კატეგორია: დავთარი

Home დავთარი
ნახევარი საბურთალომ მოიგო
ჩანაწერი

ნახევარი საბურთალომ მოიგო

მეორე წრეც დასრულდა ისევე, როგორც პირველ შემთხვევაში, „საბურთალომ“ ამჯერადაც პირველ ადგილზე დაამთავრა წრე. საბურთალოელებმა „სიონს“ 2:1 მოუგეს. ბათუმის „დინამომ“ კი 88-ე წუთზე გაუშვა ერთადერთი გოლი ლოკომოტიველი ირაკლი სიხარულიძისგან. ამისდაკვალად, ორტურიანი ლიდერობა თბილისელებს გადაულოცა. ბათუმელებმა მიჯრით ოთხი მოგების შემდეგ წააგეს. სხვათა შორის, „ლოკომოტივი,“ რომელმაც ძალიან ცუდად დაიწყო სეზონი (ზედიზედ 5 წაგება სტარტზე), ბოლო დროს მოყოჩაღდა, ექვსმატჩიანი...

ქართული წერტილი
ჩანაწერი

ქართული წერტილი

უკრაინის 20 წლამდელთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონია. ფინალურ შეხვედრაში ხახოლებმა სამხრეთ კორეას 3:1 მოუგეს. ფაქტი თავისთავად საყურადღებოა, მაგრამ ჩვენთვის საინტერესო ისაა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატს წერტილი ქართველმა დაუსვა. 18 წლის გიორგი წიტაიშვილმა მესამე გოლი კორეელთა კარში 89-ე წუთზე გაიტანა და ინტრიგაც მოკლა. ფინალის საუკეთესო ფეხბურთელადაც ის დაასახელეს. წიტაიშვილი კიევის „დინამოს“ ეკუთვნის, მაგრამ მისი გადაბირება „შახტარს“ და „ზენიტს“...

მუშტი და დურანტულა
ჩანაწერი

მუშტი და დურანტულა

სტეფ კარი კანადური მონსტრის წინაშე მარტო აღმოჩნდა. საშინაო კედლებში, მაშინ როცა სეზონის გადამწყვეტ ფაზაში „გოლდენ სტეიტი“ „ტორონტოსთან“ 2:3 აგებდა, ჩემპიონმა ლიდერები – კევინ დურანტი და კლეი ტომპსონი დაკარგა. დურანტულას ტრავმა იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ მას მთელი მომავალი სეზონის გამოტოვება მოუწევს. მეტიც, მას კარიერის დასრულების საფრთხეც კი ემუქრებოდა. ასეთ სიტუაციაში აღმოჩენილმა კარიმ კი კავაის და ბიჭებს...

რონალდუ პირველია, მარადონა – მეორე
ჩანაწერი

რონალდუ პირველია, მარადონა – მეორე

ყველა-ყველა, მაგრამ მადრიდის „რეალმა“ ნებისმიერი ღონისძიების გამართვა მეფურად იცის. აგერ, ედენ აზარის პრეზენტაციას იმდენი ხალხი დაესწრო, სერიოზულ ნაკრებებს ოფიციალურ შეხვედრებზეც რომ ენატრებათ. ესპანელმა ჟურნალისტებმა მყისვე ამოქექეს პირველი ათეული იმ ფეხბურთელებისა, ვისმა პრეზენტაციამაც ყველაზე დიდი აუდიტორია შეკრიბა.   1. კრიშტიანუ რონალდუს სანახავად „სანტიაგო ბერნაბეუს“ 2009 წელს 75 000 ფანი მიაწყდა. თითქმის ანშლაგი იყო, რადგან სტადიონი სულ...

სიტყვის ფასი
ჩანაწერი

სიტყვის ფასი

კონორ მაკგრეგორი მაგარი კაცია, ირლანდიური ხასიათით და ექსტრავაგანტული იმიჯით. ამ კაცმა თავისი ქცევებითა თუ სატელევიზიო გამოსვლებით შერეული საბრძოლო ხელოვნება ბევრ ადამიანს გააცნო და შეაყვარა კიდეც, თუმცა… ერთია კონორი კამერასთან და მეორე კამერის მიღმა. რეალურად, 30 წლის სპორტსმენს კოლეგებთან არეულ-დარეული ურთიერთობა აქვს, რაც ამ სახეობისთვის ერთი შეხედვით დამახასიათებელია, თუმცა ირლანდიელის თავქარიანობამ მაკგრეგორი სპორტიდან წასვლაზე  რამდენჯერმე დააფიქრა....

მეომრებმა შანსი დაიტოვეს
ჩანაწერი

მეომრებმა შანსი დაიტოვეს

მეტი რაღა შანსი უნდოდათ? „ტორონტოს“ სახლში უნდა მოეგო „გოლდენ სტეიტისთვის“ და ჩემპიონი იყო. ვერ გამოვიდა. სტუმრებმა ძალიან მძიმე, ფიზიკურ გამძლეობაზე თამაში შესთავაზეს – ვინ უფრო მაგარი „უორიორზიაო“. სტეფ კარიმ და კევინ დიურანტმა პირველ მეოთხედში 25 ქულა ჰქმნეს, მათი საყვარელი ზურგსუკანა პასებით, დაკარგვებით და გიჟობებით. მეორე მეოთხედში დურანტი ვეღარ გამოვიდა – ტრავმა მიიღო, არადა იქამდე სამიდან...

ატმაზკა
ჩანაწერი

ატმაზკა

ამას, როგორც ქომაგი, ისე ვწერ. დანიასთან გოლების გამოცნობაზე იყო საქმე, თორემ ის მოხდა, რაც უნდა მომხდარიყო… მსაჯის და ერთი პენალტის ბრალი ყოფილა. მეშინია და არ მინდა, საქართველოს ნაკრების  მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრის შანსი დაგვაკარგინოს. არადა, საქმე სწორედ იქით მიდის. არ შევეხები შემადგენლობას – მისი პრეროგატივაა. არ შევეხები ტაქტიკას – მისი პრეროგატივაა,...

ვაი…სი
ჩანაწერი

ვაი…სი

თამაშის მერე, სანამ ვლადიმირ ვაისი პრესკონფერენციაზე მოვიდოდა, პენალტის ეპიზოდზე დიდი გარჩევა იყო… ცხადი გახლდათ, რომ ვაისიც შედეგის ახსნას, ამ პენალტით დაიწყებდა და ისე ყველაფერი აგიხდეთ… 1:5-ზე თავი როგორ უნდა იმართლო, მაგრამ ის პენალტი მსაჯის სინდისზე იყოსო – ასეთი იყო საქართველოს ნაკრების მწვრთნელის ნათქვამის აზრი. პენალტი, რომელსაც დანიელთა მეორე გოლი მოჰყვა, გამარჯვებულთა მწვრთნელმაც ახსენა, ოღონდ, რა...

ზიდანი რეალს ჩაძირავს?
ჩანაწერი

ზიდანი რეალს ჩაძირავს?

უმაგრესი ფეხბურთელი იყო. ყველა დროის საუკეთესო ხუთეულზე არ ვიდავოთ და ათეულში კი ყველა შეიყვანს… არც მწვრთნელობაშია ჯაბანი: სამჯერ ჩემპიონთა ლიგის მოგება კითხვის ნიშნებს კი ხსნის, მაგრამ ზუსტად მანდ ჩნდება მაგრამები… ზიდანი „რეალში“ სუპერმწვრთნელის სტატუსით, სუპერხელფასით, ფლორენტინო პერესის სუპერთხოვნებით და სუპერუფლებების გარანტიით დაბრუნდა. მერე? იფრინა გუნდმა? ვინმე დააფრთხო? აპრილიდან მოყოლებული, გუნდმა ზიდანის ხელმძღვანელობით ოთხჯერ წააგო, სულ...

დარბაზში ქართველები მეტნი ვართ… მოედანზე?
ჩანაწერი

დარბაზში ქართველები მეტნი ვართ… მოედანზე?

გიბრალტარის დამარცხების შემდეგ საქართველოს ნაკრები კოპენჰაგენში გაემგზავრა, სადაც დღეს, ჩვენი დროით 22:45-ზე დანიის ნაკრებს დაუპირისპირდება. ნაკრები კოპენჰაგენში 9 ივნისს დილას გაემგზავდა და სასტუმრო მერიოტში დაბინავდა. საღამოს კი, შუა ევროპის დროით 8 საათზე ტელია არენაზე ერთსაათიანი ვარჯიში ჩაატარა. ვარჯიშამდე ნახევარი საათილზე მეტი ქართველი ჟურნალისტი დაესწრო. ვაისმა მეტოქე შეაქო და ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდადაც მოიხსენია, თუმცა ისიც...