საბერძნეთში ლიდერთა შეხვედრა გადაიდო. მიზეზი: ტუალეტის ქაღალდი.
„პაოკი” „ოლიმპიაკოსს” მასპინძლობდა. სუპერლიგის ცხრილში გუნდებს შორის ორი ქულაა. „პაოკს” რომ მოეგო, მდევარს ხუთი ქულით გაექცეოდა და თან ჩემპიონთა ლიგაში მონაწილეობის უფლებას დაიბევებდა, მაგრამ თამაში ჩაიშალა.

მატჩის დაწყების წინ სტუმართა მწვრთნელს, ესპანელ ოსკარ გარსიას თავში რულონი მოხვდა. გარსია ადრე ინგლისურ „უოტფორდს” ედგა სათავეში. ფეხბურთელობის წლებში ის მეტწილად „ბარსელონაში” თამაშობდა.
რულონი რომ მოხვდა, გარსია ჩაიკეცა და სახეზე ხელი მოიკიდა. შემდეგ მასთან ექიმები მივიდნენ. პროცესი გაიწელა და საბოლოოდ თამაში აღარ შედგა, გადაიდო. ინციდენტმა სოციალურ ქსელებში აღშფოთება გამოიწვია, თუმცა ბევრმა ისიც დაწერა, რომ რაც მოხდა გარსიას და მისი კლუბის ტრიუკი იყო. ითქვა, რომ „ოლიმპიაკოსი” ასეთი ხრიკების ოსტატია და მატჩის ჩაშლა „პაოკზე” ზემოქმედების ხერხი გახლდათ.
საინტერესოა, რომ, თუ საბერძნეთის ჩემპიონის ტიტულს მაინც „პაოკი” მოიგებს, ის გახდება 2010 წლის მერე პირველი გუნდი, რომელმაც „ოლიმპიაკოსის” ჰეგემონია დაარღვია.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 18:09ერთი დღის ორი ოქრო
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 15:15საქართველო ესპანელს ჩაბარდა
კატეგორიის გარეშე09/04/2026 | 17:23საქართველო მსოფლიო თასის ფლეი ოფშია
დავთარი25/03/2026 | 21:25ახალი კაპიტანი
