ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩამდე „იბერიას“ მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეი დემჩენკომ და გუნდის კაპიტანმა გიორგი ჯინჯოლავამ პრესკონფერენცია გამართეს და მომავალ მატჩზე ისაუბრეს. „რთული მგზავრობის, გადაღლილობისა და ხელოვნურსაფარიან მოედანზე თამაშის გამო, პირველ მატჩში ჩვენი ფეხბურთი ვერ ვაჩვენეთ, კარგად ვერ გამოვიყურებოდით და მეტოქეს თამაში დავუთმეთ, მაგრამ ეს არავის აინტერესებს, მთავარი შედეგია. ბიჭებს კი შევაქებ და მადლობას...
კატეგორია: სიახლეები
მამარდას მორიგი ამხანაგური
გიორგი მამარდაშვილის „ლივერპული“ სეზონისთვის მზადებას განაგრძობს. მორიგ ამხანაგურ შეხვედრაში მერსისაიდელებმა 2:3 წააგეს „მონაკოსთან“. ამჯერად ინგლისური გუნდის კარს შვებულებიდან დაბრუნებული ალისონ ბეკერი იცავდა, ქართველი გოლკიპერი კი საქმეში მეორე ტაიმში ჩაერთო. პირველი ორი გოლი „წითლებმა“ გაიტანეს. ორივე ალექსანდერ ისაკმა შეაგდო. შესვენებამდე ცოტა ხნით ადრე ალექსანდ გოლოვინმა პენალტით შეამცირა სხვაობა. მეორე ტაიმში ანდონი ირაოლამ ლივერპულელთა შემადგენლობა თანდათანობით მნიშვნელოვნად...
პაოლოს ძე კალიარიშია
„კალიარიმ“ ოფიციალურად გამოაცხადა „ატალანტადან“ დანიელე მალდინის ტრანსფერი, რომელიც, მოგეხსენებათ, ლეგენდარული პაოლოს ვაჟია. 24 წლის ფეხბურთელის ტრანსფერისა და თანამშრომლობის დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმც ითქვა, რომ შეთანხმება ერთწლიან იჯარას ითვალისწინებს გამოსყიდვის უფლებით, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 9 მილიონ ევრო იქნება. 2025/26 წლების სეზონში დანიელე მალდინიმ საკლუბო დონეზე 25 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა.
აბუაშვილმა გოლიც გაიტანა და საუკეთესოც იყო
გიორგი აბუაშვილის „მეცმა” ლიგა 2-ის პირველ ტურში „გინგამს” მოუგო 2:1. მე-60 წუთზე გამარჯვების გოლი სწორედ აბუაშვილმა გაიტანა. მატჩი იმით დაიწყო, რომ „მეცმა” ხელით თამაშისთვის დანიშნული პენალტი ვერ გაიტანა: სენეგალელმა პაპე მუსა ფალმა ჯერ მეტოქეს ვერ აჯობა, მერე ხარიხას. 51-ე წუთზე „გინგამის” მცველმა ალბინ დემუშიმ ანგარიში გახსნა. ზემოხსენებილმა ფალმა 58-ე წუთზე მაინც მიაღწია საწადელს , შემდეგ...
ზურკიომ მოგებით დაიწყო
ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენმა“ ლიგა 2-ში დაიწყო – სტუმრად „სოშოს“ მოუგო 3:0. ორი გოლი ირვინ კარდონამ გაიტანა, ხოლო ერთი, პირველი 22 წლის დანიელმა ნახევარმცველმა იაკობ ბრეუმ. ქართველი თავდამსხმელი მოედანზე 69-ე წუთზე შევიდა. ეპიზოდს მისი მონაწილეობით დართულ ვიდეოში იხილავთ. flashscore-მა დავითაშვილს 6.7 ქულა დაუწერა, sofascore-მა 6.8, ხოლო fotmob-მა 6.3. მაქსიმ ბერნაუერი („სენტ-ეტიენის“ 28 წლის მცველი): „ამ...
ჟორჟი ორივე გუნდში ყველას სჯობდა
„ვილიარეალმა“ „გალათასარაისთან“ ამხანაგურ მატჩში აჩვენა, რომ სეზონისთვის მზად არის. „ყვითელი წყალქვეშა ნავი“ სტამბოლის „რამს პარკზე“, რომლის ისტორიული სახელია „ალი სამი იენი“ წარმოჩნდა როგორც შეტევაში სახიფათო, ბრძოლისუნარიანი გუნდი. „ვილიარეალმა“ ითამაშა იმ შემადგენლობით, რომლითაც დიდი ალბათობით გულშემატკივრის წინაშე ჩემპიონთა ლიგის მატჩებში წარდგება. პირველი ტაიმი გამორჩევით კარგი იყო. სტუმრები დამსახურებულად გავიდნენ წინ. ინიეგო პერესის შეგირდებმა ხასიათი გამოავლინეს, ითამაშეს...
ხვიჩამ უხეშობამდე კარგად ითამაშა
„პარი სენ ჟერმენისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ამხანაგური შეხვედრა (1:1) დიდი ტემპითა და სანახაობით არ გამოირჩეოდა, მაგრამ იმას, რაც გულშემატკივარმა რამდენიმე დღის წინ მალიორკაზე ნახა, (0:3) სჯობდა. ჩვენ უპირველეს ყოვლისა ხვიჩა კვარაცხელიას თამაში გვაინტერესებს, რომელიც ფრანგულ საიტ maxifoot-ს ზუსტად აქვს აღწერილი: „პსჟ-ს ჩინებული სტარტის დროს ძალიან მოწადინებული იყო. პირველი გოლის ეპიზოდში დრო ფერნანდესს მიაწოდა დროული პასი...
ბუდუმ სეზონი გოლით დაიწყო [VIDEO]
გერმანიის მეორე ბუნდესლიგის ახალი სეზონი შედეგიანად დაიწყო ბუდუ ზივზივაძემ, რომლის „ჰაიდენჰაიმმა“ პირველი ტურის მატჩში „ოსნაბრუკს“ უმასპინძლა და 4:3 მოიგო. ანგარიში ბუდუმ მე-10 წუთზე გახსნა, 6 წუთში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა მეორე გოლიც გაიტანა, მაგრამ ვიდეორეფერიმ თამაშგარე მდგომარეობის გამო გააუქმა. ზივზივაძე 88-ე წუთზე შეცვალეს, მის მიერ სეზონში გატანილი პირველი ბურთი კი ასეთი იყო: რაც შეეხება გიორგი ქვილითაიას,...
არსენალს ვინისიუსი ჩაუვარდა და ბარკოლაზე გადაერთო
ბრედლი ბარკოლაზე ტაციაობაა. ინგლისურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მას მერე რაც ვინისიუს ჟუნიორის ყიდვის საქმე ჩაუვარდა, ფრანგი გარემარბის შეძენა „არსენალსაც“ მოუნდა. არადა, „მეთოფეები“ ბრაზილიელს მდიდრულ ექვსწლიან კონტრაქტს სთავაზობდნენ. ფეხბურთელის მხრიდან ხელმოწერის მეტი აღარაფერი იყო საჭირო. ვინისიუსს „რეალში“ ერთი წელიღა რჩებოდა, მაგრამ მან „რეალში“ დარჩენა ამჯობინა. მიკელ არტეტას კი მას მერე, რაც ლეანდრო ტროსარი „ბეშიქთაშში“ წაუვიდა,...
მექსიკა და არგენტინა ინფანტინოსკენ არიან
მექსიკის ფეხბურთის ფედერაციამ თავის რეგიონულ კონფედერაციას კონკაკაფს უღალატა და ჯანი ინფანტინოს დაუჭირა მხარი. კონკაკაფი ფეხბურთს ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკაში ხელმძღვანელობს. მას მერე, რაც ინფანტინომ ზეწოლის შედეგად უკან დაიხია და მსოფლიოს ჩემპიონატების წილების გაყიდვაზე უარი თქვა, კონკაკაფმა მისი პრეზიდენტობა ეჭვქვეშ დააყენა და საქმის დეტალური გამოკვლევა მოითხოვა. მექსიკა, როგორც ამ ორგანიზაციის წევრი თითქოს იმავე პოზიციაზე უნდა ყოფილიყო,...







![Budu-Zivzivadze-1 ბუდუმ სეზონი გოლით დაიწყო [VIDEO]](https://sarbieli.com/wp-content/uploads/2026/08/Budu-Zivzivadze-1-360x360.jpg)

