კატეგორია: დავთარი

Home დავთარი
ესმის საგანს საგანი
ჩანაწერი

ესმის საგანს საგანი

ტურ დე ფრანსის მე-12 ეტაპი ბურგ დ’უაზანიდან ვალანსამდე 169,5 კილომეტრზე იყო გაჭიმული. ვინაიდან გზა სირთულეებით არ იყო დახუნძლული, მაყურებელთა უმეტესობა უფრო გარემოს პეიზაჟების ყურებით იყო დაკავებული, სანახავი კი მართლაც ბევრი იყო. ანტიკურ პერიოდში ბურგ დ’უაზანი რომაელთა გზაზე შუალედური პუნქტი ყოფილა გრენობლიდან ბრიანსონისკენ მიმავალ გზაზე. მის შესახებ ისტორიული მონაცემები მწირია, მხოლოდ XIII საუკუნის დასაწყისში დიდი წყალდიდობის...

მეწყინა, ბატონო ლევან
ჩანაწერი

მეწყინა, ბატონო ლევან

არ დავწერე ნაუცბათევად და ცხელ გულზე. ვერ დავწერე როგორც ჟურნალისტმა, რადგან არ ვიყავი სფფ-ის რიგით მეიმდენე ყრილობაზე აკრედიტებული და მოვლენებიც ზუსტად იმ დოზით აღვიქვი, როგორც რიგითმა ქომაგმა – მედიიდან. რიგით ქომაგებთან შედარებით ერთი უპირატესობა მქონდა მხოლოდ: ვეტერანი ფეხბურთელების გარდა, დარბაზში მსხდომებში სხვა ბევრი საკუთარი საქმის პროფესიონალიც ამოვიცანი, ვისი შეხედულებებიც კარგად ვიცი და უაღრეს პატივს ვცემ....

დონე არ გათანაბრდა. უფსკრული გაიზარდა!
ჩანაწერი

დონე არ გათანაბრდა. უფსკრული გაიზარდა!

საინტერესო რამაა სტატისტიკა, მაგრამ ზოგჯერ მაცდური. გასული მონდიალი სენსაციებით გაჯერებული იყო. ფიფას რეიტინგში უფრო დაბლა მდგომმა გუნდებმა მათ ზემოთ მყოფნი 19 შემთხვევაში დაამარცხეს. შედარებისთვის: მსგავსი რამ 2010 წელს სამხრეთ აფრიკაში 11-ჯერ მოხდა, 4 წლის შემდეგ, ბრაზილიაში სულ 8-ჯერ. კიდევ ერთ მონაცემსაც გაახლებთ: სამხრეთ აფრიკაში რეიტინგით მაღლა მდგომებს აუტსაიდერებთან ბურთების ჯამური ბალანსი +39 ჰქონდათ, ბრაზილიაში +43,...

კრავთა დუმილი
ჩანაწერი

კრავთა დუმილი

ევროტურნირებზე ოთხი ქართული გუნდიდან მხოლოდ ერთმა გადალახა პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი. საჩხერის „ჩიხურამ“ გადაარჩინა წლეულს ქართული ფეხბურთი ევროსარბიელზე განულებას და საერთოდ, ეს მგონი ერთადერთი კლუბია, რომელიც არასოდეს გადაუთელიათ. ხუთი წელია, რაც ევროპაზე გამოდის და საჩხერელთა განადგურება არ გვახსენდება. იერუსალიმის „ბეითარს“, რომელსაც თავის დროზე „ვიტ ჯორჯია“ ჰყავს დაბრიყვებული, შინ რომ ვერაფერი მოუხერხეს (0:0), გასვლაზე 2:1 მოუგეს. აგებდნენ...

ჯვრის გზა რკინის ჯვარზე
ჩანაწერი

ჯვრის გზა რკინის ჯვარზე

1952 წელს, 21 მარყუჟიანი, 13,8 კილომეტრის და 8,1% დახრილობის ალპ დ’უეზის მთა პირველად მოხვდა ტურ დე ფრანსის მარშრუტში. პირველად ეს უმაღლესი კატეგორიის სირთულე ლეგენდარულმა იტალიელმა ფაუსტო კოპიმ მოიგო. „ამ საშინელ აღმართზე კოპისთვის რომ გეყურებინათ, რომელიც ველოდან არც წამომდგარა, იტყოდით, აკი ორგანიზატორები ამბობდნენ ურთულესი დასალაშქრი მთააო, არადა გზა სწორია შემაღლებების გარეშეო“ – დაწერა მაშინ ტურზე მომუშავე...

აღარ გვინდა შარშანდელი…
ჩანაწერი

აღარ გვინდა შარშანდელი…

დღეს და ხვალ აბანოა. ჩემპიონთა ლიგაზე და ევროპა ლიგაზე ითამაშებენ ქართული კლუბები. პირველი საკვალიფიკაციოს პირველი მატჩები იყო და საპასუხოებს ველოდებით. რა იმედით? მთლად უიმედოდ არ ვართ, შარშანდელს უკვე სჯობს. შარშან საერთოდ კოშმარი მოხდა. თუმც ჯერ მაინც ადრეა… დღეს საღამოს ცხრა საათზე ქუთაისის „ტორპედო“ მოლდოვაში შეხვდება ტირასპოლის „შერიფს“, რომელსაც ლამის მთელი ბალახვანისა თუ საფიჩხიის ტერიტორიისა მხოლოდ...

ვინ სახლში, ვინ – კარში…
ჩანაწერი

ვინ სახლში, ვინ – კარში…

სენსაციების გარეშე არ ჩაუვლია ამ მსოფლიოს ჩემპიონატს. სხვაგვარად მოსაწყენიც იქნებოდა. მინდორს მიღმაც არ გვაკლდა სასეირო, მაგალითად, დიეგო მარადონას პრანჭვა-გრეხვები. როგორ მოგვაკლდა თვალს არგენტინის გავარდნის მერე. აქ 10 უცნაური ამბავი ჩამოვთვალოთ. 1. გერმანია ჯგუფში დარჩა. უკვე მერამდენედ, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი კრახს განიცდის. საფრანგეთი-2002, იტალია-2010, ესპანეთი-2014, ახლა კი გერმანია-2018, შორეულ წარსულში ისევ იტალია… ბოლო ხუთიდან გამონაკლისი იყო...

მთის მეფესთან თეთრი დროშით
ჩანაწერი

მთის მეფესთან თეთრი დროშით

ტურ დე ფრანსის მთიანი ნაწილი ულამაზესი ტბის პირას გაშენებული მშვენიერი ანსიდან დაიწყო. ეტაპის საერთო სიგრძე 160 კილომეტრამდე იყო.საინტერესო რბოლა გამოდგა. თავიდან პატარა ჯგუფი მოწყდა პელოტონს და კარგა ხნითაც იგდო ლიდერობა ხელთ. მოულოდნელი იყო მათ შორის საერთო ჩათვლის ლიდერის ბელგიელი გრეგ ვან ავერმატის ყოფნა, რადგან ის მთის მრბოლი არ გახლავთ, არადა საწყის 70 კილომეტრზე თითო პირველი...

ფიქრები ხორვატიაზე, უფრო კი სადღეგრძელო
ჩანაწერი

ფიქრები ხორვატიაზე, უფრო კი სადღეგრძელო

ხორვატიას გაუმარჯოს! ოთხმილიონიანი ერის, ვაჟკაცი, მებრძოლი ხალხის ქვეყანას. დედამიწის ლამაზ კუთხეს. ედემს. გაუმარჯოს ხალხს, რომელსაც დიდი, ხარბი და დაუნდობელი სახელმწიფოების ფერხულში გადარჩენა სურს, თავის დამკვიდრება უნდა. ვისაც თავისი შვილების ყოველ წარმატებაზე თვალს ცრემლი ადგება და სწორედ ამ ცრემლის ეშხით არ აკლია წარმატება. რომელსაც სწამს, რომ მსოფლიოს მწვერვალზე თავისი ადგილი ეკუთვნის და ამ რწმენით ანთებული მიზნისკენ...

ტური მთაში წავიდა
ჩანაწერი

ტური მთაში წავიდა

ველოსპორტში რომ ყველაზე პრესტიჟული მრავალდღიანი რბოლა „ტურ დე ფრანსია“, მგონი ყველამ იცის, ვისაც კი ოდნავ მაინც ჰქონია შეხება არათუ ველოსპორტთან, არამედ უბრალოდ სპორტთან. საერთო ჯამში რიგით 105-ე „ტურ დე ფრანსზე“ 176 მრბოლს 3351 კილომეტრი ჰქონდა გასავლელი 21 ეტაპად, მათგან 6 მთის, ერთი გუნდურად და ერთიც ინდივიდუალურად. ტურს 39 დასახლებაში მასპინძლობენ, საიდანაც ცხრას პირველად ერგო ეს...