სერხიო აგუეროს ხელითაც შეეხნენ და მიაფურთხეს კიდეც — ორშაბათს, ფეხბურთის ასოციაციის თასის მერვედფინალში „უიგანმა” „მანჩესტერ სიტის” 1:0 მოუგო, საფინალო სასტვენის შემდეგ კი მოედანზე მაყურებლებიც გადახტნენ. სანამ „უიგანის” მცველი ჩეინი დანკლი, „სიტის” ერთ-ერთი მწვრთნელი მიკელ არტეტა და ფიზიოთერაპევტი სტივენ ლილი არგენტინელის დასახმარებლად მივარდებოდნენ, მან თავდამსხმელისთვის ხელის კვრა და მისი თავიდან მოშორება მოახერხა. ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია მომხდარს...
კატეგორია: კატეგორიის გარეშე
რუსი ისევ ჭამს
მორიგი სკანდალი! ისევ მილდონიუმი! ამჯერადაც ცხენის დოზით! ალექსანდ კრუშელნიცკიმ ცოლთან ერთად ქერლინგის დაბლ-მიქსტში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ბუნებრივია, დოპინგ-ტესტი ჩააბარებინეს, რომელმაც ორგანიზმში მილდონიუმის მკვეთრად ჭარბი დოზა აჩვენა. ასევე დადებითი აღმოჩნდა იქამდე აღებული ტესტის პასუხიც. შედეგი: წყვილს მედალს ჩამოართმევენ და სავარაუდოდ, სამუდამოდ მოკვეთენ სპორტიდან. შედეგი 2: ანტისადოპინგო სამსახურმა დღეს ვარჯიშზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის პრიზიორ ალინა ზაგიტოვასაც მიაკითხა....
ღრიალებდნენ თუ არა მანჩესტერელთა გასახდელში?
ჟოზე მოურინიუმ თქვა, რომ წარმოდგენა არ აქვს ითამაშებს თუ არა პოლ პოგბა სევილიაში — „მანჩესტერ იუნაიტედს” ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩი ოთხშაბათს „რამონ სანჩესის” სტადიონზე უწევს. ფრანგმა მანჩესტერელთა ბოლო შეხვედრა „ჰადერსფილდის” წინააღმდეგ, ფეხბურთის ასოციაციის თასზე, გამოტოვა. მიზეზი: ტრავმა ან ავადმყოფობა… კლუბს არ დაუზუსტებია. არადა, პოგბას ჰადერსფილდში თითქოს უნდა ეთამაშა, მისი შინ დარჩენა მოულოდნელი იყო. ამან მანჩესტერში ჭორები...
სლავური კლუბი – ყველას მინუს რუსეთი
კვირის დასკვნითი დღეები პიონგჩანგის ზამთრს ოლიმპიადაზე სლავური შეფერილობის გახლდათ. პირველი ოქროს მედლები მოიპოვეს პოლონეთმა (კამილ შტოხი, ტრამპლინიდან ხტომა), ჩეხეთმა (ესტერ ლედეცკა, სუპერგიგანტი), სლოვაკეთმა (ანასტასია კუზმინა, ბიათლონი), უკრაინამ (ოლექსანდრ აბრამენკო, ფრისტაილი), ბელარუსმა (ჰანა ჰუსკოვა, ფრისტაილი). ოქროს მედალს სლავთაგან მხოლოდ სახელ-, დროშა- და ჰიმნწაგვრილი რუსეთი ვერ შესწვდა ვერაფრით. ბოლო ოლიმპიური კვირისთვის ოლიმპიურმა ათლეტებმა რუსეთიდან უკვე 3 ვერცხლის...
ეს ხომ ნანახი გვაქვს: რაგბი ერთობაშია!
0:64 – საქართველომ გერმანია გადახნა გასაგებია, რომ გერმანიაში რაგბი სულაც არ ითვლება სპორტის ფავორიტ სახეობად, მაგრამ თუნდაც სულ 15 გერმანელი თამაშობდეს რაგბს, ნახევარი გულით არასოდეს არაფერს აკეთებენ. ეს დღესაც ნათლად გამოჩნდა: გერმანელები ბოლომდე იბრძოდნენ, პირველი ტაიმის ერთ მონაკვეთში ჩვენს ნახევარზეც დასახლდნენ, მაგრამ საქართველოს დღევანდელი ნაკრები ის ძალაა, აღმართსაც რომ მოხნავს. ანგარიში ნაკლებად მნიშვნელოვანია. უფრო მეტი...
მეფე თავის ადგილზეა
არ არსებობს არანაირი ლოგიკა, როჯერ ფედერერის ამგვარ წარმატებებს რომ ახსნის. 36 წლის ასაკში ჩოგბურთელთა უმეტესობა პენსიაშია გასული, როჯერ ფედერერი კი ორშაბათიდან ATP-ის განახლებულ რეიტინგს სათვეში მოექცევა. გაპირველებისთვის როტერდამულ მეოთხედფინალში რობინ ჰაასეს დამარცხებამ იკმარა და ერთბაშად სამი რეკორდიც დამყარდა: საჩოგბურთო ამქრის სათავეში 36 წლისა ჯერ არავინ მოქცეულა. აქამომდელი უხუცესი ანდრე აგასი იყო, რომელსაც 33 წლისას ეკავა...
სეზონში 35 მილიონი
ზაფხული საფეხბურთო სამყაროს კიდევ ერთ მდიდრულ კონტრაქტს ჰპირდება: ანდრეს ინიესტამ ჩინური სუპერლიგის კლუბ „ტიანჯინ ქუანჯიანისგან” ოფიციალური შეთავაზება მიიღო. ჩინელები 33 წლის ნახევარმცველს სეზონში 35 მილიონ ევროს სთავაზობენ, ეს კი ის თანხაა, რომლის გამოც აზიაში გადაბარგება ღირს. „ტიანჯინ ქუანჯიანის” წარმომადგენლები საქმის გასაკვაჭად ორჯერ იყვნენ ბარსელონაში, მაგრამ ესპანელს (მოგეხსენებათ, ინიესტა კატალონიელი არ არის) გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია...
იწექით, ოქრო მოგივათ!
ოთხშაბათს პიონგჩანგში ქარი ქროდა და ოლიმპიელებს დგომელა სრიალის ხალისს აცლიდა, ხოლო ბიათლონში საერთოდაც, ქარი – სპორტსმენის მტერია, რადგან ტყვიებს სიზუსტეს აცლის. ზოგიერთი შეჯიბრი სულაც გადაიდო, ამიტომ დღევანდელ მიმოხილვაში მთავარ მახვილებს ჯდომელა და წოლელა სასრიალო სპორტის სახეობებზე დავსვამთ. ჯერ ორგანიზაციულზე – ზამთრის სპორტის მოყვარული დამაჯერებლად ახსნის, თხილამურობასა და სამთოთხილამურობას ერთი ორგანიზაცია რად მართავს (FIS –...
საქართველო: გვინეა ბისაუ წინ, მავრიტანია – უკან
ფიფამ და კოკა-კოლამ მორიგი სანაკრებო რეიტინგი გამოაქვეყნეს. გაოცდებით და საქართველოს ნაკრებმა კარგახნიანი პაუზის შემდეგ ასეულში შეაბიჯა. ჩვენმა ნაკრებმა წინა რეიტინგის 322 ქულას კიდევ 13 წაუმატა, ახლა 335 აქვს, რაც 4 საფეხურით დასაწინაურებლად და ზუსტად მე-100 ადგილზე გადასანაცვლებლად აღმოჩნდა საკმარისი. სიმართლე ითქვას, მთლად სახარბიელო კამპანიაში არც ახლა ვართ: ჩვენს წინ გვინეა ბისაუ, გაბონი, ფარერები და ლიბია...
სტოილოვი საქართველოს წინააღმდეგ?
ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა აზამატ აიტხოჟინმა ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატები დაასახელა. „ოთხი კანდიდატი გვყავს შერჩეული. მათ შორის ორი ყაზახეთში მუშაობს – ტალგატ ბაისუფინოვი (21 წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი) და სტანიმირ სტოილოვი (ასტანა). მარტამდე ნაკრებს თავკაცი ნამდვილად ეყოლება“- თქვა გენმდივანმა. ფავორიტი ამ წყვილში სტანიმირ სტოილოვია, რომელიც „ასტანაში“ 2014 წლიდან მუშაობს და ოთხჯერ გახადა ჩემპიონი. გუნდი ევროპის ლიგის...









