
ამ ფორმატით ეროვნული ლიგის გათამაშება 2017 წლიდან ტარდება და ასე ცოტა გოლი ერთ ტურში (6), არცერთ წინამორბედში გასულა. შარშანაც, სხვათა შორის, მე-6 ტურში, 7 გოლი გავიდა. შარშანწინ პირველ ტურშიც მხოლოდ შვიდჯერ დალაშქრეს მეტოქეებმა ერთმანეთის კარი. ამჯერად კი ანტირეკორდი დამყარდა.
მთავარი შეხვედრა სამტრედიაში გაიმართა, სადაც „ტორპედომ“ ქართულ დერბიში „დინამოს“ უმასპინძლა. მართალია, გოლები არ გასულა, მაგრამ ტემპი და ჟინი ისეთი იყო, თქვენი მოწონებული. ასეთ სისწრაფეებს ჩვენს ჩემპიონატში იშვიათად ნახავთ. სახიფათო მომენტებიც მრავლად შეიქმნა ორივე კართან, მაგრამ, საქართველოს ორი ყველაზე ტიტულოვანი გუნდი ერთმანეთს უგოლოდ დაშორდა.
სწრაფი და სანახაობრივი გამოდგა ქვემოქართლური დერბიც. „რუსთავმა“ და „სიონმა“ ერთმანეთს თითო გოლი გაუტანეს, თუმცა უფრო ზუსტნი რომ ყოფილიყვნენ, ანგარიში გაცილებით შთამბეჭდავი იქნებოდა. ამას კი მეტი მუშაობა სჭირდება.
შედეგად, „რუსთავი“ ერთადერთ მოუგებელ გუნდად რჩება ელიგაში.
ტურის დასკვნით შეხვედრაში „საბურთალომ“ „დილას“ 2:1 მოუგო და უშუალო მდევრებს 5 ქულით დაშორდა.
ლოკომოტივი 0:1 ვიტ ჯორჯია, ბათუმი 0:0 ჩიხურა, ტორპედო 0:0 დინამო, რუსთავი 1:1 სიონი, საბურთალო 2:1 დილა
სატურნირო მდგომარეობა
[table id=33 /]
მე-7 ტური
ჩიხურა – ლოკომოტივი, სიონი – ბათუმი, დინამო – რუსთავი, დილა – ტორპედო, ვიტ ჯორჯია – საბურთალო
მეგოლეები: ლაშა შინდაგორიძე, ოგნიენ როლოვიჩი (ორივე – საბურთალო), მიშიკო სარდალიშვილი (ჩიხურა), ლევან კუტალია (დინამო) – 4, ლევან შენგელია (დინამო), ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი), ჯაბა უგულავა (სიონი) – 3
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
სიახლეები31/05/2026 | 18:26კვარაცხელიების პენალტები
სიახლეები27/05/2026 | 13:47შმეიხელი მხარმა გააჩერა
სიახლეები26/05/2026 | 21:25ტორპედომ და იბერიამ დაძაბეს
კატეგორიის გარეშე16/04/2026 | 16:09მბაპე 70
