კატეგორია: დავთარი

Home დავთარი
აღდგომას ბათუმი პირველია
ჩანაწერი

აღდგომას ბათუმი პირველია

ზღაპარი ბათუმში ბათუმში, ქართული რეალობისთვის უცნაური თამაში გაიმართა. ბათუმის „დინამომ“ ლიდერ „საბურთალოს“ უმასპინძლა და 4:2 დაამარცხა. თუმცა, მე-18 წუთისთვის 0:2 აგებდა. ნაღდი თრილერი გამოვიდა. და ტრიბუნებზეც ისეთი ამბავი იყო, კაცს თავი ზღაპარში გეგონებოდა. უყვართ ბათუმში ფეხბურთი და ახალი, ლამაზი სტადიონიც ალალი იქნება მათზე. მაშ ასე, მეორე წრე საინტერესოდ დაიწყო. ლიდერი შეიცვალა – პირველ ადგილზე „ბათუმია“....

ოდესაშიც პირველები…
ჩანაწერი

ოდესაშიც პირველები…

სად და სადაურებთან აღარ უთამაშიათ ჩვენს კოლეგებს მინი თუ დიდი ფეხბურთი, ხელოვნურ თუ ბუნებრივ საფარზე და,მოგვიტევეთ თუ ზუსტი სტატისტიკა არ გვიწარმოებია, სიტყვაზე უნდა გვენდოთ – მოგების წილი სხვა შედეგზე გაცილებით მეტი არის. საქართველოს ნაკრებიც რომ ასევე სტაბილური წარმატებით თამაშობდეს, გვერწმუნეთ, აქამდე ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატი კარგა ხნის დაჭაშნიკებული იქნებოდა. ქართველ სპორტულ ჟურნალისტთა ნაკრებზე მოგახსენებთ, რომელმაც...

როგორ გადაურჩა ვან დიიკი სიკვდილს
ჩანაწერი

როგორ გადაურჩა ვან დიიკი სიკვდილს

ცხოვრებაში, ვირჯილ ვან დიიკის უდიდესი მოწინააღმდეგე მუცლის სნეულება ყოფილა. ფეხბურთზე საერთოდ აღარ იყო ლაპარაკი, ექიმებს თურმე ეშინოდათ, რომ ახალგაზრდა ვერ გადარჩებოდა. არადა დღეს, 27 წლის ჰოლანდიელი „ლივერპულის” ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია, რომელიც პრემიერლიგის ტიტულისთვისაც იბრძვის და მალე ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშიც უნდა ითამაშოს. მართლაც რა შორსაა ეს ყველაფერი იმ დღეებიდან, როდესაც ვან დიიკი „გრონინგენში” გამოდიოდა და...

რა ხეირი ჰქონდა კოუტინიუს გაყიდვას?
ჩანაწერი

რა ხეირი ჰქონდა კოუტინიუს გაყიდვას?

2017 წლის დეკემბერში იურგენ კლოპმა საკუთარ თავს სამი კითხვა დაუსვა და დღეს, მიმომხილველები მიიჩნევენ, რომ ამ კითხვებზე გაცემულმა სწორმა პასუხებმა „ლივერპული” გააძლიერა — გუნდი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშია და პრემიერლიგის ტიტულთანაც ხელის ერთ გაწვდენაზე ტრიალებს. საქმე ეხებოდა ბრაზილიელ ფილიპე კოუტინიუს, რომელსაც „ენფილდ როუდზე” აღმერთებდნენ და ჯადოქარს ეძახდნენ. კოუტინიუს, რომელიც „ბარსელონაში” გადასვლაზე ოცნებობდა და რომლის თაობაზეც „ბარსელონამ” სამჯერ...

ლეგენდა თავხედ ბიჭებზე
ჩანაწერი

ლეგენდა თავხედ ბიჭებზე

„სიტი“ – „ტოტენჰემის“ დრამამ დროებით ყველაფერი გადაფარა. „აიაქსის“ სიგიჟეც კი, რომელმაც მადრიდის „რეალის“ შემდეგ ტურინის „იუვენტუსიც“ შეახრამუნა. აქვს თუ არა მომხდარს გამართლება? აშკარად! პირველი ის, რომ ამსტერდამულ კლუბში ისევ თავხედობამდე მისული ნიჭიერი ბიჭების ცვენაა. მეორე: „აიაქსს“ აშკარად აქვს სუსტი წერტილები (დაცვა არ უვარგა), მაგრამ ძლიერი მხარეებით ცდილობს მის გადაფარვას. მადრიდელებიც და ტურინელებიც ელოდნენ, რომ „აიაქსი“...

ტალახაძეზე მეტი ასწია…
ჩანაწერი

ტალახაძეზე მეტი ასწია…

ლაშა ტალახაძე ჩვენი სიამაყეა და თუნდაც რეფერენდუმი ჩავატაროთ, ყველაზე პოპულარული და საყვარელი სპორტსმენის ტიტულს ვერავინ შეეცილება… ამის მიუხედავად, ჟურნალისტიკა ობიექტურობას მოითხოვს და უნდა ვაღიაროთ: ლაშა ტალახაძეზე მეტი სიმძიმე სხვამ ასწია. იმ სხვას ლეონიდ ტარანენკო ჰქვია და ბელარუსული ბრესტიდან არის. მოსკოვის ოლიმპიადის, მსოფლიოს ორგზის და ევროპის ბევრგზის ჩემპიონს ერთი ისეთი წონა აქვს დაძლეული, დღემდე გინესის რეკორდთა...

ქართული კალათბურთი კიშინიოვში
ჩანაწერი

ქართული კალათბურთი კიშინიოვში

მოლდოვის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საპრესკონფერენციო დარბაზში ქართველი კინორეჟისორის, საერთაშორისო კინოფესტივალების ლაურეატის გოგი თორაძის დოკუმენტური ფილმის „ქართული კალათბურთის“ საჯარო ჩვენება შედგა. ფილმში უნიკალურ საარქივო ფოტო და კინომასალაზე დაყრდნობით გადმოცემულია ქართული კალათბურთის თითქმის საუკუნოვანი ისტორია. ავტორებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ქართული კალათბურთის ტრიუმფალურ გამარჯვებას 1962 წელს, როდესაც თბილისის დინამოელებმა ჟენევაში დაამარცხეს მადრიდის „რეალი“ ანგარიშით 90:83 და მოიპოვეს ევროპის...

ქართული ტრიუმფი ევროპის თვალწინ
ჩანაწერი

ქართული ტრიუმფი ევროპის თვალწინ

ახლა თუ უნდა, მთელმა ევროპამ ცუდ სტუმარ-მასპინძლობაში ჩაგვითვალოს. ბათუმელებს ევროპის ჩემპიონატის ორგანიზებასა და სტუმრების მიღება-განთავსებაში წუნს ვერავინ დასდებს. ერთი ეგ იყო, რომ ყველაზე მთავარი მედლები და ევროტრიუმფი სხვებისთვის ვერ გავიმეტეთ. ლაშა ტალახაძე მხოლოდ უდიდესი სპორტსმენი არ არის – ჩვენთვის სიამაყე და სიმდიდრეა, სხვათათვის კი ამოუხსნელი ამოცანა. სადღაც ხომ უნდა გადიოდეს ადამიანის შესაძლებლობის ზღვარი? ლაშამ ყველა...

შარშანდელივით კონტური…
ჩანაწერი

შარშანდელივით კონტური…

ვითარება იკვეთება ეროვნული ლიგის პირველი წრის ბოლოსწინა ტურში, სიტუაცია მოულოდნელად დაიძაბა. ეს ამბავი „საბურთალოს“ საშინაო მარცხს მოჰყვა „ჩიხურასთან“ (2:3). ჩემპიონებმა მეორე შეხვედრა წააგეს მიმდინარე სეზონში და ვინაიდან კონკურენტებმა უდანაკარგოდ ითამაშეს, ახლა ლიდერი უშუალო მდევრებს მხოლოდ ორი ქულით უსწრებს. სხვათა შორის, შარშანდელ დავთარს ჩავხედე და მე-8 ტურის შემდეგ, საბურთალოელებს ანალოგიური შედეგი ჰქონდათ და „დინამოსთან“ ერთად პირველ-მეორე...

შეცდომების ვერ-გასწორება…
ჩანაწერი

შეცდომების ვერ-გასწორება…

არ იყო ცუდი იდეა: ფედერაციის ხელმძღვანელობა სრული შემადგენლობით და მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი ერთის მხრივ, ქართული ფეხბურთით დაინტერესებული მედია მეორე მხრივ. ორი საათის განმავლობაში სათქმელი შეძლებისდაგვარად ალალად ითქვა. სადღაც საერთო აზრი მოინახა, სადღაც კი ყველა საკუთარ აზრზე დარჩა. თუ ორ სიტყვაში ვეცდებით ჩატევას, უპრიანია, შეხვედრას “შეცდომების გასწორება” დავარქვათ: რა ვერ ბრძანა მთავარმა მწვრთნელმა ისე როგორც...