კატეგორია: დავთარი

Home დავთარი
23 + ბონუს ფაქტი მსოფლიოს ჩემპიონატზე
ჩანაწერი

23 + ბონუს ფაქტი მსოფლიოს ჩემპიონატზე

აჰა, გასრულდა და როგორც ფიფამ უკვე გამოაცხადა, მომდევნო მსოფლიოს ჩემპიონატამდე არა 4, არამედ ოთხი წელი და 6 თვე მოგვიწევს ლოდინი. თუმცა გარწმუნებთ, ეს დროც მალე გაირბენს. როგორი ჩემპიონატი იყო? ნუ, გააჩნია, ვინ ბრძანდებით. მესის ფანებისთვის (ყოველ შემთხვევაში, მათი მოზრდილი ნაწილისთვის) – საძაგელი და ყოვლად უინტერესო. საერთოდ, თუ დაკვირვებიხართ, ხშირად მოისმენდით, ეს რა ჩემპიონატია: ბრაზილია, არგენტინა,...

სტატისტიკა, მხოლოდ სტატისტიკა…
ჩანაწერი

სტატისტიკა, მხოლოდ სტატისტიკა…

ჩაიარა მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატმა. ზოგმა, ასეთი ჩემპიონატი ისტორიას არ ახსოვსო, ზოგმაც – რას გავდაო. აზრი ყველას თავისი აქვს, ჩვენ კი პედანტი ხალხი ვართ და საქმეში სტატისტიკის ჩართვას ვაპირებთ, რიცხვებს მოვიმარჯვებთ და ვეცდებით დავამტკიცოთ, რომ მონდიალ-2018 ისტორიაში რამდენიმე მნიშვნელოვანი რეკორდით მაინც დაიმკვიდრებს ადგილს. გერმანია იმ ნაკრებთა მწუხარე კლუბში მოხვდა, რომელთაც მსოფლიო ჩემპიონობის მოპოვების შემდგომ მონდიალზე ჯგუფიდან...

მოსკოვში მამალმა იყივლა
ჩანაწერი

მოსკოვში მამალმა იყივლა

საფრანგეთი მსოფლიოს ჩემპიონია! „მამლები“ გაუთანაბრდნენ ურუგვაისა და არგენტინას, ახლა უკვე ორჯერ აქვთ მოგებული მონდიალი. რა დაბედებული აქვთ ეს 18. აბა, ნახეთ: 1938 – შინ ჩაატარეს; 1958 – მესამეზე გავიდნენ, ჟიუსტ ფონტენმა კი 13 გოლი გაიტანა, რაც უნიკალური შედეგია; 1978 – რომანტიკული თაობა სწორედ მაშინ წამოვიდა მიშელ პლატინის მეთაურობით; 1998 – პირველად გახდნენ ჩემპიონები; 2018 – მეორედ…...

კლასიკური ამბიცია და მარადი ომი
ჩანაწერი

კლასიკური ამბიცია და მარადი ომი

საათებიც და რუსეთის მონდიალი ისტორიის კუთვნილება გახდება. ჩაუჯდებიან მერე სტატისტიკოსები და მისხალ-მისხალ აწონიან და გაზომავენ თითოეული ფეხბურთელის პასებსა თუ განარბენ კილომეტრებს. რიგითი საფეხბურთო გურმანისთვის კი სტატისტიკა მკვდარი ციფრებია, არაფრის მეტყველი და უემოციო. მის მეხსიერებაში მხოლოდ გამორჩეული მატჩები და ფრაგმენტები რჩება. მაინც რა დაილექა რუსული მონდიალის შემდეგ? იყო რამდენიმე ზღაპრული თამაში, ალაგ-ალაგ კარგიც და გაცილებით მეტი...

ფიფა და ლობიანები
ჩანაწერი

ფიფა და ლობიანები

დღეს ინგლისი და ბელგია მსოფლიოს ჩემპიონატის მესამეადგილოსანს გამოავლენენ. ოთხი წლის თავზე კი ანალოგიური ტიტულისთვის მატჩი ბარბარობა დღეს – 17 დეკემბერს შედგება. რადაო და იმადაო, რომ FIFA-ს პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ ასე ბრძანა: მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი ყატარში 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება. მსოფლიო ფეხბურთის სეფეკაცმა ბრძანა, ყატარში ივნისიდან ივლისის ჩათვლით საშუალო ტემპერატურა 40 გრადუსს აღემატება და...

კირსანი მოხსნეს
ჩანაწერი

კირსანი მოხსნეს

ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციაში სამწლიანი ბუბუნის შემდეგ მიწა იძრა: ფედერაციის ეთიკის კომისიამ პრეზიდენტ კირსან ილუმჟინოვს უფლებამოსილება შეუჩერა. შეჩერება ამ შემთხვევაში მოხსნის ტოლფასია, რადგან ყალმუხეთის ექს-პრეზიდენტის თავზე იმდენი ღრუბელი დაგროვდა, ფიდეში მისი დაბრუნების ბავშვსაც აღარ სჯერა. ილუმჟინოვი მსოფლიო ჭადრაკს თითქმის ყმაწვილკაცობაში, 1995 წელს ჩაუდგა და აღნიშნული ამბავი “სარბიელში” გიო ახვლედიანის სულ პირველი სვეტის თემადაც იქცა. ბევრი სასარგებლო...

რუსი მიდის!
ჩანაწერი

რუსი მიდის!

განა რა ფეხბურთი ითამაშა რუსეთის ნაკრებმა საშინაო მონდიალზე? გაილაღა საუდეთის და ეგვიპტის უსუსტეს გუნდებთან, გაცამტვერდა ურუგვაისთან, გაძლებაზე ეთამაშა ესპანეთს და გაუმართლა პენალტებში, თუმცა, იგივე სცენარმა ხორვატებთან მხოლოდ სანახევროდ იმუშავა… და მაინც: რუსეთი მსოფლიო ჩემპიონატის რვა საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა და ევროპული (არამხოლოდ) სკაუტების ინტერესმაც იმატა. აქამდე რუსული ფეხბურთი საკუთარ წვენში იხარშებოდა. სახელმწიფო კორპორაციებისა და (გაზპრომი,...

ფინალი პირველი
ჩანაწერი

ფინალი პირველი

“მოაშორეთ ეს ხორვატია აქედან!” – წაიბურდღუნა წუხელ მუშტაიდის პარკში ვეება ეკრანის წინ, ლუდით ხელში მჯდომმა ქომაგმა და მესამე ბოთლას გამოუყვანა წირვა – “პენალტები იქა, პენალტები აქა, უგებენ არგენტინას, რომელიც არგენტინა კი არა, რაღაც დოზანაა. რამდენი უნდა გაგიმართლოს…” ქომაგს კონცეპტუალური სევდა აწვა მხრებზე: მის გონებაში ვერ თავსდებოდა მონდიალის ნახევარფინალი ბრაზილიის, არგენტინის, გერმანიის, იტალიის (აფსუს, იტალია!) ან...

ყველაზე ძვირი ბებერი ვაჟბატონი
ჩანაწერი

ყველაზე ძვირი ბებერი ვაჟბატონი

112  მილიონი ევრო მადრიდის „რეალს“, კრიშტიანუ რონალდუ 4 წლით „იუვენტუსს“, 30 მილიონი წელიწადში რონალდუს და ღია წერილი „რეალის“ ფანებს  – ასე დამთავრდა ცხრაწლიანი, უხვგოლიანი და მრავალტიტულიანი მადრიდული ეპოქა აწ უკვე „რეალისთვის“  ლეგენდად ქცეული პორტუგალიელისა. ესაა ყველაზე ძვირი ტრანსფერი ორივე კლუბის ისტორიაში და თან, 33 წლის ფეხბურთელში ამდენი აქამდე არავის გადაუხდია. „იუვენტუსმა“ გადაიხადა 112  მილიონი  და...

ვსწავლობთ ღირსეულად წაგებას? არა, მოგება გვინდა!
ჩანაწერი

ვსწავლობთ ღირსეულად წაგებას? არა, მოგება გვინდა!

დღეს ევროპის საკლუბო ტურნირები აიღებს სტარტს და ორი ქართული კლუბი პირველ მატჩებს გამართავს. ზეგ საქართველოს კიდევ ორი წარმომადგენელი ითამაშებს (ხვალინდელ საღამოს, როგორმე, ინგლისი-ხორვატიით გადავაგორებთ). სულ უთქმელობა არ გამოდის, მაგრამ ამ მომცრო წერილს არც წინასამატჩოს ფუნქცია აკისრია. არ იქნება ნახსენები არც ერთი ფეხბურთელი, არც ერთი მწვრთნელი ან ფუნქციონერი. აზრი არ აქვს და იმიტომ – მერამდენე წელია...