კატეგორია: კატეგორიის გარეშე

Home კატეგორიის გარეშე
ლონდონში ბერლინის გავლით
ჩანაწერი

ლონდონში ბერლინის გავლით

10 მარტს ბერლინში ჭადრაკში პრეტენდენტთა ტურნირი დაიწყო, რომლის გამარჯვებულიც ნოემბერში, ლონდონში, მსოფლიო ჩემპიონ მაგნუს კარლსენს დაუპირისპირდება და ტიტულის წართმევას დაუპირებს. შეჯიბრში 8 დიდოსტატი მონაწილეობს: ამერიკის სახელით ფაბიანო კარუანა და უესლი სო, რუსები სერგეი კარიაკინი, ვლადიმირ კრამნიკი და ალექსანდრ გრიშჩუკი, სომეხი ლევონ არონიანი, აზერბაიჯანელი შაჰრიარ მამედიაროვი და ჩინელი დინ ლიჟენი. საინტერესოა, ვინ რა დამსახურებით მოხვდა ამ...

არტურ მეპასე ბარსელონელი
ჩანაწერი

არტურ მეპასე ბარსელონელი

„ბარსელონა” და ბრაზილიური „გრემიო” შეთანხმდნენ — არტურის ტრანსფერი ლა ლიგის ლიდერს შეიძლება 39 მილიონი ევრო დაუჯდეს. კატალონიელებს გამთამაშებლის წაყვანა 2018 წლის ივნისში შეუძლიათ. მათმა პრეს-სამსახურმა გაავრცელა განცხადება, სადაც წერია: „თუ ტრანსფერი შედგება, ჩვენ „გრემიოს” გადავუხდით 30 მილიონ ევროს, პლუს 9 მილიონი ნაწილ-ნაწილ, პროგრესის მიხედვით”. არტური ნახევარმცველია. ის პასებით გამოირჩევა. ბრაზილიელის კიდევ ერთი ძლიერი თვისება მეურვისგან...

მოედნის დამპყრობლები
ჩანაწერი

მოედნის დამპყრობლები

„ვესტ ჰემის” ფანები მოედანზე შეიჭრნენ. ეს „ლონდონ სთედიუმზე”, იმავე ლონდონის ოლიმპიურ სტადიონზე მოხდა, როდესაც „ჩაქუჩებმა” „ბარნლისთან” შინ 0:3 წააგეს. კლუბის თანამფლობელები დევიდ სალივანი და დევიდ გოლდი დირექტორთა ლოჟიდან დაცვამ გაიყვანა. ერთადერთი, ვინც თამაშის ბოლოს ლოჟაში დარჩა „ვესტ ჰემის” ლეგენდა ტრევორ ბრუკინგი იყო. ფანების განრისხების ნამდვილი მიზეზი კლუბის დირექტორებით უკმაყოფილება გახლდათ, თუმცა კონკრეტული აურზაური მასპინძლების მორიგმა...

მეოცე და ოციანი
ჩანაწერი

მეოცე და ოციანი

 ტრადიცია არც ამჯერად დაირღვა – რუსებს ზედიზედ მეჩვიდმეტე, ხოლო ჯამში მეოცე მარცხი ვაგემეთ და თანაც ოცი ქულით ვძლიეთ, რაც ახალი რეკორდია: ასეთი სხვაობით “დათვები” მათსავე მინდორზე აქამდე არასოდეს გვიძლევია. მსაჯს “ბორჯღალოსანთა” ბოლო, მეოთხე, ლელო რომც არ ჩაეთვალა – და ის ნამდვილად არ იყო ჩასათვლელი! – ჯარიმის უპირატესობა გვქონდა და, დარწმუნებული ვარ, ლელოს მაინც დავდებდით. სავარაუდოდ...

ახალი სტადიონი vs რეალი
ჩანაწერი

ახალი სტადიონი vs რეალი

ბოლო ცნობის თანახმად ჰარი კეინი ზაფხულში „ტოტენჰემიდან” არ გადავა. ეს „დეზების” მწვრთნელისთვის, მაურიციო პოჩეტინიოსთვის მნიშვნელოვანი ამბავია, თუმცა მას მცველების, ტობი ალდერვეირელდისა და დენი როუზის შესანარჩუნებლად მოუწევს „მანჩესტერ იუნაიტედთან” ჭიდილი. კეინის შეძენა „რეალს” სურს. ამბობენ, მადრიდელებს კარგად მოეხსენებათ თავდამსხმელში 200 მილიონი გირვანქის (224,1 მილიონი ევრო) გადახდა რომ მოუწევთ, მაგრამ თანხა არ აშინებთო. არც ფეხბურთელია „რეალის” მიმართ გულგრილი,...

შჩესნიმ ტოტენჰემი გააშაყირა
ჩანაწერი

შჩესნიმ ტოტენჰემი გააშაყირა

როდესაც „იუვენტუსის” სათადარიგო მეკარე ვოიცეხ შჩესნი მატჩის შემდეგ „უემბლიზე” გასახდელებში შედიოდა, ტრიბუნაზე „ტოტენჰემის” ნირწამხდარ ფანებს ახედა და ჟესტით ანიშნა, თავი მაღლა ასწიეთ, გული არ გაიტეხოთო. შჩესნის ასეთი ირონია გასაკვირი არ არის, ის კარგა ხანს „არსენალში” თამაშობდა, „არსენალი” და „ტოტენჰემი” კი ჩრდილო ლონდონში ერთმანეთს გადაკიდებული მეზობლები არიან. ლაპარაკია „ტოტენჰემ ჰოთსპურისა” და „იუვენტუსის” ჩემპიონთა ლიგის მეორვედფინალურ შეხვედრაზე,...

ჩანაწერი

ძლიერი, თავხედი, მრავალმხრივი…

ამერიკულ ინდიან-უელსში დღეს სუპერტურნირი იწყება საუკეთესო ქალ მეჩოგნეთა შორის. ჯერ ფავორიტებს ჩოგნები არ განუშალითებიათ, მაგრამ მანამდე ნიუ-იორკის საგამოფენო ტურნირი გაიმართა. ტურნირი ელინა სვიტოლინამ მოიგო და 250 000 დოლარითაც შეივსო ბიუჯეტი. 23 წლის უკრაინელს დიდი ხანია პირველჩოგნობას უწინასწარმეტყველებენ და მართლაც, ჩანს ეს ოდენ დროის ამბავია. ინდიან-უელსში მე-4 ნომრად გათესილმა სვიტოლინამ მეოთხედი მილიონი ერთი ამოსუნთქვით მოიგო. ჯერ...

პატივისცემა
ჩანაწერი

პატივისცემა

„ფიორენტინა” გარდაცვლილ კაპიტანს, დავიდე ასტორის ახალი, ოთხწლიანი კონტრაქტით მიაგებს პატივს და თანხას მის ოჯახს გადაუხდის. როგორც „იების” პრეზიდენტმა ანდრეა დელა ვალემ განაცხადა, 31 წლის ფეხბურთელი კლუბთან უკვე შეთანხმებული იყო და ორშაბათს ახალი ხელშეკრულება უნდა გაეფორმებინა. დავიდე ასტორი კვირას, სასტუმროში, ძილში გარდაიცვალა. ფეხბურთელს მეუღლე და ორი წლის გოგონა დარჩა. ახალი კონტრაქტის თანახმად გარდაცვლილის ხელფასი, წელიწადში 1,11...

ბარსელონას მოგებული ფრე
ჩანაწერი

ბარსელონას მოგებული ფრე

„მესის „ატლეტიკოს” ფორმა რომ ცმოდა, 1:0-ს ჩვენ მოვიგებდით” — თქვა „კამპ ნოუზე” გამართული მატჩის შემდეგ მადრიდელთა არგენტინელმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ. „ბარსას” ლიდერმა პირველ ტაიმში საუცხოოდ შეასრულა საჯარიმო დარტყმა, რომლის წყალობითაც მასპნძლებმა გაიმარჯვეს, მდევარი 3 ქულით ჩამოიტოვეს და ესპანეთის ჩემპიონის ვინაობა ფაქტობრივად გაარკვიეს. „თანაბარი შეხვედრა იყო, — განაგრძო „რივერ პლეიტის” ყოფილმა თავკაცმა, — პირველ ტაიმშიც მონდომებით...

ასტორი სასტუმროში გარდაიცვალა
ჩანაწერი

ასტორი სასტუმროში გარდაიცვალა

იტალიაში, „ფიორენტინას“ 31 წლის კაპიტანი დავიდე ასტორი გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, ფეხბურთელს გული ძილში გაუჩერდა. მისი ცხედარი ქალაქ უდინეს ერთ-ერთ სასტუმროში იპოვეს. სწორედ უდინეში, დღეს უდინეზეს“ „ფიორენტინასთვის“ უნდა ემასპინძლა. დავიდე ასტორი „ფიორენტინას“ გარდა თამაშობდა „კალიარისა“ და „რომაში“, იყო იტალიის ნაკრების ფეხბურთელი და14 შეხვედრაში ერთი ბურთი გაეტანა. ფრანჩესკო ტოტი, სახელოვანი იტალიელი ფეხბურთელი კი ამ საზარელ ამბავს უმალ...