კვირას საფრანგეთის ქალაქ ბორდოში „კლერმონი“ ტოპ 14-ის ნახევარფინალურ მატჩში „ლიონს“ შეხვდება. სეზონის ფინიშია, გადამწყვეტი ბატალიების პერიოდია და სარაგბო სამყარო დიდი ყურადღებით აკვირდება მიმდინარე მოვლენებს. ფრანგულ რეგიონულ გამოცემაში La Montagne გამოქვეყნდა ინტერვიუ ლიონელთა მარცხენა ბურჯ რაფაელ შომთან, რომელსაც კარიერის თითქმის 10 სეზონი სწორედ „კლერმონში“ აქვს გატარებული, სახელოვანი ქართველი მორკინალის, დავით ზირაქაშვილის მხარდამხარ. ამ ინტერვიუში საფრანგეთის ნაკრების...
კატეგორია: დავთარი
12 წელი , 3 თვე და 34
გიბრალტარი ისეთი გუნდია, აუცილებლად უნდა მოუგო, მით უმეტეს საქართველოს დონის გუნდმა. სასურველია დიდი ანგარიშით. მართალია, არსებობს პოსტულატი – თამაში ყველამ ისწავლაო, მაგრამ, მაინც… ჩვენებს ამ ჯუჯა ქვეყნის გუნდი უკვე აქამდე ევრო 2016-ის შესარჩევში ორჯერ ჰყავდა დამარცხებული, ერთხელ სტუმრად 3:0 და შინ 4:0. ახლა 3:0 გამეორდა, მაგრამ რაღაც გაორმაგებული შთაბეჭდილება დაგვიტოვა. კარგია, რომ მიმდინარე შესარჩევში პირველი...
ჩემპიონი, ტყუილი, საჩუქარი…
ბოლო დღეებში დიდი ამბებია პროფესიული კრივის სამყაროში. 2 ივნისს, ნიუ იორკის „მედისონ სქუეარ გარდენში,“ მექსიკელმა ენდი რუის უმცროსმა, მეშვიდე რაუნდში დასცა თანამედროვეობის უძლეველი მძიმეწონოსანი, ენტონი ჯოშუა. ბრიტანელი ოთხჯერ ჩავარდა ნოკდაუნში. ფაშფაშა რუისმა კი მრავლისმნახველ ჩრდილოამერიკელ მაყურებელს უჩვენა როგორ უნდა კრივობა. ცხადია, ამ ამბავმა ექსპერტებიც შეაგულიანა. მაგალითად ჯოშუას მთავარმა მტერმა, დეონტეი უაილდერმა (WBC-ის ვერსიით ჩემპიონი მძიმე...
53
ოთხშაბათს, ერთა ლიგის ნახევარფინალში, პორტუგალიამ შვეიცარიას 3:1 მოუგო. პორტუგალიელთაგან სამივე გოლი კრიშტიანუ რონალდუმ გაიტანა. მათ შორის ერთ-ერთი ჯარიმიდან. ეს კრიშრტიანუს მე-7 ჰეთ-თრიქი გახლდათ პორტუგალიის ნაკრებში. პირველი მან 2013 წლის სექტემბერში შეასრულა ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ. ხოლო ყველაზე ცნობილი შარშანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე ესპანელების წინააღმდეგ. პორტუგალიის ნაკრების ისტორიაში სულ 23 ჰეთ-თრიქი შესრულებულა. გამოდის, მათი 30 პროცენტი რონალდუს...
როგორ მოვუგოთ ტოტალიზატორს?
ქართულს შევეშვათ, აგერ ესპანურ ფეხბურთში აგორდა სკანდალი გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებით. სადაც ფულის სუნი ტრიალებს, მამაძაღლობაც ხდება, მაგრამ ამ მასშტაბის? მიდის მიამიტი მიყვარული ტოტალიზატორში, დარწმუნებულია, რომ ლოგიკა მის მხარესაა და… როგორც ყოველთვის. მთლად უარესი: არსებობენ ადამიანები, რომლებიც ტოტალიზატორებისთვის ტექსტურ ლაივრეპორტაჟს გადმოსცემენ. ჰოდა ერთმა ასეთმა ფილიპინებზე ქალთა ორ საკალათბურთო გუნდს ფორმები ჩააცვა, რომელიღაც სკოლის დარბაზში აბურთავა, რეპორტაჟი...
ევერესტზე საცობია. 10 გარდაიცვალა
პირველებმა 8848-მეტრიანი ევერესტი ნეპალელმა ტენგსინგ ნორგეიმ და ახალზელანდიელმა ედმუნდ ჰილარიმ დალაშქრეს. მაშინ, 1953 წელს, ეს წარმოუდგენელი გმირობა იყო და დუეტს “მსოფლიოს სახურავზე” ასვლაში 400-კაციანი გუნდი ეხმარებოდა. წლები გავიდა და ევერესტზე ამსვლელთა რიცხვი კატასტროფულად გაიზარდა. მხოლოდ ერთ ციფრს გეტყვით: 2012 წელს რეკორდი დამყარდა და ერთ დღეში მწვერვალზე 234 ადამიანი ავიდა. საქმე ის არის, რომ ტურისტული ბიზნესი ნეპალელთა...
თბილისში უჰრინი იყო, ბოლნისში – მუშტი
ბოლნისური დავიდარაბა მე-15 ტურის მთავარი ამბავი ბოლნისის „თამაზ სტეფანიაზე“ მოხდა. ქვემოქართლურ დერბიში ისეთი ამბები დატრიალდა, აქამდე რომ არ გვახსოვს – 4 გაძევება, 6 გოლი და 2 ავტოგოლი… ბოლო 26 წუთი გუნდებმა 9-9 ფეხბურთელით ითამაშეს. ყველაფერი რუსთაველთა მესამე გოლს მოჰყვა 64-ე წუთზე. მინდორზე გუნდი-გუნდზე ჩხუბი გაჩაღდა. შედეგად, მსაჯმა ყრუაშვილმა ორივე გუნდიდან 2-2 მოთამაშე გააძევა. ამის შემდეგ...
ნუ შეჭამეთ ქართული ფეხბურთი!
ამას ჟურნალისტი არ ვამბობ. ქართული ფეხბურთის ქომაგი ვამბობ. დიდი „დინამოს“ ქომაგობით რომ არ დამიმთავრებია ფეხბურთის სიყვარული, იმის გამო ვამბობ. ქინქლაძის „მრეტების“ თამაშს რომ არ ვაცდენდი და არველაძეების „დინამოს“ „სამგურალებთან“ 8:1- ს, იმის გამოც. ვინ ხართ? რა კასტა ხართ ეგეთი, რომ არათუ მომიკლათ, საერთოდ შემაზიზღოთ ქართული ფეხბურთი? გემრიელია ბიუჯეტიდან მიღებული ხელფას-პრემიები, მაგრამ ცოტაა? დაიწყება ახლა ხელმოწერების...
გიორგაძის მე-7 და სხვა ფრანგული ამბები
წინა უქმეებზე საფრანგეთში პირველი და მეორე ელიტური დივიზიონების მატჩები გაიმართა. ტოპ 14-ში ბოლოსწინა ტური შედგა, რომელმაც ბევრი ვერაფერი გაარკვია. მხოლოდ ის გაცხადდა, რომ „ლიონი“ პლეი-ოფში გავიდა, დანარჩენი ვაკანტური ადგილებისთვის კი ბრძოლა ბოლო ტურში მორჩება. 3 საგზურისთვის 4 გუნდი ომობს, მათ შორის 2 „ქართული“ – „რასინგი“ და „მონპელიე“. პრო D2-ში კი პლეი-ოფის ნახევარფინალები გაიმართა. ფინალში „ბაიონი“...
რატომ?
ქვესათაურად ცნობილი ქართული ფილმის სახელწოდება იმიტომ გამოვიტანეთ, რომ ვფიქრობთ, ზუსტად ასახავს ბოლო დროს ქვეყანაში და კერძოდ, ფეხბურთში მიმდინარე საოცარ ამბებს. ყველაზე ცუდი: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარდა სპეცოპერაცია, რომლის შედეგადაც ბრალდებულის სახით დაკავებულია თბილისის „ვიტ ჯორჯიას“ ხუთი, ლანჩხუთის „გურიას“ ორი, „ჭიათურის“ ერთი და ასევე სამი ყოფილი მოთამაშე. საქმე ეხება მათ მიერ მატჩის შედეგსა...



