სახუმარო ამბავია? სპორტის ოლიმპიურ სახეობებში ორად ორი გუნდი გვყავს, ევროპის ჩემპიონატების ფინალურ ეტაპებს რომ გაუშინაურდნენ და თუ კალათბურთელები ქომაგთა ყურადღების დეფიციტს არ განიცდიან, წყალბურთელები ჩვენი სპორტის გერის როლში არიან.
არადა, ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისკენ სავალ გზაზე ბოლო წინაღობა ისრაელის ეროვნული გუნდი იყო. აღთქმული მიწის წარმომადგენლებთან პირველივე შეხვედრამ (12:1) ყველა კითხვას გასცა პასუხი, თუმც საპასუხო შეხვედრაც ჩვენებმა მოიგეს (11:10).
ახლა ფინალური ეტაპის კენჭისყრის მოლოდინში ვართ. ცერემონიას 7 მარტს ბარსელონას Sant Cugat del Vale უმასპინძლებს. შესარჩევი ეტაპიდან ჩვენთან ერთად გასულ 7 ნაკრებს პირდაპირ დაშვებული 8 უძლიერესი დაემატება: სერბეთი, ხორვატია, უნგრეთი, მონტენეგრო, რუსეთი, იტალია, საბერძნეთი და ესპანეთი.
ფინალურ ეტაპს 14-28 ივლისს სწორედ ბარსელონა უმასპინძლებს. ჩვენმა გუნდმა პროგრამა-მაქსიმუმი უკვე შეასრულა, მაგრამ ოცნებას ხომ კაცი არ მოუკლავს.
დავუდგეთ ჩვენს გუნდს გვერდში-სახელმწიფო ორგანიზაციულად და ფინანსურად, ჩვენ კი ერთგული ქომაგობით.
ალალია!
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
