ტონი კროოსმა რეჟისორ მანფრედ ოლდენბურგის მიერ მის შესახებ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში „ბაიერნი“ გააკრიტიკა. „მიმეორებდნენ, რომ ძალიან ძლიერი ვიყავი და ყველაფერს სწორად ვაკეთებდი, მაგრამ თამაშით არ მათამაშებდნენ. მაშინ, ჩემთვის ნათელი გახდა, რომ მეტს ვიმსახურებდი“. — ასე იგონებს ჩემპიონთა ლიგის ოთხგზის გამარჯვებული თავის პირველ მიუნხენურ პერიოდს, 2007-2009 წლებს. 2009-2010 წლებში „ბაიერნმა“ კროოსი იჯარით „ლევერკუზენში“ გაუშვა, მაგრამ დიდად...
კატეგორია: დავთარი
წითელი და პოლიტიკური
ბოლო დღეებში ქვეყანაში მიმდინარე ამბებმა, ეროვნული ლიგა ცხადია, ჩრდილში მოაქცია. ერთი, რითაც გასულ დღეებში ფეხბურთელებმა ყურადღება მიიქციეს, ანტისაოკუპაციო აქტები გახლდათ. ასეთი მაისურებით გავიდნენ მინდორზე ქუთაისის „ტორპედოს,“ „ლოკომოტივისა“ და „რუსთავის“ ფეხბურთელები. ამან რუსული მედიისა და სპეციალისტების უკმაყოფილება გამოიწვია. გაზეთ-პორტალები განსაკუთრებით ქუთაისელთა მე-8 ნომერ ნოდარ ქავთარაძეზე წერენ: რუსეთის მოქალაქეა და „რუსეთი ოკუპანტია“ მკერდზე როგორ დაიწერაო. რუსეთის დუმის...
საბურთალო ბათუმს ვერ დაშორდა
შაბათს, ელიგაში მესამე წრე დაიწყო. მე-19 ტურის სამი მატჩი გაიმართა, მათ შორის ლიდერთა – „მიხეილ მესხზე,“ „საბურთალომ“ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა და უგოლოდ დაშორდა. შეხვედრისგან ცოტა მეტს კი ველოდით. ასეა თუ ისე, „საბურთალო“ 39 ქულით კვლავ ლიდერია. ზღვისპირელები მათ ერთი პუნქტით ჩამორჩებიან. დღის გმირი ქუთაისის „ტორპედო“ გახდა. ქუთაისელებმა „სიონს“ 7 უპასუხო ბურთი გაუტანეს. საინტერესოა, რომ ქუთათურთა...
საქართველომ მინსკში ათიანი მიიღო
ქართული ოლიმპიზმის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო დღე გამოვიდა… არა, მინსკში მიმდინარე ევროპული თამაშები მასშტაბურობით დიდ ოლიმპიადას ვერ გაუტოლდება, თუმცა ერთ დღეს მოპოვებული 10 მედალი მაინც შთამბეჭდავი შედეგია. ცეცხლის ანთებიდან მეორე დღესვე საქმეში ქართველი სპორტსმენები ჩაერთვნენ. სამიზნე ჯერ ნინო სალუქვაძემ და მისმა ვაჟმა მოსინჯეს, მერე კი ხალიჩაზე ტანმოვარჯიშე სალომე ფაჟავა გამოვიდა. მათ სროლასა და ტანვარჯიში საპრიზო ადგილები...
ქართული ფილმის ჩვენება მინსკში
21 ივნისს მინსკში, ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციაში ცნობილი ქართველი კინორეჟისორის, საერთაშორისო კინოფესტივალების ლაურეატის გოგი თორაძის ფილმის “ფეხბურთის პროფესორის” ჩვენება გაიმართება, რომელიც ეძღვნება ლეგენდარულ ფეხბურთელს ალექსანდრე ჩივაძეს. ფილმში უნიკალურ საარქივო ფოტო და კინომასალაზე დაყრდნობით, გადმოცემულია ჩივაძის კარიერა და ცხოვრება. მის შესახებ აზრს გამოთქვამენ ფეხბურთის ლეგენდები – მურთაზ ხურცილავა, ფრანც ბეკენბაუერი, ბობი ჩარლტონი, კარლოს ალბერტო, კარლ-ჰაინც რუმენიგე და...
კაი და სანჩო
ჟურნალისტები და სპეციალისტები წინა სეზონის რჩეულთა გამოვლენას შეუდგნენ. მათ Golden Boy-ს, იგივე „ოქროს ბიჭუნას“ პრიზის ახალი მფლობელი უნდა გამოავლინონ. ვიდრე უშუალოდ პრიზისთვის ბრძოლაში ფავორიტებს წარმოგიდგენდეთ, ორიოდ სიტყვით თავად დაჯილდოების შესახებ გიამბობთ. სპორტული მედიის 40 წარმომადგენელი ყოველი წლის ბოლოს, ევროპაში მოთამაშე საუკეთესო 21-წლამდე ფეხბურთელთა ასეულს ადგენს და გამარჯვებულს აჯილდოებს. პირველად დაჯილდოების ცერემონიალი 2003 წელს ჩატარდა და...
მამა აბრამის მწვრთნელები
მაურიციო სარიმ ევროლიგა მოიგო და… ის „ჩელსის” მწვრთნელობიდან გადააყენეს, — წერს BBC, ოღონდ დასძენს, რომ ამაში გასაკვირი არაფერია. მწვრთნელებს დასავლეთლონდონელთა სათავეში ცოტა ხნით აჩერებენ. რაც რომან აბრამოვიჩმა ეს კლუბი შეიძინა (ანუ ბოლო 16 წელიწადში), „ჩელსიმ” 12 მწვრთნელი გამოცვალა, ოღონდ 16 ტროფიც მოიგო. რამდენ ხანს ჩერდებოდნენ თანამდებობაზე სარის წინამორბედები? ანდა, სად უფრო დიდხანს ენდობოდნენ მწვრთნელებს, „ჩელსიში”...
მფრინავი ფიჯელები როსარიოშო დავამიწეთ
მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის მე-4 სათამაშო დღე დაძაბულობითა და დრამატიზმით აშკარად გამორჩეული გამოვიდა. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ როსარიოში მატჩების მიმდინარეობისას ისეთი ავდარი იყო, რომ არბიტრებმა უსაფრთხიების მიზნით ორივე სასტარტო მატჩი შეწყვიტეს და მხოლოდ მაშინ განაახლეს, როცა მეტეოროლოგებმა მეხის დაცემის საფრთხე გადასულად გამოაცხადეს. შეწყვეტილ-გაგრძელებულ მატჩებში კი მეტად საინტერესო შედეგები დაფიქსირდა. ისედაც მოულოდნელობა იყო, რომ ახალი ზელანდია საჩემპიონო...
დანია ჰამლეტიდან თელია პარკენამდე
დანია – საქართველოს მატჩის შემდეგ ვლადიმირ ვაისმა „თელია პარკენის“ საპრესკონფერენციო დარბაზში თქვა, სად დანია და შვეიცარია და სად საქართველოო. ცოტა სხვა სიტყვებით თქვა, მაგრამ აზრი ეს იყო. კაცმა რომ თქვას, ტყუილი არც უთქვამს. მაინც სად არის დანია? ამის ახსნას საკუთარი მოკლე შთაბეჭდილებების მოყოლით შევეცდები. 📌 📌 📌 🇩🇰 დანია საპყრობილეა – ათქმევინა უილიამ შექსპირმა პრინც...
ჩემი მეგობარი კედელი
ექვსჯერ ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო, სამჯერ ჩემპიონთა ლიგა, არც სხვა ტიტულები და ჯილდოები აკლია და, რაც ყველაზე მთავარია – „რეალის“ ქომაგების ლეგენდა, კერპი გახდა. მადრიდულ კლუბში 7 ნომრით კრიშტიანუ რონალდუმაც იფრინა, მაგრამ ესპანელი გულშემატკივრებისთვის რაულ გონსალეს ბლანკო მაინც განსაკუთრებულ ფეხბურთელად რჩება. საფეხბურთო კარიერის დასრულებიდან 4 წელი გავიდა, დღეს ის „სამეფო კლუბის“ აკადემიის მწვრთნელია და აქამდე განვლილი...









