კატეგორია: დავთარი

Home დავთარი
სამივე ქართული გუნდი ჯგუფიდან გავიდა
ჩანაწერი

სამივე ქართული გუნდი ჯგუფიდან გავიდა

ირა ზაქარეიშვილი ჰიორინგიდან ნორვეგიული „სარპსბორგის“ დამარცხების მერე 3-1 (ბექაური გეგა-2 და კარანაძე სოსო) ნორვეგიული „ტვეიტის“ ჯერიც დადგა – 5-0! ზაზა დიდებაშვილის აღსაზრდელები ორმეტრიან ნორვეგიელებს ისეთი ჟინით ებრძოდნენ, განსაკუთრებით 2 ყველაზე პატარა (2 წლით უმცროსები!!!) ტატო მორგოშია და ლუკა დევდარიანი, რომ ბურთი დაუმალეს. ისეთი საფეხბურთო გაკვეთილი ჩაუტარეს ქართველებმა, ნორვეგიელთა მწვრთნელები თავად მოვიდნენ ჩვენებთან, უთუოდ ფინალში უნდა...

ქართული ჰეთ-თრიქი დანიაში პირველივე დღეს
ჩანაწერი

ქართული ჰეთ-თრიქი დანიაში პირველივე დღეს

ირა ზაქარეიშვილი ჰიორინგიდან „ვიტ ჯორჯიასა“ და „საბურთალოს“ ჭაბუკთა გუნდებმა შვედეთის „გოტია კაპის“ მერე დანიაში გადაინაცვლეს და 25 ათას კაციან პატარა ქალაქ ჰიორინგის ცენტრალურ სტადიონზე 1982 წლიდან დამკვიდრებულ „დანა კაპზე“ გახსნის ცერემონიალში მიიღეს მონაწილეობა. ტურნირზე 1000 გუნდი ითამაშებს 46 ქვეყნიდან, რომელთაც 288 არბიტრი განსჯის მსოფლიოს 21 საფეხბურთო ფედერაციიდან. პატარა ჰიორინგში და მის გარშემო სულ 65 მწვანე...

რისკმა დაცემა იცის
ჩანაწერი

რისკმა დაცემა იცის

ლეგენდის მიხედვით კარკასონის სახელი IX საუკუნიდან მოდის. იმ დროს ქალაქი სარკინოზების ყოფილა. ფრანკთა დიდი ხელმწიფე შარლემანი (იგივე კარლოს დიდი) დიდძალი ჯარით დამდგარა ქალაქის ალყად, რომლის მმართველი, მეუღლის, მუსულმანი პრინცის ბალაკის ბრძოლის ველზე დაცემის შემდეგ ქალბატონი კარკასი გამხდარა და მედგარი წინააღმდეგობაც გაუწევია მომხდურთთათვის. ალყა იმდენი ხანი (ზოგიერთი წყაროს მიხედვით 5 წელზე მეტი) გაგრძელებულა, ორივე ჯარს სანოვაგე...

13 აგვამაღლებს
ჩანაწერი

13 აგვამაღლებს

მოსახდენი მოხდა: ევროწყალბურთში (და ეს იგივეა, რაც მსოფლიო წყალბურთში) მოდის კანონმდებელი რვა ნაკრები ისევ უკლებლივ გავიდა წლევანდელი ევროპირველობის მეოთხედფინალში (ორი წლის წინანდელი ევროს მსგავსად) და კიდევ ერთხელ გამოკვეთა ის ხრამი, რომელიც მათსა და დანარჩენ საწყალბურთო ევროპას შორის გაწოლილა. უნგრეთი – ჰოლანდია 12:9 (5–4, 4–2, 2–1, 1–2) – ეს ანგარიში თითქოს ბრძოლაზე მიუთითებს, მაგრამ წყალბურთის მოყვარული...

სარი და შარი
ჩანაწერი

სარი და შარი

ჯერ სრულად ვერ ასიგრძეგანებს, ალბათ, “ჩელსის” ყოვლისშემძლე პატრონი, გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელად მაურიციო სარის დანიშვნით რამხელა შარში გაჰყო თავი. სინიორ მაურიციოს კვალიფიკაციასა და საქმისადმი ერთგულებაში ეჭვის შეტანაც კი მკრეხელობა იქნებოდა, მაგრამ აბრამოვიჩი მზად უნდა იყოს, რომ მის გუნდს დამდეგ სეზონში თანამედროვეობის ყველაზე უცნაური (მეტისმეტად მსუბუქი ნათქვამია) სპეციალისტი გაწვრთნის. ბევრს ვინ არ ეწევა, მაგრამ სინიორ მაურიციო...

სქაი აკონტროლებს, ასტანა – იგებს
ჩანაწერი

სქაი აკონტროლებს, ასტანა – იგებს

მილოდან კარკასონამდე 181,5 კილომეტრი გაიარა პელოტონმა კვირას. მიუხედავად იმისა, რომ შეტევები მრავლად იყო, შეიძლება ითქვას, ლიდერები და მათი გრეგარები ხვალინდელი დასვენების დღეს არ დაელოდნენ და საკმაოდ მშვიდად, აუღელვებლად ირბოლეს. ამის დასტური პელოტონის ფინიშიც იყო, როცა არავის გამოუდია თავი და მცირედი აჩქარების გარეშე გაიარა ყველამ ბოლო მეტრები. „პირველი საათის მანძილზე ბევრი შეტევა იყო. მშვიდად ვცდილობდით გვეკონტროლებინა,...

კლოპის აზრი და აგრესია
ჩანაწერი

კლოპის აზრი და აგრესია

ეს არის ყველაზე აგრესიული სატრანსფერო ფანჯარა „ლივერპულის“ თანამედროვე ისტორიაში. სამი დღის წინათ მათ სარეკორდო 73 მილიონი ევრო გადაიხადეს ბრაზილიელ მეკარე ალისონში და ამის შემდეგ მათმა  დანახარჯმა ჯამში 190 მილიონი ევრო შეადგინა. ბრაზილიელი მეკარის გარდა ამ ზაფხულს მერსისაიდელებმა ასევე ნაბი კეიტა, ფაბინიო და ჯერდან შაჩირი იყიდეს. თუ ამას დავამატებთ ზამთარში ცენტრალურ მცველ ვირგილ ვან დეიკში გადახდილ...

ორი ერთში
ჩანაწერი

ორი ერთში

სენ-პოლ-ტრუა-შატოსა და მენდეს შორის ეტაპი ტურ დე ფრანსის საერთო ჩათვლაში მოწინავე მრბოლებისთვის ცოტა ამოსუნთქვის საშუალება უნდა ყოფილიყო და ასეც დაიწყო ეტაპი, მაგრამ ბოლოს მათაც საკმაო ძალისხმევა დასჭირდათ სტატუს-კვო რომ შეენარჩუნებინათ. სტარტზე გამოსული 152 ველოსიპედისტიდან ბევრს სურდა თავის გამოჩენა შეტევაში და ამიტომ უკვე მეხუთე კილომეტრზე პელოტონი ოთხ ნაწილად დაიშალა. არიერგარდში ისეთი ხალხი გაება მახეში, როგორებიც მიკელ...

იტალიური მასტერკლასი
ჩანაწერი

იტალიური მასტერკლასი

წყალბურთს პროგნოზები უხდება. ევროპის 2018 წლის პირველობის ფინალური ტურნირის ჯგუფური ეტაპი აუმღვრევლად ჩატარდა, მხოლოდ A-ჯგუფში დატრიალდა ინტრიგა, როცა გერმანიამ ევრო-2016-ის ბრინჯაოსმედალოსან უნგრეთს ფრე გამოჰგლიჯა ხელიდან და ამით დაამტკიცა, რომ საქართველოს ნაკრებთან მისი გამარჯვებაც შემთხვევითი როდი იყო. ჩვენებმა კი მოლოდინისამებრ დათმეს თამაში იტალიის ნაკრებთან (3:14) ისე, რომ ვერცერთ ტაიმში სერიოზული ვერაფერი აჩვენეს.   ჯგუფში ბოლო ადგილის...

11 – ვარანმა გუნდი შეავსო
ჩანაწერი

11 – ვარანმა გუნდი შეავსო

მადრიდის „რეალის“ ფრანგი ცენტრალური მცველი რაფაელ ვარანი მეთერთმეტე ფეხბურთელი გახდა ისტორიაში, ვინც ერთი სეზონის განმავლობაში ორი მთავარი ფინალი მოიგო – ჩემპიონთა ლიგის (თასის) და მსოფლიო ჩემპიონატის. ასეთივე შედეგი შეიძლებოდა ჰქონოდა ასევე რეალელ ლუკა მოდრიჩს, მაგრამ მისი ხორვატია მონდიალის ფინალში ფრანგებთან 2:4 დამარცხდა. საინტერესოა, რომ სიაში მხოლოდ ორი კლუბის მოთმაშეები მოხვდნენ, 11-დან შვიდი მიუნხენის „ბაიერნის“ ფეხბურთელია,...