როგორც იქნა, საშველი დაადგა „ტოტენჰემის“ ახალი სტადიონის გახსნას. ოფიციალურად გამოცხადდა: 1 მილიარდიან, 62 ათასადგილიან სარბიელზე პირველი მატჩი 3 აპრილს გაიმართება. პრემიერლიგის მორიგ ტურში ტოტენჰემი“ თანაქალაქელ „კრისტალ პალასს“ უმასპინძლებს. ამ მეგაპროექტის შესახებ ჯერ კიდევ თერთმეტი წლის წინათ საუბრობდნენ. თუმცა მისი განხორციელება მხოლოდ 2017 წელს დაიწყო. მერე სამუშაო პროცესი გაიწელა, ხან უსაფრთხოების, ხანაც ტექნიკური პრობლემების გამო. საბოლოოდ,...
კატეგორია: დავთარი
გვარდიოლამ შავგვრემანი გოგო ვერ შეაბა
„სანმა” პეპ გვარდიოლას წიგნის „ჩემი ხალხი, ჩემი ფეხბურთის” იშვიათი ეკზემპლარი იხელთა. ამ წიგნში „მანჩესტერ სიტის” კატალონიელი მწვრთნელი თავის წარსულს აღწერს, ამბობს, რომ თუ რამ იცის ბობი რობსონისა და ლუი ვან გაალის დამსახურებაა, თუმცა, რასაკვირველია, მისი პირველი მენტორი დიდი იოჰან კრუიფი გახლდათ. კრუიფისა და გვარდიოლას თანამშრომლობა 1989 წელს დაიწყო, როდესაც ჯერაც დამწყებმა ფეხბურთელმა ამხანაგურ შეხვედრაში პირველად...
ბაიერნი აბობოქრდა
ორი წლის წინ „ბაიერნის“ შეფი ული ჰიონესი სასტიკად აკრიტიკებდა თანამედროვე სატრანსფერო პოლიტიკას – ფეარ ფლეის არ მწამს და ყველამ ისწავლა თამაშის წესებისთვის გვერდის ავლაო. როგორც ჩანს, ჰიონესსაც მობეზრდა ქარის წისქვილებთან ბრძოლა და გერმანულმა გრანდმა ზამთარშივე დააანონსა, მომავალ სატრანფერო კამპანიას 200 მილიონი ევროთი ვხვდებითო… და აჰა, პირველი ტრანსფერიც გაცხადდა: „ბაიერნმა“ 80 მილიონ ევროდ მადრიდის „ატლეტიკოდან“ 23...
დანა, მსაჯი, იღბალი…
9–ჯერ ვეთამაშეთ, 8–ჯერ წავაგეთ, მეცხრესაც ვაგებდით და 1:1 დავასრულეთ. 5–ჯერ გავიტანეთ, 17–ჯერ გავუშვით, მაგრამ არის ერთი რაღაც, რაც იმედს არ გვიშლის. ერთი გამონაკლისის გარდა, ირლანდიამ საქართველოსთან სულ ბეწვის ხიდზე იარა და ზოგჯერ მსაჯის დახმარებით, ზოგჯერ იღბლით, მოგებული რჩებოდა. თუნდაც ბოლო დუბლინური თამაში ავიღოთ, საქართველომ მეტოქეს აჯობა, მაგრამ მეორე ტაიმში კოულმენის ერთ მაგარ გარღვევას ვერ გაუძლო,...
The Sun: გმირი ჯანო
გუშინდელი საქართველო-შვეიცარიის ევრო 2020-ის შესარჩევი მატჩის (0:2), 24-ე წუთზე, ერთობ უსიამოვნო ეპიზოდი მოხდა: ჩვენი ჯიმი ტაბიძე საჰაერო ბრძოლაში „ნიუკასლის“ მცველ ფაბიან შერს შეეჯახა. ჩვენიანს გატეხილი თავი შეუხვიეს, შერმა კი რამდენიმე წამით გრძნობა დაკარგა. იქვე მყოფი ჯანო ანანიძე უმალ მიეჭრა და პირში ხელის მტევანი ჩასჩარა, რათა დაზარალებულს ენა არ გადაეყლაპა. საბედნიეროდ, ჯანოს მართლაც სასწრაფო დახმარებამ შედეგი...
უკან, მიწაზე…
თითქოს მოულოდნელი არაფერი ყოფილა. უფრო ძლიერმა შვეიცარიამ შედარებით სუსტ საქართველოს მოუგო. საკუთრივ თამაშის სიუჟეტიც ისეთი იყო, ძალიან, ძალიან ბევრჯერ რომ გვინახავს. ბიჭებს თავი არ დაუზოგავთ, მაგრამ მეტოქემ პირველ ტაიმში მასპინძლები შეაფასა, შესვენების შემდეგ კი ისეთი დასცხო, მტრისას… თითქოსო – ზემოთ ვთქვით და, ეს იმიტომ, რომ ამ შესარჩევის დასაწყისი, არც ერთ წინამორბედს ჰგავდა. შარშანდელმა წაუგებელმა წელწადმა...
გარანტია არ არის… ასეც ვცადოთ!
კიდევ ერთი შესარჩევი, კიდევ ერთი იმედი… ამჯერად უფრო რიხიანად, რადგან უკან მოვიტოვეთ ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი, სრული ჰეგემონია, ოთხეულში გასვლა და ევრო 2020–ზე მოხვედრის კარგი პერსპექტივა – საქართველო, ბელარუსი, მაკედონია ან კოსოვო. თუმცა ახლა სხვა, უკვე ბევრჯერ ნაცადი შესარჩევი იწყება. ერთა ლიგიდან გასვლის გარანტია საქართველოსთვის არავის მიუცია… ან გავალთ, ან ვერა. აქედანაც მაგრად უნდა სცადონ...
ბედნიერი კაცი
განებივრებული ხალხი ვართ ქართველები. იმდენი და ისეთი საამაყო ადამიანი გვყავს გვერდში, მსოფლიოში საუკეთესოობას ლამის ჩვეულებრივ ამბად ვუთვლით… ბატონ გურამ საღარაძეზე ახალი რა ვთქვა? თავისი წილი ლელო მაშინ გაიტანა, როცა სსრკ-ის ჩემპიონობა ევროპის ჩემპიონობაზე რთული მისაღწევი იყო. ჰოდა, ამ დონის ნაკრებს ლამის შვიდი წელი უკაპიტნა… დღეს ბატონი გურამი იუბილარია. მერვე ათეული დახურა, თუმცა მის მხნეობას ორჯერ...
ბოლნისური ვნებანი
ჩემპიონი „საბურთალომ“ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ღირსეული ჩემპიონია. სეზონის სტარტზე ოთხიდან ოთხივე შეხვედრა მოიგო და საკმაოდ დაშორდა კონკურენტებს. თუმცა, „ტორპედოსთან“ ასეთი იოლი გამარჯვება ცოტა უცნაური იყო. ერთმანეთს ხომ დღეისათვის საქართველოს ორი საუკეთესო გუნდი ხვდებოდა. შანსები თანაბრად განიხილებოდა და ზოგი ქუთაისელებსაც კი ანიჭებდა უპირატესობას. მაგრამ ღირსეული დუელი არ გამოვიდა. უკვე 26-ე წუთისთვის თბილისელები 3:0 იგებდნენ და...
აი, რატომ ვატო!
ვატო არველაძემ პოლონური „კორონას“ მაისურით ორ მატჩში სამი გოლი გაიტანა. ამ ორ მატჩს შორის კი იყო ვატოს კარიერაში ახალი მოვლენა – კერძოდ, ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ეროვნულ გუნდში გამოიძახა. მოკლედ, ასე იყო: ვატომ ორჯერ გაუტანა „ვისლას“ და მისმა გუნდმა 2:6 წააგო. გამოიძახეს ნაკრებში. გავიდა ორი დღეც და ვატომ „იაგელონიასთან“ 3:1 მოგებულ შეხვედრაში ისეთი სოლო დადგა, წინა...









