კატეგორია: მთავარი ამბავი

Home მთავარი ამბავი
კუკურელია რეალში
ჩანაწერი

კუკურელია რეალში

მადრიდიის რეალმა თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაცხადა „ჩელსის“ მცველის მარკ კუკურელას ტრანსფერის შესახებ. მხარეებმა ექვსწლიანი კონტრაქტი გააფორმეს, რომელიც 2032 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი. „რეალმა“ კუკურელაში 60 მილიონი ევრო გადაიხადა. „ჩელსიმ“ შესაძლოა დამატებით 5 მილიონი ევრო მიიღოს ბონუსების სახით კუკურელას „რეალში“ წარმატებული თამაშის შემთხვევაში. გასულ სეზონში კუკურელამ ყველა ტურნირზე 50 მატჩი ჩაატარა, ერთი ბურთი გაიტანა და ოთხი...

ბარკოლას პარი სენ ჟერმენისთვის გაშვება უთხოვია
ჩანაწერი

ბარკოლას პარი სენ ჟერმენისთვის გაშვება უთხოვია

ლივერპულის საიტი This is Anfield წერს, რომ ბრედლი ბარკოლა „პარი სენ ჟერმენიდან“ წასვლას ითხოვს. მიზეზი: მის მიმართ ინტერესი „არსენალმა“ და „ლივერპულმა“ გამოიჩინეს. პორტალის მტკიცებით ბარკოლა ამ ზაფხულს მერსისაიდელთა ყველაზე მნიშვნელოვანი სამიზნეა. თუ მას ვერ შეიძენენ, მაშინ „წითლები“ „ლაიფციგის“ კოტ დ’ივუარელი შემტევის იან დიომანდეს ყიდვას მოინდომებენ.   talkSPORT-ის მიმომხილველი ალექს კრუკი ამბობს, რომ ფრანგმა პარიზელებს წასვლის...

VAR-მა შვეიცარიას გოლი გაატანინა
ჩანაწერი

VAR-მა შვეიცარიას გოლი გაატანინა

B ჯგუფში შვეიცარიისა და ყატარის შეხვედრაში (1:1) იყო ეპიზოდი, რომლის გამოც ფიფას ოფიციალური გაცხადების გამოქვეყნება მოუხდა. ლაპარაკია VAR-ის შეცდომაზე. ყატარმა 90+4 წუთზე გაათანაბრა ანგარიში. საჯარიმოში ჩაკიდებულ ბურთს შვეიცარიელმა მირო მუჰაიმიმ თავურით თავისი გუნდის კარში მიუჩინა ადგილი, მაგრამ საკამათო სხვა ეპიზოდი იყო. მე-17 წუთზე ბრეელ ემბოლომ ანგარიში პენალტით გახსნა და სალაპარაკო სწორედ ამ თერთმეტმეტრიანის დანიშვნა გახდა....

იყო თუ არა გასაგდები ბოსნიელების მეკარე?
ჩანაწერი

იყო თუ არა გასაგდები ბოსნიელების მეკარე?

მსოფლიოს ჩემპიონატზე კანადისა და ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრებთა შეხვედრა 1:1 დამთავრდა. ანგარიში 21-ე წუთზე იოვო ლუკიჩმა გახსნა, 78-ზე კი კაილ ლარინმა გაქვითა. ამრიგად, თანამასპინძელი კანადა წაგებას გადარჩა, მაგრამ ვინ იცის როგორ დამთავრდებოდა შეხვედრა ბოსნიელები მეორე ტაიმში მოედანზე ათი კაცით რომ დარჩენილიყვნენ. მომენტი, რომელზეც BBC ამახვილებს ყურადღებას მეორე ტაიმის მეოთხე წუთზე იყო, როდესაც კანადელები ჯერ კიდევ 0:1-ს აგებდნენ....

კითხვა შეერთებული შტატების საკონსულოს: იცით, ამერიკაში მსოფლიოს ჩემპიონატი რომ ტარდება?
ჩანაწერი

კითხვა შეერთებული შტატების საკონსულოს: იცით, ამერიკაში მსოფლიოს ჩემპიონატი რომ ტარდება?

პრობლემა, რომელსაც მსოფლიოს არა ერთი ქვეყნის არა ერთი ფეხბურთელი, ჟურნალისტი, მსაჯი თუ ოფიციალური პირი წააწყდა, მეც შემეხო. დაუჯერებლად მოჩანდა, რომ ფიფას მიერ აკრედიტირებულ ჟურნალისტს შეერთებული შტატების საკონსულო ვიზაზე უარს მეტყოდა! მეტიც, გასაუბრებისას, როდესაც უკლებლივ ყველა მოთხოვნილ საბუთთან ერთად ფიფას აკრედიტაცია წარვადგინე, მკითხეს: ფიფას აკრედიტაცია რას ნიშნავსო?! როგორც ჩანს, შეერთებული შტატების საკონსულომ არ იცის, რა ორგანიზაციაა...

მას მერე, რაც კოლინამ წითლები შეამცირა
ჩანაწერი

მას მერე, რაც კოლინამ წითლები შეამცირა

მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ თამაშში, რომელშიც მექსიკამ სამხრეთ აფრიკას 2:0 მოუგო, მსაჯმა უილტონ სამპაიომ სამი ფეხბურთელი გააძევა. მან ჯერ ორ სამხრეთ აფრიკელს იაია სითოლესა და თემბა ზვანეს დაატოვებინა მოედანი, 90+2 წუთზე კი მექსიკელ სეზარ მონტესსაც მიუთითა გასახდელისკენ. BBC წერს, რომ წინა ორი მუნდიალის დროს რუსეთსა და ყატარში არბიტრებმა მხოლოდ ოთხჯერ მიმართეს უკიდურეს ზომას, აი, 20 წლის...

დროშებს და ჰიმნებს მიღმა
ჩანაწერი

დროშებს და ჰიმნებს მიღმა

ფრანგულ footmercato-ს მიაჩნია, რომ ბოლო დღეებში მსოფლიოს ჩემპიონატი უფრო დიპლომატიური კრიზისის და დაძაბულობის კერა იყო, ვიდრე კარს მომდგარი ფესტივალი. ბევრმა დელეგაციამ აშშ-ში შესვლის პროცედურა გააპროტესტა. ზოგს მათთვის გამოყოფილი ბაზები არ მოეწონა. სომალელი მსაჯი ომარ არტანი საზღვრიდან უკან გააბრუნეს. ერაყელი თავდამსხმელი აიმენ ჰუსეინი ჩიკაგოში რამდენიმე საათით დააკავეს, მისი გუნდის ფოტოგრაფი კი ქვეყანაში უბრალოდ არ შეუშვეს. სენეგალის,...

იამალმა, შარშან ბავშვი ვიყავიო
ჩანაწერი

იამალმა, შარშან ბავშვი ვიყავიო

„ბარსელონას“ და ესპანეთის ნაკრების ვარსკვლავმა ლამინ იამალმა იუთუბზე დადო ვიდეო, სადაც ის ამბობს, რომ 2025 წელს „ოქროს ბურთის“ მოგებაში ეჭვი არ ეპარებოდა და იმ ფაქტმა, რომ ჯილდო სხვას ერგო ის როგორც პიროვნება გააძლიერა. მოგეხსენებათ, „ფრანს ფუტბოლის“ გამოკითხვით გასული წლის საუკეთესო ფეხბურთელი „პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელი ოსმან დემბელე გახდა. „გულწრფელად გეტყვით, იმ დღეს „ოქროს ბურთის“ მოგებაზე...

ფლორენტინო: წინ ბევრი ისტორიული მოვლენაა!
ჩანაწერი

ფლორენტინო: წინ ბევრი ისტორიული მოვლენაა!

ფლორენტინო პერესი კვლავ „რეალის“ პრეზიდენტია. მან კვირას, 7 ივნისს, მის მიერვე გამოცხადებულ ვადამდელ არჩევნებში დაამარცხა კონკურენტი ენრიკე რიკელმე და 2030 წლამდე უხელმძღვანელებს „ლოს ბლანკოსს“. არჩევნების შედეგებმა აჩვენა, რომ „რეალის“ გულშემატკივართა შორის ბოლო წლებისთვის უჩვეულო აზრთა სხვადასხვაობაა. ვინმემ შეიძლება იფიქროს, რომ ხმათა 65%-ი 35%-ის წინააღმდეგ დიდი უპირატესობაა, მაგრამ თუ წინა არჩევნებს შევადარებთ, დავინახავთ, რომ სურათი მნიშვნელოვნად...

ზვერევის პირველი სლემი
ჩანაწერი

ზვერევის პირველი სლემი

„როლან გაროსის“ კაცთა ფინალი ხანგრძლივი და ხუთსეტიანი გამოდგა. გერმანელმა ალექსანდრ ზვერევმა იტალიელი ფლავიო კობოლი 6:1; 4:6; 6:4; 6:7; 6:1 დაამარცხა და დიდი სლემის ტურნირი პირველად მოიგო. მატჩი 4 საათსა და 19 წუთს გაგრძელდა. ზვერევი სეტებში მუდმივად წინ იყო. იტალიელმა ორჯერ გაათანაბრა, მაგრამ გადამწყვეტი სეტი ისევ ზვერევმა აიღო. გერმანელი აქამდე ორ ფინალში იყო – 2020 წელს ამერიკაში...