სახუმარო ამბავია? სპორტის ოლიმპიურ სახეობებში ორად ორი გუნდი გვყავს, ევროპის ჩემპიონატების ფინალურ ეტაპებს რომ გაუშინაურდნენ და თუ კალათბურთელები ქომაგთა ყურადღების დეფიციტს არ განიცდიან, წყალბურთელები ჩვენი სპორტის გერის როლში არიან. არადა, ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისკენ სავალ გზაზე ბოლო წინაღობა ისრაელის ეროვნული გუნდი იყო. აღთქმული მიწის წარმომადგენლებთან პირველივე შეხვედრამ (12:1) ყველა კითხვას გასცა პასუხი, თუმც საპასუხო შეხვედრაც...
კატეგორია: კატეგორიის გარეშე
ბოლო წუთის კორიდა
მესამე შეხვედრა და მესამე გამარჯვება – თითქოს, მეტი რა უნდოდეს ქომაგს? განსაკუთრებით ფეერიული ბოლო წუთის ფონზე, როცა გიორგი მელიქიძემ მხრებზე ჩამოკონწიალებული ნახევარი ესპანეთი შეითრია ლელოში. კამერამ მალევე დაიჭირა მისი გამოხედვა: დაღლილი, კმაყოფილი, მაგრამ ისევ საომრად ანთებული თვალებით. ასეთები წაგებას ვერ ეგუებიან. კიდევ ერთი ნიშანდობლივი ეპიზოდი რამდენიმე წუთით ადრე მოხდა, ესპანელთა მიძალებით გაბრაზებულმა დავით კაჭარავამ ბურთიანი...
ხელები შორს ანტონიო კონტესგან
პეპ გვარდიოლა ანტონიო კონტეს გამოესარჩლა — არადა ხვალ „მანჩესტერ სიტი” „ჩელსის” მასპინძლობს. ლონდონელებისთვის სამკვდრო-საციცოცხლო თამაშია. წაგების შემთხვევაში მათი ოთხეულში შესვლა ძალიან სათუო გახდება. მნიშვნელოვნად გაიზრდება ზეწოლა კონტეზეც. იტალიელს ზაფხულში სავარაუდოდ მოხსნიან. „არასდროს მესმის იმ მწვრთნელების, რომლებიც კოლეგებს აკრიტიკებენ, — თქვა გვარდიოლამ, — როდესაც მდგომარეობა ცუდდება, ჩვენ ყველანი მარტონი ვრჩებით. ამიტომაც, როგორც კი შესაძლებლობა მეძლევა, ვცდილობ...
ლევან ყენია მწვრთნელობას აპირებს
წელიწადნახევარი გავიდა მას შემდეგ, რაც ლევან ყენიამ ბოლოს ჩეხეთის „სლავიაში“ ითამაშა, 2016 წლის აგვისტოს… ფეხბურთელი, რომელიც 17 წლის ასაკში უკვე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი იყო, მუდმივად ტრავმებს ებრძვის. იყო დრო, „შალკეში“ ყენიას რაკიტიჩი სკამზე ჰყავდა გადასმული, ხორვატმა ჩვენიანთან კონკურენციას ვერ გაუძლო და მწვრთნელი ფელიქს მაგათი, ახლა ბარსელონელ ნახევარმცველს მოედანს არ აკარებდა. ჯერ ყენია იყო, მერე რაკიტიჩი…...
იდგნენ და სციოდათ
ინგლისში თოვს, ცივა, ტრასებზე საცობებია. მსაჯის დამატებული უმოქმედობის წუთებიღა აკლდა „ტოტენჰემის” გულშემატკივარს. „უემბლიზე” ხალხმა ღრიანცელი მორთო: „როჩდეილთან” განმეორებითი სათასო შეხვედრის (6:1) პირველ ტაიმში, მეტიც — 25 წუთში, მსაჯმა პოლ ტიერნიმ ოთხჯერ შეაჩერა თამაში, რათა თავისი გადაწყვეტილების სისწორე ვიდეორეფერისთან შეემოწმებინა. ასეთ დროს ტელემაყურებელი კიდევ ერთობა, ტრიბუნაზე კი მოსაწყენი პაუზაა. „სფურზის” არგენტინელი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინიო გაბრაზდა: „ეტყობა...
ბრატისლავაში ალგებრა წაიკითხეს
ბრატისლავაში გუშინ გამართულ უეფას კონგრესზე ჩემპიონთა და უეფას ევროპის ლიგის მომავალი სეზონის ფორმატი დაამტკიცეს. მთავარი სიახლე ის გახლავთ, რომ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპებიდან გავარდნილი ყველა გუნდი უეფას ევროპის ლიგის საკვალიფიკაციოში გადაინაცვლებს. გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგაში საკამათო ეპიზოდებში ვიდეო რეფერის არ გამოიყენებენ. ჩემპიონთა ლიგა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირდაპირ მოხვდება 26 გუნდი (აქამდე 22 იყო )....
შემოუშვით მეოთხე
წლიდან წლამდე ფეხბურთში დატვირთვები იზრდება. ამას ისიც ემატება, რომ მაქსიმალურად იტვირთება კალენდარი და ტოპ-ფეხბურთელებს ხშირად კვირაში სამი სრული მატჩის გამართვა უწევთ. შედეგი სამწუხაროა. მოხშირებული ტრავმიანობა იქით იყოს და ბოლო წლებში ვარჯიშებზე ან სულაც მატჩის მსვლელობისას საღსალამათი სპორტსმენების გარდაცვალების ფაქტებმაც კატასტროფული ხასიათი მიიღო. ბოლო ორი წლის განმავლობაში უეფა ჭაბუკთა და ახალგაზრდულ პირველობებზე მეოთხე შეცვლის ექსპერიმენტს ატარებდა....
ეს ერთი! დანარჩენიც იქნება!
ინგლისში „კარაბაოს” ანუ „ლიგის თასი” „მანჩესტერ სიტიმ” მოიგო. პეპ გვარდიოლას გუნდმა ფინალში „არსენალი” გადათელა — 3:0. ეს გახლდათ კატალონიელი მწვრთნელის პირველი ჯილდო „ქალაქელთა” თავკაცის რანგში. მოგვიანებით „სიტის” ბელგიელმა ნახევარმცველმა კევინ დე ბრუინმა თავის „ტვიტერზე” დაწერა: „ეს ერთი! დანარჩენიც იქნება!” „არსენალის” თამაშმა ინგლისური ტაბლოიდები ხუმრობის ხასიათზე დააყენა. ზოგმა „მეთოფეთა” დაცვას კომიკური უწოდა, „სანმა” კი შეხვედრის აღსაწერად...
ოპერაცია ტუალეტის ქაღალდი
საბერძნეთში ლიდერთა შეხვედრა გადაიდო. მიზეზი: ტუალეტის ქაღალდი. „პაოკი” „ოლიმპიაკოსს” მასპინძლობდა. სუპერლიგის ცხრილში გუნდებს შორის ორი ქულაა. „პაოკს” რომ მოეგო, მდევარს ხუთი ქულით გაექცეოდა და თან ჩემპიონთა ლიგაში მონაწილეობის უფლებას დაიბევებდა, მაგრამ თამაში ჩაიშალა. მატჩის დაწყების წინ სტუმართა მწვრთნელს, ესპანელ ოსკარ გარსიას თავში რულონი მოხვდა. გარსია ადრე ინგლისურ „უოტფორდს” ედგა სათავეში. ფეხბურთელობის წლებში ის მეტწილად „ბარსელონაში”...
ბაციაშვილი საქართველოს ჩემპიონია
ჭადრაკის სასახლეში დასრულებული ქალთა საქართველოს 75-ე პირველობა ნინო ბაციაშვილმა მოიგო. მან ბელა ხოტენაშვილის მსგავსად 7 ქულა დააგროვა, თუმც დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა და ქვეყნის დედოფალი მეორედ გახდა. პირველად ნინომ 2015 წელს იპირველა. ჩემპიონატი დაძაბულად წარიმართა. საწყის ტურებში ქვეყნის ორგზის ჩემპიონმა სალომე მელიამ იყოჩაღა და მე-6 ტურის შემდეგ ქულით უსწრებდა უახლოეს მდევრებს, თუმც შემდეგ ორი პარტია დასთმო...









