო 2024-ის მეოთხედფინალში მიყენებული ტრავმის გამო. ამ ტრავმამ 21 წლის ესპანელი ნახევარმცველი შეჯიბრებას გამოთიშა. 34 წლის გერმანელმა ვარსკვლავმა მას სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა და უთხრა, რომ განზრახ არ დაუზიანებია. „ბოდიშს ვიხდი და იმედი მაქვს, რომ პედრი მალე გამოჯანმრთელდება, — დაწერა ვეტერანმა გამოსათხოვარ წერილში, რომლითაც კარიერაში ბოლო თამაშის შემდეგ გულშემატკივარს და ზოგადად...
ჰიულმანდი: გამოსახულება ტელეფონში მაქვს
დანიის ნაკრების მწვრთნელი კასპერ ჰიულმანდი ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში მსაჯობით სასტიკად უკმაყოფილო დარჩა. ის აღაშფოთა VAR-ის ორმა გადაწყვეტილებამ რომლებიც მეტოქის, გერმანიის ეროვნული გუნდის სასარგებლო გამოდგა. ჰიულმანდმა თქვა: „იძულებული ვარ გერმანელებს მივულოცო, მაგრამ შედეგი VAR-ის ორმა გადაწყვეტილებამ განაპირობა. გამოსახულება ტელეფონში მაქვს. ჩვენი გოლი სანტიმეტრიანი ოფსაიდის გამო გააუქმეს. ზოგადად VAR-ის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ მისი მუშაობის პრონციპი სასწრაფოდ...
ფულკრუგი: ვფიქრობ, უკვე ვაჩვენეთ, რა შეგვიძლია
გერმანიის ნაკრების თავდამსხმელმა ნიკლას ფულკრუგმა ევრო 2024 ჯგუფური ეტაპის შვეიცარიასთან (1:1) მე-3 ტურის მატჩის შედეგზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ფორვარდმა შვეიცარიელებს გოლი 90+2-ე წუთზე გაუტანა. „ეს არის შესანიშნავი მომენტი ჩვენთვის, როგორც გუნდისთვის, რომელიც შეიძლება გადამწყვეტი გახდეს. ეს არ იყო ფლეი-ოფის თამაში. როგორც წესი, ადვილი მოწინააღმდეგეები არ არსებობენ. მაგრამ თუ გინდა გახდე ევროპის ჩემპიონი, უნდა დაამარცხო მართლა...
მიუნხენში ნანახი ევროვიზიას ჰგავდა
ინგლისელებმა ოღონდ ვინმეს დაცინონ და… თუმცა, ვინ იცის, იქნებ მართლებიც იყვნენ. წუხელ გერმანიაში ევრო-2024 გაიხსნა და „სანმა” ასე დაწერა: „რა სჯობს მსოფლიოს დიდი სპორტული შეჯიბრების გახსნის ექსტრავაგანტურ ცერემონიალს, ოღონდ თუ ისეთი არ არის, როგორსაც მიუნხენში ვუყურეთ — გულშემატკივრები მასპინძლებისა და შოტლანდიის ნაკრებთა შეხვედრის წინ გამართული შოუს დროს ტელევიზორს ხმას ურთავდნენ. ევრო 2024-ის ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს ვარსკვლავი...









