ბარსელონელმა ბრაზილიელმა რაფინიამ გიორგი ქოჩორაშვილის „სევილიასთან“ ჰეთ-თრიკი შეასრულა – 3:1. მატჩი სევილიაში „ესტადიო რამონ სანჩეს პისხუანზე“ გაიმართა. რაფინიამ გოლები შეაგდო 22-ე, 52-ე და 69-ე წუთებზე. პირველ ეპიზოდში მას ასისტენტობა დანიელმა მცველმა ანდრეას კრისტენსენმა გაუწია, მომდევნო ორი გოლი კი ლამინ იამალის პასებით შეაგდო. ამრიგად რაფინიას მიერ მიმდინარე სეზონში გატანილი გოლების რაოდენობა 12-მდე გაიზარდა. თამაშამდე „ბარსელონას“ სპორტულმა...
ჭდე: ბარსელონა
ფლიკი გააფრთხილეს: არც ერთი სიტყვა მოურინიუზე!
ჟოზე მოურინიუს „რეალის“ სათავეში დაბრუნება „ბარსელონაში“ უყურადღებოდ ვერ ჩაივლიდა. კატალონიაში კარგად იციან, რომ პორტუგალიელი ეგრეთწოდებული მედია-ომების დიდოსტატია, მეტოქის წყობიდან გამოყვანა ეხერხება და თავიანთ გერმანელ მწვრთნელს ჰანსი ფლიკს შესაბამისი ინსტრუქტაჟი ჩაუტარეს. ფლიკს „ბარსას“ სათავეში კარგი სტარტი ჰქონდა და გულშემატკივრების აზრით დასანანი იქნება „განსაკუთრებულის“ განსაკუთრებულ ხრიკებს თუ წამოეგება. გაზეთი „სპორტი“ წერს, რომ „ბარსელონას“ ოფისში ფლიკი საგანგებოდ გააფრთხილეს....
ორი შესაძლო ქართული დერბი
გნებავთ კლასიკო დაარქვით, გნებავთ შურისძიების მატჩი ან კიდევ სხვა რამ, მაგრამ ფაქტია, ჩემპიონთა ლიგის 2026-27 წლების გათამაშების წილისყრამ ბოლო ორი სეზონის გამარჯვებული „პარი სენ ჟერმენი“ კვლავ „ბარსელონას“ შეახვედრა. „ბარსელონა“ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო, ისტორიული კლუბია. ჩვენ მას უდიდეს პატივს ვცემთ. ჩვენს შორის დაპირისპირება დიდი მატჩი იქნება როგორც მათთვის ასევე ჩვენთვის და მთელი მსოფლიოსთვის. დიდი მღელვარებით ველის...
დეკუ: როდრი რეალის ჯიბრზე არ გვიყიდია
„ბარსელონამ“ „ალ აჰლისთან“ ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა და 2:1 მოიგო. ჰამზა აბდელქარიმისა და რაფინიას (პანალტი) გოლებით პირველ ტაიმში ესპანეთის ჩემპიონი დაწინაურდა, მეორეში კი ზიზომ სხვაობა შეამცირა. 90-ე წუთზე ბარსელონელთაგან ენტონი გორდონმა ვერ გაიტანა თერთმეტმეტრიანი. საინტერესოა, რომ სამი გოლიდან ორი ეგვიპტელებმა შეაგდეს – აბდელქარიმი და ზიზო „ფარაონები“ არიან. ბარსელონელი 18 წლისაა, ხოლო კაიროელი ოცდაათის. ორივე თავდამსხმელია. მატჩის...
სპორტი: მადლობას შენ უნდა უხდიდე ბარსელონას
ფრანგულ მედიაში იწერება, რომ მსოფლიოს ჩემპიონი, მუნდიალის ფინალში ერთადერთი გოლის ავტორი ფერან ტორესი „პარი სენ ჟერმენში“ გადავა. მას ერთ წელიწადში „ბარსელონასთან“ კონტრაქტი ეწურება. იმავეს იმეორებს კატალონურ პრესაც. იქ ამბობენ, რომ ტორესი ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ ორგზის გამარჯვებულს დღე დღეზე დათანხმდება და მეტიც, ერთი სული აქვს როდის გააფორმებს პარიზელებთან კონტრაქტს. გრაფიკის თანახმად თავდამსხმელი „ბარსელონას“ ვარჯიშებს 12 აგვისტოს...
ბარსელონა ატლეტიკოს უტევს
„ბარსელონა“ 26 წლის ხულიან ალვარესის გადაბირებაზე მუშაობს. კატალონიური კლუბი ტრანსფერის ხორცშესასხმელად არგენტინელი ფეხბურთელის აგენტებთან ერთად ეძებდა გამოსავალს და როგორც საიტი eldesmarque წერს, მიზანს ფაქტობრივად მიაღწია. „ბარსას“ სპორტული დირექტორი დეკუ მადრიდში ჩავიდა და უახლოეს საათებში გამართავს მოლაპარაკებას. ეს მოლაპარაკება შესაძლოა გადამწყვეტიც აღმოჩნდეს. eldesmarque-ს ინფორმაციით შეხვედრა დეკუსა და არგენტინელი თავდამსხმელის აგენტებს შორის ბარსელონაში უნდა გამართულიყო, მაგრამ მიზეზთა...
ნუთუ ჰოლანდიელმა ექიმებმა ტყუილი თქვეს?
„ბარსელონა“ სეზონს ფრენკი დე იონგის გარეშე დაიწყებს. მას მარჯვენა მუხლის მყესის ტრავმა აქვს და რამდენიმე კვირის განმავლობაში მკურნალობა მოუწევს. „ფრენკი დე იონგს ჩაუტარდა გამოკვლევა და დადასტურდა, რომ მარჯვენა მუხლზე მყესი აქვს გაწყვეტილი“, – დაწერა ესპანეთის ჩემპიონმა სოციალურ ქსელში. მისი თქმით ნიდერლანდელი ფეხბურთელი მომდევნო კვირების განმავლობაში მკურნალობას ექიმების ზედამხედველობის ქვეშ განაგრძობს, თუმცა ზედამხედველობის სიმკაცრე მის ჯანმრთელობასა...
იამალმა, შარშან ბავშვი ვიყავიო
„ბარსელონას“ და ესპანეთის ნაკრების ვარსკვლავმა ლამინ იამალმა იუთუბზე დადო ვიდეო, სადაც ის ამბობს, რომ 2025 წელს „ოქროს ბურთის“ მოგებაში ეჭვი არ ეპარებოდა და იმ ფაქტმა, რომ ჯილდო სხვას ერგო ის როგორც პიროვნება გააძლიერა. მოგეხსენებათ, „ფრანს ფუტბოლის“ გამოკითხვით გასული წლის საუკეთესო ფეხბურთელი „პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელი ოსმან დემბელე გახდა. „გულწრფელად გეტყვით, იმ დღეს „ოქროს ბურთის“ მოგებაზე...
კლუივერტთა შორის უკლუივერტესი
კლუივერტებისთვის ფეხბურთი ოჯახური საქმეა. მამამ, პატრიკმა, როგორც დიდებულმა თავდამსხმელმა ისტორიას დააჩნია კვალი. ის განსაკუთრებით „აიაქსსა“ და „ბარსელონაში“ ბრწყინავდა; ამ ორი კლუბის გარდა თამაშობდა „მილანში“, „ნიუკასლ იუნაიტედში“, „ვალენსიაში“, პსვ-სა და „ლილში“. მის უფროს შვილებს ჯასტინსა და რუბენს ევროპულ ფეხბურთში კარგი კარიერა აქვთ. ჯასტინი პრემიერლიგური „ბორნმუთის“ გარემარბია, რუბენი კი ლიგა 1-ის „ლიონის“ განაპირა მცველი, მაგრამ ოჯახში არის...
ალვარესის ამბავი გრძელდება
რამდენიმე დღეა, რაც „ბარსელონას“ „ატლეტიკოსგან“ არგენტინელი თავდამსხმელის ხულიან ალვარესის ყიდვის იმედი კვლავ გაუღვივდა. საქმე ის არის, რომ ალვარესმა „მატრასების მკერავებთან“ ახალი კონტრაქტის დადებაზე უარი თქვა, რაც კატალონიაში სასიკეთოდ საქმედ მიიჩნიეს. ესპანური პრესის ცნობით თავად „ატლეტიკოსაც“ დაეტყო, რომ გასულ სეზონში 49 შეხვედრაში 20 გოლის გამტანი არგენტინელის გაყიდვაზე უარს არ იტყვის, თუმცა ამას მხოლოდ თავის პირობებზე დაუშვებს....









