რა გითხრათ?! რით გაგახაროთ?! ვაქო და ვადიდო ჩვენი ნაკრები, რომელსაც არ გაუმართლა? პერსონალური შედეგებით ვადიდო ლიდერები? ჩემმა ნაკრებმა წააგო და ეგ იყო. წააგო გრანდთან კი არა, საშუალოზე საშუალო გერმანიასთან. სერბეთს მოუგესო, ნუ შემახსენებთ – დღევანდელით ვმსჯელობ. დაცვის გარეშე დარჩენილი საქართველოს მეორე ნაკრები უშედეგოდ ცდილობდა გერმანელთა მიძალების მოგერიებას, საკუთარ ფარს ვერ იცავდა და ბავშვურ შეცდომებს უშვებდა....
კატეგორია: კატეგორიის გარეშე
პიონგჩანგი – პეკინი: ესტაფეტა გადაცემულია
შედგა ზამთრის XXIII ოლიმპიადა. სათაკილო დეტალების მიუხედავად, მთლიანი სანახაობა ღირსეული გამოდგა და ისტორიაშიც სათანადოდ დაიმკვიდრებს ადგილს. დახურვის ცერემონიალიც სამხრეთ კორეელებმა სათანადო სიმაღლეზე გამართეს. ღონისძიების მნიშვნელოვან კომპონენტს ჩინელთა პრეზენტაცია წარმოადგენდა, ოლიმპიური ცეცხლი ხომ აზიის კონტინენტს კიდევ ოთხი წელი არ დატოვებს, 2022 წელს მეზობელ ქვეყანაში აპირებს გადაბარგებას. პეკინის ოლიმპიადის პრეზენტაცია კორეელი მუსიკალური ვარსკვლავების გამოსვლის, სპორტსმენთა პარადისა და...
კაშიაა: რუსი მოდის!
ყველაფერი რუსული КВН -ის (მხიარულთა და საზრიანთა კლუბი) გადაღებიდან დაწყო. ცეესკას, რუსეთის ნაკრებისა და ინგლისური „ჰალ სიტის“ ყოფილი მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი ერთ-ერთი გუნდის მინიატურაში მონაწილეობდა და კულისებში ნაცნობ ჟურნალისტს გადაყარა. ეტყობა, დაფიცება დაავიწყდა და იმანაც გაუსაჯაროვა, რომ ჰოლანდიის ერედივიზიონის კლუბთან კონტრაქტი უკვე ხელმოწერილია. ჩვენმა რუსმა კოლეგებმა ამოქექეს და აღმოაჩინეს, რომ 90-პროცენტიანი ალბათობით სლუცკის მომავალი კლუბი...
მე ან ის!
თუ ჟოზე მოურინიუ „მანჩესტერ იუნაიტედში” დარჩება, პოლ პოგბა გუნდიდან წავა — ასეთი გაგრძელება ჰპოვა პორტუგალიელი მწვრთნელისა და ფრანგი ნახევარმცველის ურთიერთობამ. ორს შორის შავმა კატამ თებერვალში გაირბინა, მას მერე, რაც „განსაკუთრებულმა” 100 მილიონ ევროდ ღირებულ ფეხბურთელს ძირითად შემადგენლობაში თამაში შეუზღუდა. ინგლისურ პრესაში გავრცელდა ხმა, რომ პოგბას აგენტი მინო რაიოლა „რეალთან” აწარმოებს მოლაპარაკებას. მას ზაფხულში 24 წლის მოთამაშის...
ავსტრიასთან დიქსონი და ბიჭებიც საკმარისი იყო
ფაჩულია, შენგელია, შერმადინი, მარკოიშვილი, სანაძე, ბურჯანაძე, სანიკიძე – რითაა ურიგო ნაკრები? ზოგმა აშკარად ადრიანად დაასრულა სანაკრებო კარიერა, ზოგმა მიზეზთა გამო ვერ დააღწია საკუთარი კლუბიდან თავი და ძალაუნებურად ქართული კალათბურთის მეორე ეშელონმა ითავა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში პირველი გამარჯვებისთვის ბრძოლა. პირველ მეოთხეთში პარკეტიდან დარბაზისა აღგავა ჩვენმა გუნდმა მასპინძლები და 19-ის წილ მხოლოდ 5 ქულის ჩაგდების საშუალება...
გიორგი ხარაიშვილი – გიოტებორგის 22
– ბედნიერი ვარ, რომ ასეთი დონის გუნდში მომიწევს თამაში. უკვე შევხვდი მწვრთნელსა და თანაგუნდელებს, მათგან ყურადღება, ინტერესი ვიგრძენი და ვფიქრობ, ახალწვეულისთვის მთავარიც ეს არის, – გვითხრა 21 წლის გიორგი ხარაიშვილმა, ვისაც გიოტებორგში დავუკავშირდით. მან შვედეთის ყველაზე ტიტულოვან „გიოტებორგთან“ 1-წლიანი კონტრაქი გააფორმა 2.5 წლით გაგრძელების პერსპექტივით. ხარაიშვილი გიოტებორგს „საბურთალოს“ აღმასრულებელ დირექტორ კახა კაშიასთან ერთად დილით ეწვია,...
ნახევარჰოკეი
ყურადღებას მიაქცევდით, ზამთრის XXIII ოლიმპიური თამაშების გაშუქებისას ყინულის სახეობათა მეფეზე დღემდე კრინტი არ დაგვიძრავს. მე, თქვენ, ჰოკეის ყველა ქომაგი, შარშან, 3 აპრილს გავბრაზდით და ოლიმპიადაზე შაიბიანი ჰოკეის მხურვალე საქომაგო გულით და მაქსიმალური ყურადღებით ჭვრეტის სურვილი გაგვინახევრდა. ბევრი იმსჯელეს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის, ყინულის ჰოკეისა საერთაშორისო ფედერაციისა და ნაციონალური ჰოკეის ლიგის, იგივე ენ-ეიჩ-ელის ფუნქციონერებმა ამ უკანასკნელში მოთამაშე...
ჯერარდმა მანჩესტერის მომავალი შეაჩერა
რადგან ათეულწლობით ნაწრთობია ამ ორთა ტრადიციადქცეული ქიშპობა, ეზო ეზოზე რომ თამაშობდნენ ლივერპულის და მანჩესტერის გუნდები,თავისებური ეშხი ამ დაპირისპირებასაც ექნებოდა. ცოტა ხნის წინ კი,ისეთი მატჩი გაიმართა,დამაინტრიგებელი და თვალსასეირო მართლაც რომ ბევრი იყო. „ლივერპულის“ და „მანჩესტერის“ მომავალი ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში დაუპირისპირდა ერთმანეთს.გათამაშების ფორმატით ცხრამეტწლამდელები ამ ეტაპზე ერთ მატჩში არკვევენ გამარჯვებულს და ამდენად თამაში გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო…...
რუბენის გატაცება: ძარცვა, ჩარტყმა, გატაცება
დღეს, დილით, რეიდზე ვალენსიის პოლიციამ ხელს გააყოლა „ვილიარეალის“ პორტუგალიელი მცველი რუბენ სემედო. 23 წლის ფეხბურთელი ეჭვმიტანილია ადამიანის გატაცებაში და ძარცვაში. 12 თებერვალს ბატერას (ვალენსიის რეგიონი) მუნიციპალიტეტში პოლიციას კოჭლობით მიაკითხა ყავარჯნიანმა დაზარალებულმა, რომელიც სამ კაცს გაუტაცია, დაუბამს და უცემია. მერე სახლის გასაღები წაურთმევია, ორნი წასულან და მისი სახლი გაუძარცვავთ. სამიდან ერთი ეჭვმიტანილი სწორედ რუბენ სემედო გახლავთ,...
ფურკად-სამოსანი
მარტინ ფურკადმა კიდევ ერთხელ, საფრანგეთის დროშით ხელში, რონინით გადალახა ფინიში და საფრანგეთის ნაკრებს პიონგჩანგის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ბიათლონის შერეული ესტაფეტის ოქროს მედალი მოუტანა. იგი აღარ ჰგავდა იმ ფურკადს, რომელმაც ორიოდე დღის წინ, ვაჟთა მას-სტარტზე მხოლოდ ფოტოფინიშით გაუსწრო გერმანელ სიმონ შემპს და პიონგჩანგის თოვლს თხილამურის ჯოხი ბრაზით უთაქა. ფურკადი ბედნიერად იღიმოდა, რადგან: 1. ეს მისი...









