6 სექტემბერს ყაზახეთი-საქართველოა. ფიქრები ყაზახეთის დედაქალაქ ასტანასკენ. ერთა ლიგის პირველი მატჩი იქ გველის და ბევრი რამ სწორედ ამ შეხვედრაში გაირკვევა. ვის შეიძლება ველოდოთ ვლადიმირ ვაისის ნაკრებში? იმ ახალწვეულებზე, ან „ძველწვეულებზე“ დავწერთ, რომლებმაც ამ ზაფხულს კარიერულად მოუმატეს – გუნდი შეიცვალეს და ეს წაადგათ, ან სადაც იყვნენ, იქ კარგად ათამაშდნენ. იმ ფეხბურთელებს ჩამოვთვლით, რომლებსაც ვაისი არ იძახებდა....
კატეგორია: დავთარი
გამარჯვებული
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩოგანი დააქუხა. გერმანიის ღია პირველობის მოგებით ქართველმა ჩოგბურთელმა არამხოლოდ 500-იანი სერიის, ანუ ATP-ს მესამე რანგის ელიტარული ტურნირი მოიგო, არამედ დაგვარწმუნა, რომ შეუპოვრობა ფასდება. ამ გამარჯვებამდე ბასილაშვილმა თითქმის 10 წელი იარა. ადვილი როდი იყო მსოფლიო ჩოგბურთის გაუვალ ჯუნგლებში სიარული, უმკაცრესი კონკურენციის პირობებში მოთმინების, ფორმის, ხასიათის შენარჩუნება, დასანანი დამარცხებების ჩანაცვლება უმძიმესი გამარჯვებებით. ნიკოლოზმა ეს შეძლო,...
პირველი უელსელი ჯადოქრების ციხიდან
სენ-პე-სიურ-ნიველი პატარა ბასკური ქალაქია დასავლეთ პირენეებში. აქაურები შუა საუკუნეებში თავს ძირითადად მეზღვაურობით ირჩენდნენ. ხშირად ისინი კანადამდეც კი მიცურავდნენ ვეშაპებზე სანადიროდ და სოფელი ნახევარი წლით მხოლოდ ქალების და ბავშვების ამარა რჩებოდა. ერთხელაც ამით სარგებლობა მოუნდათ იქაურ დიდგვაროვნებს ტრისტან დ’ურტუბის და ჟან დე კოპენ დ’ამუს, თითქოს ცოტა ჰქონდათ მიწა, მაგრამ უფრო მეტი მოინდომეს. ანრი IV-ს საჩივარი მიწერეს...
წყალი სიცოცხლეა, წყალი ჯანმრთელობაა…
საქართველო დიდი სპორტსმენების სამშობლოა. ჩვენს ქვეყანაში აღიზარდნენ ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები და პრიზიორები წყალბურთში, ცურვასა და წყალში ხტომაში. მაგრამ ეს ყველაფერი გასული საუკუნის 90-იან წლებამდე მოხდა. მას მერე კი, მოგეხსენებათ, იყო დიდი და ხანგრძლივი კრიზისი. კრიზისი არა მხოლოდ სპორტის საწყლოსნო სახეობებში – ეს იყო ნგრევის, ომებისა და ამ უბედურებებით გამოწვეული დეპრესიის წლები. ამ...
ყენიასთვის ლუქსემბურგი გვეპატარავა
ალბათ, არ გჭირდებათ შეხსენება, ივან რაკიტიჩი რა კაცია – მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ხორვატიის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი „ბარსელონას“ მაისურით აგერ უკვე მეხუთე სეზონს იწყებს და აქამდე გამართულ 135 შეხვედრაში 21 გოლიც გაუტანია. სად რაკიტიჩი და სად ლევან ყენიაო? კარგად რომ ჩავეძიოთ, რაკიტიჩის სუპერკარიერა ცოტათი ლევანის დამსახურებაა… სულ ცოტათი… რიკოშეტით, მაგრამ მაინც… საქმე იმაშია, რომ გერმანულ „შალკეში“ ყენიას...
ველოზე გაცვლილი თხილამურები
1. ვატიკანი 2. გუადელუპის ნოტრ-დამი მეხიკოში 3. ფატიმას ნოტრ-დამი პორტუგალიაში 4. ლურდის ნოტრ-დამი… საფრანგეთში ზოგი რეიტინგი ლურდის ეკლესიას ანიჭებს მესამე ადგილს ამ ჩამონათვალში, რომელსაც ყოველწლიურად დაახლოებით 6 მილიონი მომლოცველი ჰყავს, რომელთაგან 60-70 ათასი ავადმყოფი ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია. ტურ დე ფრანსის დღევანდელი საწყისი წერტილი კათოლიკურ სამყაროში წმინდა ადგილია, რომლის მოლოცვაც მორწმუნეთათვის განმრთელების და ბევრი...
დემარმა კრისტოფსაც მოუგო და კრისტოფსაც
ასწლიანი და რელიგიური ომებით მრავალჯერ დანგრეული ტრი-სიურ-ბაიზის მთავარი ღირსშესანიშნაობის ნახვა თუ გსურთ სულაც არაა საფრანგეთში ჩასვლა საჭირო. გაცილებით შორს მოგიწევთ გამგზავრება, ატლანტიკის ოკეანის გადაკვეთა და ნიუ-იორკში სტუმრობა. რაოდენ უცანაურიც არ უნდა იყოს იქ არც რაიმე ტილოს და არც ქანდაკების სანახავად არ გგზავნით – ჰუძონის ნაპირას, ბრონქსიდან ორ ნაბიჯშია მუზეუმი The Cloisters, რომელიც შუა საუკუნეების ოთხი...
თვალდახუჭულად
აი, მგონი დამთავრდა ეს ჩვენი მსოფლიო ჩემპიონატი. დახუჭეთ თვალები და გაიხსენეთ – რა წარმოგიდგებათ თვალწინ? ეს მრავალფეროვანი ჩემპიონატი იყო. ბუცების და თმების ფერით დაწყებული, თამაშით დამთავრებული. ასეთი სიჭრელე აქამდე არც კი მინახავს. ასეთი ჭრელი ჩემპიონატი არ ყოფილა. მაგრამ სიჭრელე თვალს კი ახაარებს. მაგრამ მთავარი ხომ ეს არ არის? რა თქმა უნდა, ლამაზი გოლები. ასეთები, რასაკვირველია,...
სერბეთი – ხორვატია. წყალბურთი და არა მარტო…
ბერნატ პიკორელის საწყლოსნო კომპლექსში, რომელიც ბარსელონას ოლიმპიადის (1992) შემდეგ მეოთხედი საუკუნეა ერთგულად ემსახურება ზეპურ საწყლოსნო მოვლენებს, სიცხე მატულობს. წყალბურთში ევროპირველობის მეორე ეშელონმა ადგილები უკვე გაინაწილა. 16 რჩეულ ევროპულ ნაკრებს შორისაა საქართველოს ეროვნული ნაკრებიც, რომელმაც სლოვაკეთთან გმირული 8:6-ის შემდეგ სატურნირო ცხრილში მე-13 პოზიცია დაიმტკიცა და წინა ევროს შედეგს ერთი საფეხურით გადააბიჯა. მთავარი ამბები კი, ცხადია, მეოთხედფინალურ...
ჭამა ფრუმმა პეტერამი?
ბანიერ-დე-ლუშონში ტურ დე ფრანსის პირველი სტუმრობა 1910 წლით თარიღდება. „პირინეის დედოფალი“ გასული საუკუნის დასაწყისში ოქტავ ლაპიზმა დაისაკუთრა. ფრანგი იმ წელს ტურ დე ფრანსის ჩემპიონიც გახდა, ორი წლით ადრე ოლიმპიადაც მოიგო, მერეც ბევრგან ივარგა და პირველი მსოფლიო ომის გმირიც გახდა. ველოსიპედი თვითმფრინავზე გაცვალა, ბევრი ბრძოლა მოიგო, მაგრამ 1917 წლის 14 ივლისს, ბასტილიის დაცემის დღეს, თავადაც გმირულად...









