გერმანიის ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი, იულიან ნაგელსმანი ახალ პოსტზე დებიუტისთვის ემზადება. გერმანიის ნაკრები ამერიკულ ტურნეში მიემგზავრება, სადაც ორ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატერებს – 14 ოქტომბერს აშშ-ის ნაკრებს დაუპირისპირდება, 18-ში კი მექსიკას. ამ მატჩებისთვის იულიან ნაგელსმანმა 26-კაციანი განაცხადი გამოაქვეყნა, აღსანიშნავია, რომ მწვრთნელმა „ბუნდესგუნდში“ დააბრუნა მატს ჰუმელსი, რომელსაც ნაკრებში ევრო 2020-ის შემდეგ აღარ უთამაშია, ვეტერანებიდან ნაგელსმაის სიაშია თომას...
ჭდე: გერმანიის ნაკრები
დამნიშნეთ, ნაკრებს მე ვჭირდები…
ჰანსი ფლიკის გათვისუფლების შემდეგ, გერმანიის ნაკრების მთვარი მწვრთნელის პოსტი ვაკანტურია, მაგრამ გერმანული მედიის მტკიცებით, ამ პოსტის დაკავების ყველაზე რეალური კანდიდატი, 36 წლის იულიან ნაგელსმანია. ბუნდესგუნდში მუშობის სურვილი 70 წლის ფელიქს მაგათმა გამოთქვა, ამის შესახებ მან NDR.de-ს ეთერში ისაუბრა და განაცხადა, რომ გერმანიის ნაკრებს ამ ღრმა კრიზისიდან გამოსასვლელად ზუსტად მისი მსგავსი მწვრთნელი სჭირდება: „არ ვიცი რა...
ფლიკი გაუშვეს
გერმანიის საფეხბურთო კავშირმა ნაკრების მწვრთნელის პოსტიდან ჰანსი ფლიკი დაითხოვა. შეგახსენებთ, რომ 9 სექტემბერს, გერმანიის ნაკრები საკუთარ მოედანზე იაპონიასთან 1:4 დამარცხდა. ბოლო პერდიოდში კი ფლიკის ხელმძღვანელობით „ბუნდესგუნდს“ კატასტროფული შედეგები ჰქონდა – ბოლო 5 თამაშიდან 4 წაგება და 1 ფრე. გერმანელებმა ბოლოს 2023 წლის 25 მარტს პერუს ნაკრებს მოუგეს ამხანაგური. გერმანიის საფეხბურთო კავშირის გადაწყვეტილებით, უახლოეს ამხანაგურ შეხვედრაში...
სად არის სანე?
გერმანიის ნაკრების მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა პერუსა (25 მარტი) და ბელგიასთან (28 მარტი) ამხანაგური მატჩებისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა. აღსანიშნავია, რომ მწვრთნელის რჩეულთა შორის ვერ მოხვდა რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელი, მაგრამ ფლიკის ეს გადაწვეტილება ადრევე ცნობილი იყო. მათთან შედარებით, მოულოდნელი იყო ლეროი სანეს ნაკრებს მიღმა დატოვება, თუმცა ბოლო პერიოდში სანეს „ბაიერნის“ ძირითად შემადგენლობაშიც უჭირს მოხვედრა. გერმანიის ნაკრების შემადგენლობა...
ფლიკი დარჩება
გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი თანამდებობაზე რჩება და ნაკრებს ევროპის 2024 წლის ჩემპიონატისთვის მოამზადებს, რომელიც გერმანიაში გაიმართება. ფრანკფურტში შეხვედრა გაიმართა გერმანიის საფეხბურთო კავშირის პრეზდენ ბერნდ ნოიენდორფს, გერმანიის საფეხბურთო ლიგის სამეთვალყურეო საბჭოს ვიცე-პრეზიდენტ ჰანს-იოახიმ ვიცკესა და ჰანსი ფლიკს შორის, რომელზეც იმსჯელეს ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრების ფიასკოზე. აღნიშნული შეხვედრა ფლიკმა კომენტარის გარეშე დატოვა. დეტალებზე მხოლოდ საფებურთო კავშირის...
კაი ჰავერცის ცუდი ფოტო
კაი ჰავერცი იძულებული იყო ორგანიზატორებისთვის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო გამოერთმია და კამერების წინ ეპოზიორა, რამაც გამწარებულ გერმანელ გულშემატკივრებში ვნებათაღელვა გამოიწვია. „ჩელსის” თავდამსხმელმა კოსტა რიკას ორი გოლი გაუტანა. გერმანიამ 4:2 გაიმარჯვა, მაგრამ მაინც ჯგუფში ჩარჩა. 23 წლის ვარსკვლავსა და მის თანაგუნდელებს ჯგუფური ეტაპის შემდეგ შინ გამგზავრება უწევთ. E ჯგუფიდან, რომელშიც ისინი გამოდიოდნენ, მერვედფინალში იაპონია და ესპანეთი...
მიულერის სიტყვა გამოსათხოვარს ჰგავდა
აგერ უკვე ზედიზედ მეორე მსოფლიოს ჩემპიონატია, რაც გერმანიის ნაკრები ჯგუფში რჩება. კოსტა რიკასთან 4:2 მწარე და ამაო გამარჯვების შემდეგ ვეტერანმა თომას მიულერმა განაცხადა, რომ ეროვნული გუნდიდან (სავარაუდოდ) მიდის. როგორც ჩანს მან „ბუნდესმანშაფტში” თორმეტწლიანი კარიერა დაასრულა. „ეს ნამდვილი კატასტროფა იყო, — თქვა მიულერმა ARD-ს მიკროფონების წინ, — არ ვიცი როგორ უნდა გავაგრძელო ამის შემდეგ ნაკრებში თამაში....
გერმანიამ იტალიასთან გაილაღა
ერთა ლიგის A დივიზიონის მე-3 ჯგუფში გერმანიამ იტალია შთამბეჭდავად დაამარცხა 5:2. გერმანელებმა გულშემატკივარს შემტევი ფეხბურთით მოაწონეს თავი. ეს იყო ბუნდესმანშაფტის პირველი გამარჯვება ამ შეჯიბრებაში სამი ფრის შემდეგ. გერმანიას ჰანსი ფლიკის ხელმძღვანელობით ოთხი თამაში არ ჰქონდა მოგებული, მაგრამ ახლა ეს პერიოდი დასრულდა, თან ეფექტურად. მასპინძელთაგან გოლები გაიტანეს იოზუა კიმიხმა, ილქაი გუინდოგანმა, თომას მიულერმა და ბოლო ორი...
ინგლისმა ქულა მოინადირა
ერთა ლიგის A დივიზიონის მე-3 ჯგუფში, ინგლისმა გერმანიასთან სტუმრად ფრედ, 1:1 ითამაშა. ანგარიში მასპინძლებმა 50-ე წუთზე გახსნეს. გოლი მიონხენგლადბახის „ბორუსიას” ნახევარმცველმა იონას ჰოფმანმა გაიტანა, მაგრამ 88-ე წუთზე „ტოტენჰემ ჰოთსპურის” თავდამსხმელმა ჰარი კეინმა პენალტით გაქვითა. უმეტესი დროის განმავლობაში უპირატესობას გერმანელები ფლობდნენ, თუმცა თამაშის მიწურულს „ფრაიბურგის” მცველმა ნიკო შლოტერბეკმა კეინი წააქცია. ესპანელმა მსაჯმა კარლოს დელ სერომ გუნდებს...
გერმანია უკვე ყატარშია
გერმანიამ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. საამისოდ მან საქართველოს ნაკრებისთვის მწარედ მოსაგონარ ჩრდილოეთ მაკედონიის გუნდს სტუმრად 4:0 მოუგო. ანგარიში 50-ე წუთზე კაი ჰავერცმა გახსნა, რასაც 20 წუთში, მისმა თანაგუნდელმა ნაკრებსა და ჩელსიში ტიმო ვერნერმა მეორე გოლი მიაყოლა. ამ გოლიდან გავიდა კიდევ 3 წუთი და ვერნერმა ერთხელაც გამოიჩინა თავი, მეოთხე გოლი კი 83-ე წუთზე ჯამალ...









