ნავალოვსკის პირველი ბათუმური ელიტაში დაბრუნებულმა ზღვისპირელებმა საწყისი ორი მარცხის შემდეგ, ვითარება გამოასწორეს. ბოლო ხუთ ტურში ოთხჯერ მოიგეს და ახლა თბილისელ თანაკლუბელებთან და „ტორპედოსთან“ ერთად, 2-5 ადგილებს იყოფენ. ბათუმელთა რიგებში სადებიუტო მატჩი ითამაშა საქართველოს ნაკრების 32 წლის ტრავმამოშუშებულმა მარცხენა მცველმა გიორგი ნავალოვსკიმ, რომელსაც ბოლოს ეროვნულ ჩემპიონატში 2015 წლის 7 დეკემბერს ეთამაშა გორის „დილას“ შემადგენლობაში. შენგელიას მეორე...
კატეგორია: დავთარი
წახამუშება
ჩემი შვილი კი არ დავაყენე, მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელი დავაყენე, თან ისე, რომ სხვა გამოსვალი არ მქონდაო. ასე თქვა, „რეალის“ სათავეში მობრუნებულმა ზინედინ ზიდანმა, როცა ერთი კვირის წინ, 3-2-ზე მოგებულ თამაშში „რეალის“ ძირითადში მისი ვაჟი, ლუკა დააყენა კარში. იღბლიანი დღე გამოვიდა. ახალბედა მეკარე ჩადგა და მოიგეს. მესამე მეკარე. ზიზუმ იოლად ახსნა: ტიბო კურტუა დამტვრეულია, კეილორ ნავასს...
ანტიტური
ამ ფორმატით ეროვნული ლიგის გათამაშება 2017 წლიდან ტარდება და ასე ცოტა გოლი ერთ ტურში (6), არცერთ წინამორბედში გასულა. შარშანაც, სხვათა შორის, მე-6 ტურში, 7 გოლი გავიდა. შარშანწინ პირველ ტურშიც მხოლოდ შვიდჯერ დალაშქრეს მეტოქეებმა ერთმანეთის კარი. ამჯერად კი ანტირეკორდი დამყარდა. მთავარი შეხვედრა სამტრედიაში გაიმართა, სადაც „ტორპედომ“ ქართულ დერბიში „დინამოს“ უმასპინძლა. მართალია, გოლები არ გასულა, მაგრამ ტემპი...
ჭადრაკის და ადამიანის სიყვარულით
ვლადიმირ გრიგორის ძე ზაკი, საბჭოთა ეპოქის მწვრთნელი-ლეგენდა, აღმზრდელი ბორის სპასკისა, ვიქტორ კორჩნოისა და გატა კამსკისა, თავის საჭადრაკო ბესტსელერში, “სრულყოფის ხელოვნება” დიდი მორიდებით არ გამოირჩევა. გინდ კასპაროვი იყოს, პარტიების ანალიზისას თუ რამ ნაკლი უპოვა, კარგად მისცხებს ხოლმე. მისგან შესრულებული საჭადრაკო პარტიების ანალიზი გადამოწმებას არ საჭიროებს. მაგრამ არის წიგნში ეპიზოდი, სადაც ავტორს თვალაწყლიანებულს ვხედავთ: “ჩემს შეხედულებათა ჩამოყალიბებაში...
რატომ ითამაშა შერიმ?
საქართველოს ნაკრების მიერ მარტში ჩატარებული ორი მატჩიდან, ყველაზე მძაფრი ემოცია, ალბათ შვეიცარიასთან შეხვედრაში განვიცადეთ, როცა ჯიმი ტაბიძე და შვეიცარიელი ფაბიან შერი შეეჯახნენ ერთმანეთს. „ნიუკასლის“ მცველმა გონება დაკარგა, იქვე მყოფმა ჯანო ანანიძემ კი ენა დაუჭირა და გადაარჩინა. ევროპულმა მედიამ, შემდეგ ქართველი გმირად შერაცხა. თუმცა, შეხვედრა მაინც ჩაამთავრა. ხოლო ტაბიძე მოგვიანებით შეცვალეს, მას თავი შეუხვიეს და ტრავმიდან...
სულშერს აბურთავებდნენ და აქეთ-იქით ათრევდნენ
ოლე გუნარ სულშერი იმ სპორტს რომ გაჰყოლოდა, რომელზეც პირველად შევიდა, დღეს „მანჩესტერ იუნაიტედში” სულ სხვა ამბები იტრიალებდა. მანჩესტერელთა ნორვეგიელი თავკაცი ბავშვობაში კლასიკურ ანუ ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ვარჯიშობდა. რა უნდოდა სულშერს ჭიდაობაზე? პასუხი მარტივია: მამა ჰყავდა მოჭიდავე. თან, ოივინდ სულშერი დაბალი დონის მოჭიდავე სულაც არ გახლდათ. ის 1966-71 წლებში ზედიზედ ექვსჯერ გახდა ნორვეგიის ჩემპიონი. სპორტს კი ჯარში...
სანაკრებო პაუზამ საბურთალო დააპაუზა
პირველი ჰეთ თრიქი კვირა საღამოს ტურის მთავარი მატჩი გაიმართა. „დინამომ“ ლიდერ „საბურთალოს“ უმასპინძლა და 4:2 დაამარცხა. მოხდენიათ დინამოელებს სანაკრებო პაუზა, აი, საბურთალოელებს კი აღებული ტემპი გაუცუდდათ, მათ ხომ აქამდე ასპროცენტიანი შედეგი ჰქონდათ მიმდინარე ჩემპიონატში. შეხვედრა კი ერთობ საინტერესო გამოდგა. სტუმარი საბურთალოელები ორჯერ იგებდნენ, მაგრამ დინამოელებმა მაინც გამონახეს ძალები და მოიგეს. სამი გოლი გაიტანა ზაფხულში „ტორპედოდან“...
დედა, შენ აღარასოდეს იმუშავებ!
ტაიფუნივით შეიჭრა მოიზეს კინი იტალიურ ფეხბურთში. 2000 წლის 28 თებერვალს კოტ დივუარული ფესვების მქონე ოჯახში დაბადებული მოიზესი 7 წლიდან „ტორინოს“ აკადემიაში ბურთაობდა, მაგრამ უკვე 10 წლისა „იუვეს“ სკაუტებმა შენიშნეს და ხელიდან აღარ გაუშვიათ. ჯოვანისსიმო და ალიევე – ასე ჰქვია ორ იუნიორულ დონეს იტალიაში, სადაც მოიზესმა 30 შეხვედრაში 25 გოლი გაიტანა. მეტი რაღა კომპლიმენტი ვთქვათ, როცა...
ბერლუსკონი და გალიანი დაბრუნდნენ
არამარტო მილანელების, ზოგადად ფეხბურთის ქომაგების დიდი ნაწილი დარწმუნებული იყო, რომ მაშინ ერთი ძალიან ლამაზი და სერიოზული, ამბიციური და ექსტრავაგანტური ეპოქა დასრულდა: 2017 წელს სილვიო ბერლუსკონიმ „მილანი“ ჩინურ კონსორციუმს 740 მილიონ ევროდ მიჰყიდა და კლუბი აღმასრულებელ დირექტორ ადრიანო გალიანისთან ერთად დატოვა. არადა, მათი მილანური ეპოპეა სამ ათეულ წელს ითვლიდა. პენსიაში გასვლის შემდეგ ეს ორი პატივცემული პერსონა...
ნაკრებზე და არა მხოლოდ ნაკრებზე
ეს ყველაფერი, რაც შვეიცარიასთან მეორე ტაიმში და ირლანდიასთან ორივე ტაიმში მოხდა, გუშინ და გუშინწინ არ დაწყებულა. სამწუხაროდ, ამ სამივე ტაიმის დასაწყისი ისეთი იყო, რომ სარკეში ჩაახედა ქომაგი – ეს სხვა ლიგაა, სხვა აზროვნება, სხვა სიჩქარეები. გაჩნდა ნიშნის მოგებით საუბრები და კომენტარები: „აბა, რა გეგონათ, რატომ გქონდათ იმედი?..“ თავიდანვე შევეშვათ უკიდურესობებს. არ მეგულება ადამიანი, რომელიც ამ...









