კვირას, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი სამხრეთ ტიროლში ეროვნული ნაკრების ბანაკს ესტუმრა. სიზუსტის მოყვარული გერმანელები წერენ, რომ სახელმწიფოს მეთაური აპიანოში, ხუთვარსკვლავიან სასტუმრო „ვაინეგში” 18 საათსა და 09 წუთზე მივიდა. ტიროლში მზიანი დარი იდგა. ანგელა მერკელმა ფეხბურთელებთან ერთად ისადილა და ფოტო გადაიღო. 21 საათსა და 12 წუთზე კანცლერი შუშამუქ ავტომობილში ჩაჯდა და საწვრთნელი ცენტრი დატოვა. გერმანიის საფეხბურთო...
ჭდე: გერმანიის ნაკრები
გერმანიის ოპტიმისტური წაგება
გერმანიამ ავსტრიასთან 32 წელიწადში პირველად წააგო — 1:2. არადა აქამდე ფრეზეც კი არ იყო ლაპარაკი, ზედიზედ 9 მოგებული ჰქონდა. კიდევ, მსოფლიოს ჩემპიონს აგერ უკვე ხუთი თამაშია არ მოუგია, ასეთი რამ კი 1987-88 წლების შემდეგ არ მომხდარა. შემდეგ პარასკევს, იოაჰიმ ლიოვის გუნდი რუსეთში გამგზავრების წინ საუდის არაბეთს შეხვდება და სტატისტიკას ალბათ გამოასწორებს. დამარცხების მიუხედავად გერმანელებმა ავსტრიელებთან...
ბუნდესსექსი აკრძალულია
იოახიმ ლიოვმა მსოფლიოს ჩემპიონატის დღეებში გერმანიის ნაკრების ფეხბურთელებს სექსი აუკრძალა. მწვრთნელს აგრეთვე არ უნდა, რომ მისმა მოთამაშეებმა რუსეთში ყოფნის პერიოდში სოციალურ ქსელებში იაქტიურონ. თითო ჭიქა ღვინო ან კათხა ლუდი? ეს კი ბატონო. ლიოვი ძილის წინ გადაკვრას მხოლოდ მიესალმება. ცხადია, ცოტაზე ლაპარაკი. მსოფლიოს ჩემპიონთა თავკაცმა თავისი სურვილები და ბრძანებები ძალიან მკაფიოდ ჩამოაყალიბა. მან თქვა: გუნდი ეგოზე...
ყველაზე კროოსი
დაპატარავდა მსოფლიო: „რეალმა” ჩემპიონთა ლიგა მოიგო და გერმანულ ფეხბურთში რეკორდი შეიცვალა. მადრიდელთა 28 წლის ნახევარმცველი, ზუსტი პასების დიდოსტატი ტონი კროოსი ჩემპიონთა თასის ოთხგზის მფლობელი გახდა და ამ შედეგით სამშობლოში ისეთ ლეგენდებს გადაასწრო, როგორებიც იყვნენ ფრანც ბეკენბაუერი, გერდ მიულერი და ული ჰიონესი — ტრიო, რომელმაც 1970-იან წლებში „ბაიერნის” შემადგენლობაში სამჯერ მოიგო ევროპის ყველაზე პრესტიჟული ჯილდო. ეს...
გეგონება იდიოტები იყვნენ
იოაჰიმ ლიოვმა სანდრო ვაგნერის საქციელი უპასუხოდ არ დატოვა. შეგახსენებთ, რომ ლიოვმა შეადგინა მსოფლიოს ჩემპიონატზე წასაყვან გერმანელ ფეხბურთელთა სია, რომელშიც ბავარიელისთვის ადგილი არ მოიძებნა, რაზეც ვაგნერი გაბრაზდა და თქვა: „ჩემთვის ნათელია, რომ გერმანიის ნაკრების მწვრთნელებს არ ვუნდივართ, რადგან ღია, პატიოსანი და სიმართლის პირში მთქმელი კაცი ვარ”. გარდა ამისა 30 წლის თავდამსხმელი ნაკრებს დაემშვიდობა, მანდ მეტად აღარ ვითამაშებო....
გერმანიის ნაკრებში პატიოსანი კაცი არ სჭირდებათ
არ გინდივართ და მეც არ მჭირდებითო, — ასე გამოუვიდა „ბაიერნის” 30 წლის თავდამსხმელ სანდრო ვაგნერს, როდესაც შეიტყო, რომ იოაჰიმ ლიოვმა მსოფლიოს ჩემპიონატზე წამსვლელთა სიაში არ შეიყვანა. ლიოვის მიერ სარუსეთო სიის გამოცხადების მეორე დღეს ვაგნერმა განაცხადა, რომ გერმანიის ნაკრებში თამაშს თავს ანებებს. სხვა სიტყვებით, ის ბუნდესმანშაფტს მსოფლიოს ჩემპიონატის მერეც აღარ დაეხმარება. შეგახსენებთ, რომ გერმანელ გულშემატკივარს ყველაზე...
რა უნდათ გიოტცეს და შურლეს ნაკრებში?
გერმანელმა მსოფლიოს ჩემპიონმა, „იუვენტუსის” ნახევარმცველმა სამი ხედირამ მონდიალზე წასაყვანი 23 კაცის შერჩევისა და ამ სიაში მოხვედრის სირთულეებზე ილაპარაკა. „ამოცანა მხოლოდ 23 საუკეთესო მოთამაშის შერჩევა კი არ არის, ასევე მნიშვნელოვანია ერთმანეთს მათი ხასიათები და ამპლუები შეუხამო. დღეს გერმანელებს შეგვიძლია მაღალი დონის ფეხბურთელების ფართო სია ჩამოვწეროთ, მაგრამ ამ სიიდან რამდენიმე ღირსეულს ბოლოს აუცილებლად დაწყდება გული. ოთხი წელიწადი ფეხბურთში...
ადრე ცემეს, ახლა ესროლეს
წერილი, რომელიც „დოიჩე ველეს” საიტზე გამოქვეყნდა, გერმანული ფეხბურთის ერთ დროს ამომავალი ვარსკვლავის, წარმოშობით ქურთი დენიზ ნაკის შესახებაა. ორშაბათს, 28 წლის ნაკის A4 ტრასაზე ტყვია ესროლეს. მან, რაღაც ბედად დახრა და მანქანის საავარიო ზოლზე შეყვანა მოახერხა. პოლიცია ამბობს, რომ ფეხბურთელი უსაფრთხო ადგილას არის გადამალული. ფრაზა „ამომავალი ვარსკვლავი” გადაჭარბებად რომ არ გეჩვენოთ გეტყვით, რომ ათიოდ წლის წინ...
მე ვარ სანე!
დღეს, 21 წლის ლეროი სანე გერმანიის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია. შარშან, აგვისტოში ის „სიტიმ“ 55 მილიონ ევროდ შეიძინა „შალკედან“. წლეულს კი, სანე ლამის საუკეთესო გახდა გუნდში. ფრანგულმა „ფრანს ფუტბოლმა“ მას ვრცელი ინტერვიუ ჩამოართვა. ჩვენი მკითხველისთვის უფრო საინტერესო რომ ყოფილიყო, ცოტა შევამოკლეთ უნიჭიერესი ყმაწვილის ნაუბარი და ესეც ვიფიქრეთ: რაოდენი პოზიტივი და პროფესიონალიზმი გამოსჭვივის მის საქმისადმი და საერთოდ,...








