სუმოს იმაზე გაცილებით მეტი ქომაგი ჰყავს, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. სპორტის ამ სახეობაში ფულიც არანაკლები ტრიალებს, ვიდრე სხვაგან. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ არსებობს სუმოს მოყვარულთა ინტერნეტფორუმები მსოფლიოს ნებისმიერ ენაზე. ამ ფორუმებზე კი ლევან გორგაძე ერთ-ერთი განხილვადი ფიგურაა. როგორც ნებისმიერ ვარსკვლავს შეშვენის, ტოჩინოშინზეც ერთნი აღტაცებით წერენ და სხვანი ბოღმით. საერთო აზრი კი იმაში მდგომარეობს, რომ ქართველი სეკიტორი...
კატეგორია: დავთარი
აფსუს, ტორპედოც…
„საბურთალომ“ „ტორპედოს“ სტუმრად 3:2 მოუგო და რადგან ბათუმის „დინამო“ გორში დამარცხდა, პირველ ადგილზე დაბრუნდა, თუმცა „ტორპედოს“ შესაძლო დაშლის ამბავმა ყველაფერი გადაფარა. ბოლო დროს მოარული ხმები გამართლდა. ქუთაისური კლუბის პრეზიდენტმა ზაალ ჩაჩავამ „ტორპედოს“ ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე განცხადებაც გამოაქვეყნა. „პირველ რიგში, ვადასტურებ, რომ ასეთ პირობებში კლუბის დატოვებას არ ვაპირებ. მიუხედავად იმ კრიზისისა, რაც კლუბიდან უცხოელი ინვესტორის წასვლამ განაპირობა,...
… ამიტომაც ნუ დაიჯერებთ, რომ ყველაფერი კარგად არის
13 ტური მიილია ეროვნულ ლიგაში, ანუ სეზონის თითქმის მესამედი. ამიტომაც უკვე გვაქვს უფლება კარგზეც ვთქვათ, ისე რა კარგზე და ცუდზეც. მოდით, „კარგით“ დავიწყოთ და ამის მიზეზი ბათუმის „დინამოა“. ჯერ ერთი, თამაშითაც პეწი შესძინა მთავარ ლიგას და მეორეც, სასწაული ატმოსფეროა მათ სტადიონზე. უყურებ და სხვაგან გგონია თავი – დავიჯეროთ, ეს საქართველოს ჩემპიონატში ხდება?! იმიტომ, რომ გადაჩვეულები...
გელ ბურა ბროზერ, შენ ხარ მდიდარი !
დიახ, ცუდად მოიქცა უეფა, რომ „ჩელსის“ და „არსენალის“ ფანებს გაცილებით ცოტა ბილეთები არგუნა ევროპის ლიგის ფინალში, ვიდრე ნეიტრალურ მაყურებელს. დიახ, ცუდია რომ ნეიტრალურები ბილეთებს „ოთუზბირად“ მიჰყიდიან ინგლისელებს, მაგრამ უხერხულია იმაზე წუწუნი, რომ ბაქო შორია და იქ რა ჩავა. დაგუგლეთ და ნახეთ ინგლისის ყოფილი კოლონიები. ევროპის ლიგის ფინალები და თვითმფრინავები არ სჭირდებოდათ საიმისოდ, რომ დედამიწის რაგინდარა...
ღრიალა ბანაკის ბედნიერება
„გაისმის მსაჯ რიკარდო ლატანცის ფინალური სასტვენის ხმა, რომელიც გვაუწყებს, რომ თბილისის დინამოელებმა…“ – განთქმული ქართველი კომენტატორის რუსულად წარმოთქმული ეს სიტყვები იყო პირველი ოფიციალური ნიშანი იმისა, რომ თბილისი აფეთქდებოდა. „წარმომიდგენია, რა ხდება ახლა თბილისში“, – კვლავ გადმოვაქართულებთ საზეიმო სიტყვას. დიუსელდორფის „რაინშტადიონის“ კაბინაში მჯდომი კოტე მახარაძე ალბათ ცხადლივ ხედავდა ღამის ქალაქში გამოგლეჯილ ფანჯრებს, წამში გავსებულ ქუჩებს, დაქოქილ...
რა მოხდა ბათუმში?
გაცოცხლებული რუსთავი ყველაფერი პარასკევს დაიწყო. ცხრილის სათავეში მდგომმა „საბურთალომ“ ბოლოში მყოფ „რუსთავთან“ 1:3 წააგო. ეს თბილისელთა მეორე მარცხი გახლდათ ბოლო ოთხ შეხვედრაში. გაცოცხლებულმა რუსთაველებმა კი ზედიზედ მეორე მატჩი მოიგეს, ქულებით „ლოკომოტივს“ გაუსწორდნენ და უიმედო აუტსაიდერობიდან, ბრძოლაში დაბრუნდნენ. მათი წარმატების საიდუმლოც ცნობილია – ვარლამ კილასონია და… როსტოველი ახალწვეული ფარხად გისტაროვი. მან მიჯრით მეორე მატჩში გაიტანა და...
გერმანიაშიც სასწაულს ელიან?
დიდი შანსი იყო, ბუნდესლიგის ზედიზედ მეშვიდედ მოგება „ბაიერნს“ უკვე შაბათს გაეფორმებინა, მაგრამ გასვლით შეხვედრაში „ლაიფციგს“ უგოლოდ გაეყარა. ეს ის „ლაიფციგია“, უკვე 31-ე ტურის შემდეგ რომ დაიბევა ჩემპიონთა ლიგის საგზური, მაგრამ რეკორდმაისტერს მაინც ბოლომდე ეომა. თავის მხრივ, „დიუსელდორფთან“ რთული მატჩი მოიგო (3:2) „დორტმუნდმა“ და ახლა კონკურენტს ორი ქულით ჩამორჩება. ბურთების ბალანსსა და ურთიერშეხვედრებში მიუნხენელთა უპირატესობა აშკარაა...
აიაქსის 19 წლის კაპიტანი
2017 წლის მარტში ჰოლანდიის ნაკრებიდან მწვრთნელი დანი ბლინდი დაითხოვეს. მას ბულგარელებთან მარცხი არ აპატიეს. ბლინდმა იმ შეხვედრაში დაცვის ცენტრი 17 წლის მატეის დე ლიხტს ანდო, ბიჭუნამ კი უხეში შეცდომები დაუშვა, რასაც ჰოლანდიელთა კარში ორი გოლი მოჰყვა… პირველმა ფიასკომ ვერ გატეხა მატეისი. 19 წლისა „აიაქსის“ კაპიტანია და ეს მაშინ, როცა გუნდში ისევ თამაშობს კლას იან ჰუნტელაარი....
მწვრთნელი, რომელიც ტირის
დასანანი იყო „აიაქსი“… რომ არა დამატებული დროისთვის დამატებული წუთი, ამსტერდამელები ფინალში იყვნენ და ვერავის დასცდებოდა, რომ დაუმსახურებლად. მერე უკვე „ტოტენჰემს“ შევიცოდებდით. ფინალში ლონდონელები გავიდნენ იმაზე არანაკლებ გიჟური ფეხბურთის ხარჯზე, ვიდრე ერთი დღით ადრე ვიხილეთ. კიდევ ერთი მსგავსება ორ განმეორებით ნახევარფინალს შორის: ერთმა მწვრთნელმა აშკარად დაჩაგრა მეორე. არავითარი ლუკას მოურა. მატჩის გმირი მაურიციო პოჩეტინოა. მოკლედ ვთქვათ,...
ჯინი ენფილდზე
ცოტა შორიდან მოვყვები… 13 მარტი, მიუნხენი, ალიანს არენა. თვალებს არ ვუჯერებ-სტადიონის ტრიბუნა მოძრაობს. უბრალოდ, მოძრაობს, თუმცა რაღა უბრალოდ – მიწისძვრის შეგრძნებას იწვევს ეს ყველაფერი – მიუნხენელი ფანებით გადაჭედილი ტრიბუნა მოძრაობს. უყურებ და ითრგუნები, როგორ უნდა მოიგო აქ? როგორ შეიძლება ამ გარემოში სტუმარ გუნდს წარმატების იმედი ჰქონდეს? მოძრავი ტრიბუნა როკავს, ღმუის, ჩამოშლის პირასაა, თითქოს ლავასავით უნდა...