კატეგორია: კატეგორიის გარეშე

Home კატეგორიის გარეშე
ბოლტი დორტმუნდში
ჩანაწერი

ბოლტი დორტმუნდში

ლეგენდარულმა მძლეოსანმა უსაინ ბოლტმა „დორტმუნდთან” ივარჯიშა. თვითმხილველები ამბობენ, ვერ მიხვდებოდით იამაიკელი ფეხბურთელი რომ არ იყოო. 31 წლის სპრინტის გადამდგარი მეფე „მანჩესტერ იუნაიტედის” დიდი გულშემატკივარია, მაგრამ თავს დორტმუნდელთა საწვრთნელ ბაზაზეც შესანიშნავად გრძნობდა. კვირის დასაწყისში ბოლტის ვარჯიშს „იუნაიტედის” თავკაცმა ჟოზე მოურინიუმ უყურა, მაგრამ როგორც ამბობენ, ამჯერად მის გერმანულ კლუბში აყვანაზეა ლაპარაკი. ბოლტი დარწმუნებულია, რომ თავის არაბუნებრივ სისწრაფეს,...

ბასილაშვილის მაიამური ტაიმბოლი
ჩანაწერი

ბასილაშვილის მაიამური ტაიმბოლი

მაიამის მასტერსზე საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა სასტარტო შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვა. სპეციალისტები და ბუკმეკერები ცალსახა ფავორიტად ტომას ფაბიანოს მიიჩნევდნენ, რომელმაც პირველი სეტი ერთი ამოსუნთქვით მოიგო-6:1. მეორე სეტში ქართველმა სრულფასოვანი რევანში ორი ბრეიკით აიღო – 6:2. ნიკოლოზის სასახელოდ უნდა ითქვას, მესამე სეტში 5:5 – ზე გადამწყვეტი ბრეიკი შეასრულა, მერე საკუთარ მოწოდებაზე ორი მატჩბოლის უფლება მიიღო და...

გადარჩნენ!
ჩანაწერი

გადარჩნენ!

გორთან, ცენტრალურ მაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ფოთის „კოლხეთის“ ხუთი ფეხბურთელი დაშავდა. საბედნიეროდ, ფეხბურთელები, რომლებიც გორის საავადმყოფოში ოპერატიულად გადაიყვანეს, გადარჩნენ. ავტომანქანის მძღოლი სამწუხაროდ, დაიღუპა – თვითმხილველთა თქმით, ავტომანქანა ბორდიურს შეეჯახა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა… „სარბიელი“ „კოლხეთის“ პრეს-სამსახურის უფროსს, გია ეჯიბიას დაუკავშირდა: – ფაქტია, გადავრჩით, ფეხბურთელები უვნებელნი არიან, ერთადერთი, თუ არ ვცდები გიორგი არქანიას აქვს...

წითელ-ყვითელი ფრე
ჩანაწერი

წითელ-ყვითელი ფრე

პოლონეთში დაწყებულ ევროპის 17 წლამდელთა ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის პირველ ტურში ჩვენმა ჭაბუკებმა მასპინძელ თანატოლებს ფიცხელი ბრძოლა გაუმართეს, თუმც ოდენ ფრეს გამორჩნენ… გია ნემსაძის შეგირდებმა თითქმის ნახევარი საათი კაცნაკლულებმა ითამაშეს. მსაჯმა ორი ყვითელი ბარათით 52 წუთზე მოედანი ივა გელაშვილს დაატოვებინა… არადა გაძევებამდე ჩვენები 2:1 იგებდნენ. ანგარიში პენალტით ზურაბ დავითაშვილმა გახსნა, რასაც პოლონელებმა მალევე საპასუხო გოლით უპასუხეს. მერე...

ქომაგი ხარ თუ მტერი?
ჩანაწერი

ქომაგი ხარ თუ მტერი?

არაფერია იმაზე ცუდი, როცა ვერმოთოკილი ემოციის გამო სპორტული სანახაობა მუშტიკრივში  გადაიზრდება. ამჯერად ქომაგებზეა საუბარი. ბოლო წლებში ჩვეულებრივი ფანკლუბების გარდა ყველა “თავმოყვარე” კლუბს გაუჩნდა ულტრასები – მოხულიგნო ჯგუფები, რომლებსაც ტრიბუნაზე სიტუაციის დაძაბვისკენ გაურბით თვალი. თავად ულტრასები, ჰა და ჰა, სტადიონზე არშეშვებით დასაჯონ, კლუბები კი სერიოზულად ზარალდებიან. საკუთარივე ქომაგების მორიგი მსხვერპლი ფრანგული „ლიონია“. შარშან „ბეშიქთაშთან“ მატჩისას არეულობების...

საქართველოს დევები სჭირდება!
ჩანაწერი

საქართველოს დევები სჭირდება!

  საქართველოს დევებმა საქართველოს გამარჯვება აჩუქეს! საქართველოს დევების ქვეყანა არცთუ დიდია, სულ ერთი მუჭაა, სულ ერთი წვეთი ცრემლია, ერთი მფეთქავი გულია და ერთი განწირული, ჩახრინწული ამოთქმაა. ღრიალია და სიყვარულია, დარდია და იმედია, ის არის, რომ ოდესმე, სადღაც, ერთ რომელიმე ადგილას, სადაც ეს ყველაფერი ერთად მოიყრის თავს, დევები გაიმარჯვებენ. საქართველოს სჭირდება დევები. ისინი ალალები, პირდაპირები, თავდაუზოგავები,...

მილიონი ერთ ღამეში
ჩანაწერი

მილიონი ერთ ღამეში

როცა ბადის მეორე მხარეს ხუან მარტინ დელ პოტრო დგას, სენსაციად თვით როჯერ ფედერერის მარცხიც არ აღიქმება. აყლაყუდა არგენტინელს არც ტიტულები აკლია და გამოცდილებას ხომ ნუღა იტყვით. ამერიკული ინდიან უელსის ტურნირის ფინალამდე ფედერერი ზედიზედ 16 მოგებით მივიდა, სეზონის ასეთი სტარტი კი შვეიცარელ მაესტროს წინა ათწლეულის შემდეგ არ ჰქონია. ამიტომ იყო, როჯერი ლამის უპირობო ფავორიტად რომ შერაცხეს....

გორგაძემ ერთიც გადათელა
ჩანაწერი

გორგაძემ ერთიც გადათელა

რის ფასად უჯდება ტოჩინოშინად მონათლულ ქართველს ტრავმით ასპარეზობა, მხოლოდ თავად უწყის, თუმცა, ლევან გორგაძეს ეს ხელს არ უშლის საუკეთესო სეკიტორები დოჰიოდან მხოლოდ კი არ განდევნოს, ძირს პანტაპუნტით ახეთქოს. დღეს ტოჩინოშინმა მიტაკუემის ჯერ დაახევინა და დოჰიოს კიდეზე სულაც გადათელა. ეს მისი მეექვსე გამარჯვებაა ორად ორი მარცხის წილ. ხვალ ლევანის მეტოქე სიოხოძანი იქნება, რომელთანაც აქამომდელ 13 შეჯახებაში...

თასი და ღირსება
ჩანაწერი

თასი და ღირსება

მზიანი დარი, თითქმის გადავსებული ტრიბუნები, გულიანი მიძალება და: ლელო-ევროპის ჩემპიონების თასი! ლელო-ანთიმოზ ივერიელის თასი! ლელო – „დიდი სლემი“, ანუ ყველა მატჩში გამარჯვება! ლელო – ჯერ კიდევ მსოფლიო თასის წინა გათამაშებისას მოპოვებული მსოფლიოს მომავალი თასის საგზური! სხვა რაღა ქნან ამ ბიჭებმა, საქართველოსთვის რომ აქვთ გადადებული თავი და თითოეული ძვალ-სახსარი? ჩვენი ბორჯღალოსნების მიერ შემოთავაზებულმა სანახაობამ ეროვნული სიამაყის...

სერგეი, მოგება?
ჩანაწერი

სერგეი, მოგება?

ბერლინში მიმდინარე მსოფლიოს საჭადრაკო ჩემპიონატის კანდიდატთა ტურნირზე, მეექვსე ტურის შემდეგ ცხრილის სათავეში ორხელისუფლიანობა დამყარდა. აზერბაიჯანელმა შაჰრიარ მამედიაროვმა ვლადიმირ კრამნიკს დაძაბულ ბრძოლაში მოუგო და ამერიკელ ფაბიანუ კარუანას გვერდით მიუჯდა. მესამე ტურის შემდეგ ერთპიროვნული ლიდერობა კრამნიკმა მოიპოვა, თუმც მეოთხეში თეთრი ფიგურებით კარუანასთან წააგო და პირველი ადგილიც გადაულოცა. მომდევნო ტურში ყველა პარტია ყაიმით დასრულდა და ცხრილში ადგილები უცვლელი...