კატეგორია: დავთარი

Home დავთარი
ჩანაწერი

… მათ ასფალტის სატკეპნივით გადაგვიარეს

მადლობა „ლივერპულს“! წუხელ ინგლისურმა კლუბმა დაგვარწმუნა, რომ სასწაულები ხდება და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბთანაც კი ყოველთვის აქვს ბრძოლას აზრი. გერმანელმა იურგენ კლოპმა ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო „ლივერპული“ შეკრა და ისე ამოქოქა, ესპანელ ერნესტო ვალვერდეს აღიარებინა: „მათ ასფალტის სატკეპნივით გადაგვიარეს“. და, რაღა თქმა უნდა, „ენფილდის“ განუმეორებელი ატმოსფერო, საკუთარი გუნდის რწმენა და ფანტასტიური ქომაგობა. ეს ატმოსფეროა, სტუმარს...

ჩანაწერი

ოჯახი არ შედგა!

სეზონი მიილია. იტალიურ ტურინში „იუვენტუსის“ მორიგი სკუდეტო თითქოს ცალყბად აღნიშნეს. თუნდაც შარშანდელისგან განსხვავებით, წელს მდევარმა „ნაპოლიმ“ ვერ ივარგა და „ბებერი სინიორას“ უპირატესობა მოსაწყენად კატასტროფული იყო. წარუმატებლად დასრულდა „იუვეს“ მორიგი საჩემპიონთალიგო ლაშქრობაც. არადა, ხომ გახსოვთ, როგორი ეიფორია მოჰყვა გასულ ზაფხულს კრიშტიანუ რონალდუს გადაბარგებას ტურინში? სუპერმეგოლის გამოჩენით სარგებელს ერთი კონკრეტული კლუბი კი არა, მთელი ლიგა გამოელოდა. მოვიდა...

ჩანაწერი

როგორ აიყვანა რონალდუმ იუვე მძევლად?

არაფერი ახალი: ტურინის „იუვენტუსი“ ისევ გახდა იტალიის ჩემპიონი და ისევ ნაადრევად გამოეთიშა ჩემპიონთა ლიგას. არადა, გასულ ზაფხულს ყოველთვის იტალიაზე ორიენტირებულმა და დეცენტრალიზებულმა კლუბმა ტრადიციას უღალატა და 115 მილიონ ევროდ სუპერფეხბურთელი შეიძინა. ამით ანდრეა ანიელიმ საჩემპიონთალიგო ლაშქრობა დააანონსა. „იუვემ“ ცოტა ნაკლები გაიტანა, ცოტა მეტი გაუშვა და თითქმის იმდენივე ქულა დააგროვა. არადა, კრიშტიანუ რონალდუმ იფრინა და ესპანური...

ჩანაწერი

რეკორდი

ეროვნული ლიგის მე-11 ტურის ბოლო ორი მატჩიც გაიმართა. „საბურთალომ“ „მიხეილ მესხზე“ თანაქალაქელ „ლოკომოტივს“ უმასპინძლა, ლაშა შინდაგორიძის გოლით 1:0 დაამარცხა და რადგან შაბათს ლიდერმა ბათუმის „დინამომ“ „ტორპედოსთან“ წააგო (2:3), ისევ პირველ ადგილზე დაბრუნდა. გორში „დილამ“ „ჩიხურას“ 2:0 მოუგო და აუტსაიდერებს დაშორდა. აღსანიშნავია, რომ ეს შიდაქართლელთა ზედიზედ მესამე გამარჯვება იყო. ზემოიმერლებს კი ამდენივე ტურია მოგების გემო აღარ...

ჩანაწერი

ნიკოლაი

საქართველოში წვიმს. ფეხბურთელებმაც ეროვნულ ლიგაში ამინდს მხარი აუბეს და გოლების წვიმა მოიყვანეს. მე-11 ტურის სამ შეხვედრაში 16 გოლი გავიდა, რაც სეზონის რეკორდს უმიზნებს. (ჯერჯერობით ყველზე მეტი გოლი მე-5 ტურშია გასული – 18). 60 დღე ტურის პირველი მატჩი წყალტუბოში გაიმართა. მოგეხსენებათ, „ტორპედოს“ სტადიონზე რემონტია და ქუთაისელები საშინაო შეხვედრებს მახლობელ ქალაქებში მართავენ. მანამდე სამი მატჩი სამტრედიის „ეროსი...

ჩანაწერი

ლივერპული, ციფრები და ინტრიგა

ვერაფერს იტყვი – დიდებული იყო „ბარსელონა“ „ლივერპულთან“ და თითქმის ფინალშია. სხვა შემთხვევაში „თითქმის“ სრულიად ზედმეტი იქნებოდა, მაგრამ ისიც გვახსოვს, კატალონიელები პირველი მატჩის სამი ბურთით მოგების შემდეგაც გავარდნილან და ისიც, როგორ შემოატრიალა „ლივერპულმა“ 0:3 სულაც ერთ ტაიმში. იქნებ ამ ყველაფერს სულაც იმიტომ ვიხსენებთ, რომ სამეორემატჩოდ ინტრიგის შენარჩუნება გვინდა? ნაწილობრივ კი, მაგრამ დავეკითხოთ სტატისტიკას, იყო კი „ბარსას“...

ჩანაწერი

გადარჩა!

„ტოტენჰემი“ – „აიაქსის“ ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩის 32-ე წუთი მიმდინარეობდა, როცა ამსტერდამელთა საჯარიმოში, საჰაერო ბრძოლისას, ტოტენჰემელთა მცველი იან ვერტონგენი, ნახტომში თანაგუნდელ ტობი ალდერვეირელდს თავით შეეჯახა, სტუმართა მეკარე ონანასგან კი მსუბუქი მუშტი მიიღო. ექიმები ხუთი წუთის განმავლობაში დასტრიალებდნენ თავს გასისხლიანებულ 32 წლის ბელგიელს. მას ცხვირიც გატეხილი ჰქონდა. რამდენიმე ნაკერი დაადეს და მინდვრიდან გაიყვანეს, სადაც მან...

ჩანაწერი

დაღვინებული რომანტიკა

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში მივეჩვიეთ, რომ „აიაქსი“ თავზეხელაღებულად შემტევი გუნდია… მივეჩვიეთ, რომ გაუშვებს, მაგრამ მაინც სხვაზე ერთით მეტს გაიტანს… მივეჩვიეთ, რომ ეს გუნდი უტევს ყველაზე ლამაზად და თავს იცავს ისე, როგორც გამოუვა… „ტოტენჰემთან“ ნახევარფინალში კი სულ სხვა „აიაქსი” ვნახეთ – დაღვინებული გუნდი, რომელმაც საკუთარი კარის გასაღები მეტოქეს საიმედოდ დაუმალა. თან როგორ მეტოქეს?! „ტოტენჰემს“ აქამდე ჩემპიონთა...

ქართული გვარები უკრაინულ  სკანდალში
ჩანაწერი

ქართული გვარები უკრაინულ სკანდალში

უკრაინაში არის ასეთი კლუბი „სუმი“. უფრო სწორად, იყო და აღარ არის. პირველ ლიგაში თამაშობდა და სამუდამოდ შეუჩერეს პროფესიული სტატუსი. უკრაინა ცნობილია ხშირი ჩაწყობებით. ნეტავ სადღა არ არის, მაგრამ უკრაინა ამ მხრივ ერთ-ერთი მოწინავეა. ხშირადაა სკანდალები. აღმოჩნდა, რომ „სუმის“ ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში 30 გარიგებული თამაში ჩაუტარებია და ჯამში ამ „შავი საქმით“ 10 მილიონი ევრო უშოვნია. ამის...

ლივერპული?
ჩანაწერი

ლივერპული?

მოდგა მაისი და მორიგი პრემიერლიგის ბოლოც. ჩემპიონობისთვის ჭიდაობაა, ოცდაათი წლის დამშეული ლივერპული ერთი ქულით ჩამორჩება მოქმედ ჩემპიონ სიტის, რომელმაც დერბი მოუგო „იუნაიტედს“ „ოლდ ტრეფორდზე“ და პირველ სტირქონზე დარჩა. შობის შემდეგ „ლივერპული“ ხუთი ქულით წინ გაიჭრა, მაგრამ ეს ქულები ზამთარშივე დაკარგა. ასეთ დროს დარჩენილ თამაშებს ჩამოწერენ ხოლმე და სავარაუდო ხინჯებსაც ამ სიაში ეძებ. ბოლო ტური ერთ...