საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ფეისბუქ-გვერდის ცნობით, ბათუმში დაწყებული ევროპის პირადი ჩემპიონატის პირველი სენსაცია ქართველმა ოსტატმა ირაკლი ბერაძემ გამოაცხო, რომელ მაც მოვლენებით დატვირთული პარტია უკრაინელ რუსლან პონომარიოვს მოუგო. პარტიის დაკვნით პოზიციაზე კარგად ჩანს, რომ უკრაინელი დიდოსტატის დანებება დროულზე გვიანიც იყო. პონომარიოვი ის პონომარიოვი კი აღარ არის, ვუნდერკინდულ ასაკში მსოფლიო ჩემპიონობა რომ მოიპოვა, მაგრამ ფიდეს რეიტინგ-ლისტში საპატიო 50-ე...
კატეგორია: კატეგორიის გარეშე
ვინ არის მეოთხე?
ფიფამ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო: რუსეთში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდებს მეოთხე შეცვლის განხორციელების უფლება მიეცათ, თუმცა მხოლოდ ფლეი-ოფის სტადიაზე და ისიც დამატებულ დროში. თანამედროვე ფეხბურთში დატვირთვები ლამის კოსმონავტებისას უთანაბრდება და თუნდაც ეს მცირედი შეღავათი ფიზიკური შვების გარდა მატჩების სანახაობრივ მხარეზეც უნდა აისახოს – მწვრთნელებს დამატებულ დროში თამაშის გადაწყობის საშუალება მიეცემათ. კიდევ ერთი სიახლე: მსოფლიო ჩემპიონატზე ოფიციალურად დაუშვეს...
არ ენდო ენდოს
იაპონურ ოსაკაში შეკრებილმა სუმოს ელიტამ მეექვსე საშეჯიბრო დღე მოილია. ჩვენ ჩვენი ფალავანი გვყავს და ტოჩინოშინად სახელდებულმა ლევან გორგაძემ მორიგი გამარჯვება მიითვალა. აღმოსავლეთის პირველ მაეგაშირა ენდოსთან ქართველს სასტარტო შეტევა კი გაეპარა, მაგრამ მეტოქის მიძალებას გდებით დაუსვა წერტილი. ტოჩინოშინს ორი მარცხის წილ ოთხი გამარჯვება აქვს. მიზანი დადებითი ბალანსი, ანუ დარჩენილ 9 შერკინებაში კიდევ 4 გამარჯვების მოპოვებაა. ხვალ...
ევრო ბათუმში
16-29 მარტს ბათუმი ვაჟთა შორის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. შეჯიბრში 34 ქვეყნის 311 მონაწილე გამოვა, სადაც 32 ჩვენებურიც იქნება. ქართველთაგან ფავორიტად ბაადურ ჯობავა (2685) გვესახება, რომელიც გათამაშების რეიტინგში მე-14 ადგილზეა, თუმც ეს მხოლოდ რეიტინგით. საქართველოს ვაჟთა ოლიმპიური ნაკრების ლიდერმა შარშან ანალოგიურ პირველობაზე ვეცხლის მედალი მოიგო, სულ კი ევროპირველობებზე წყვილ-წყვილი ვერცხლ-ბრინჯაო აქვს მოგებული და შინაურ კედლებშიც პირველი...
ევროპის ლიგაც დალაგდა
ცოტა ძნელია, ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრიდან ევროპის ლიგის იმავე პროცედურაზე მთელი ემოციით გადაერთო, მაგრამ საპენსიოდ გახაზირებული არსენ ვენგერის „არსენალისა“ და რუსული ცსკა-ს ჭიდილი ურიგო საცქერი ნამდვილად ვერ იქნება. არც „ატლეტიკო“ და „სპორტინგია“ ის გუნდები, ძვლების ჭახაჭუხის გარეშე ვინმეს მოგება დაანებონ. გაყოყოჩებული „ლაიფციგი“ წმინდა წყლის გერმანული პროდუქტია და „მარსელს“ იოლად როგორ დანებდება?! ერთი შეხედვით ფავორიტ „ლაციოსაც“ არ...
ცამ ქუხილი დაიწყოს…
ეს ნამდვილი საფეხბურთო კლასიკაა: მადრიდის „რეალი“ ტურინის „იუვენტუსის“ წინააღმდეგ. ორი სუპერგრანდისა და ორი საფეხბურთო ფილოსოფიის ჭიდილი, ფინალსაც რომ დაამშვენებდა, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში შედგება! არანაკლები ნაპერწკლები გასცვივა „ლივერპულისა“ და „სიტის“ შიდაალბიონურ გარჩევას და თუ არ გვიწყენთ, სხვა ორ წყვილს ოდნავ გამორჩეული, მაგრამ ფავორიტი მაინც ჰყავს. „ბარსელონა“ ისეა ამოქოქილი, „რომა“, ალბათ, ჩირად უღირს და „ბაიერნიც“ არ უნდა...
უცემიათ ქალები და ბავშვები
„კამპ ნოუზე” შესვლისას ჩელსის ფანებს მოგვეპყრნენ, როგორც ცხოველებს. ჩვენ გვირტყეს ხელკეტები, ინციდენტების გამო გამოვტოვეთ თამაშის დასაწყისი. ეს იყო გიჟური, შემაძრწუნებელი სცენები. მომხდარის ურეაქციოდ დატოვება არ შეიძლება. სტუმარი გუნდების გულშემატკივრებს ინგლისში ხომ არავინ უქმნის პრობლემებს. მსგავსი შემთხვევა ერთხელაც არ ყოფილა”, — ასეთი გახლავთ „ბარსელონასა” და „ჩელსის” შეხვედრის დამსწრე ერთ-ერთი მაყურებლის წერილი. „სტადიონთან უეცრად ჩოჩქოლი ატყდა. ხალხი...
კოშტამ კონტე წაშალა
დიეგო კოშტამ თავისი ყოფილი მწვრთნელი, ანტონიო კონტე დატროლა. შესანიშნავი შანსი მიეცა და ხელიდან არ გაუშვა: „ჩელსიმ” „ბარსელონასთან” 0:3 წააგო. „ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა, „ლურჯები” კი გავარდნენ. როგორც კი „ბარსას” და „ჩელსის” შეხვედრა დასრულდა, კოშტას გვერდზე, სოციალურ ქსელში, გამოჩნდა ლონდონელთა გუნდის შემადგენლობის სკრინშოთი, რომელზეც ფეხბურთელს მწვრთნელის გვარი დიდი მონდომებით ჰქონდა წაშლილი. შეგახსენებთ, რომ დიეგო კოშტამ...
ა-მა-ღამ!
„მოურინიუ დღესვე უნდა გააგდონ. ხვალ კი არა. ზეგ კი არა. სეზონის ბოლოს კი არა. ა-მა-ღამ!” — ეს გახლავთ „მანჩესტერ იუნაიტედის” ერთ-ერთი გამწარებული გულშემატკივრის პოსტი, რომელმაც ემოციურობის გამო ინგლისური პრესის ყურადღება მიიპყრო. პოსტი ჩემპიონთა ლიგიდან მანჩესტერელთა გავარდნას მოჰყვა. მოურინიუს გუნდი „ოლდ ტრეფორდზე” ესპანურმა „სევილიამ” 2:1 დაამარცხა. აი, კიდევ: „მოურინიუ, დატოვე ჩემი კლუბი! მორჩა, კარგად იყავი.” ანდა:...
ყველაზე ცუდი მწვრთნელი ისტორიაში
ჟოზე მოურინიუ ის კაცი არ არის, ვინმეს აუგი სიტყვა რომ შეარჩინოს. „მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცს ამჯერად ჰოლანდიელი ფრანკ დე ბური შემოელანძღა. მიზეზი: დე ბურმა კომენტარი გაუკეთა პრემიერლიგის მატჩს, რომელშიც „მანჩესტერ იუნაიტედმა” „ლივერპულს” 2:1 მოუგო. გამარჯვებულთა ორივე გოლი მარკუს რეშფორდმა გაიტანა, მაგრამ შეხვედრის დამთავრებამდე 20 წუთით ადრე მოურინიუმ რეშფორდი მორუან ფელაინით შეცვალა. სწორედ ეს ტაქტიკური ცვლილება გააპროტესტა...








