კატეგორია: აქეთურ-იქითური

Home აქეთურ-იქითური
კვარა ნაპოლიდან უეჭველად წავა
ჩანაწერი

კვარა ნაპოლიდან უეჭველად წავა

იტალიის სერია A-ს მე-18 ტურში „ნაპოლიმ’’ „ვენეციას’’ შეცვლაზე შესული ჯაკომო რასპადორის გოლით 1:0 მოუგო და „ატალანტას’’ წამოეწია. ბერგამოელები „პარტენოპეელებს’’ მხოლოდ გატანილი და გაშვებული გოლების სხვაობით ჯობიან. შეხვედრის პირველ ტაიმში რომელუ ლუკაკუმ პენალტი ვერ გაიტანა. ციდან ვარსკვლავები არც სხვა ნეაპოლელებს მოუწყვეტიათ, მაგრამ იტალიური საიტები მაინც ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს უკირკიტებენ. თუკი მასპინძლეთაგან ვინმეზე შეიძლება ითქვას, რომ ურიგოდ...

კორბერანი: 90 წუთი მეტოქის ნახევარზე
ჩანაწერი

კორბერანი: 90 წუთი მეტოქის ნახევარზე

გავლენიანმა ესპანურმა სპორტულმა გაზეთმა AS-მა „ვალენსიას’’ ახალი მწვრთნელის კარლოს კორბერანის შესახებ დაწერა. გამოცემა ამბობს, რომ კორბერანი ვალენსიიდან 26 კილომეტრში, ჩესტეშია დაბადებული. მშობლიური ავტონომიის დედაქალაქის გუნდთან მან 2027 წლამდე გააფორმა კონტრაქტი. ესპანეთში კორბერანს ნაკლებად იცნობენ, ინგლისის ჩემპიონშიფში კი ლამისა ჯადოქრად მიაჩნიათ ― მისი ხელმძღვანელობით „ვესტ ბრომვიჩ ალბიონი’’ მეხუთე ადგილით ფლეი-ოფში გავიდა. გუნდს პრემიერლიგამდე ერთი ნაბიჯიღა ჰქონდა...

პოლიტანო კონტეს ხელში
ჩანაწერი

პოლიტანო კონტეს ხელში

ბრაზილიელი გარემარბი დავიდ ნერეში „ნაპოლიმ’’ მარჯვენა ფრთის გასაძლიერებლად იყიდა. „აიაქსის’’, „შახტარის’’ და „ბენფიკას’’ ყოფილ ფეხბურთელს ორივე ფრთაზე ეხერხება თამაში, მაგრამ თავს მარჯვნივ უფრო კომფორტულად გრძნობს. ამის გამო ის ერთი შეხედვით მატეო პოლიტანოს ალტერნატივა  უნდა გამხდარიყო, მაგრამ სეზონის მსვლელობისას აღმოჩნდა, რომ პოლიტანო დაცვაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს და ხელშეუხებელია. შესაბამისად, ანტონიო კონტემ ბრაზილიელი მარცხნივ, ხვიჩა კვარაცხელიას ფრთაზე...

დე ლაურენტისი: ყველაფერზე მე ვიღებ პასუხისმგებლობას
ჩანაწერი

დე ლაურენტისი: ყველაფერზე მე ვიღებ პასუხისმგებლობას

„ნაპოლის’’ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა თავისი კლუბის პარტნიორი რადიოს Radio Crc-ს ეთერიდან ნეაპოლელ გულშემატკივარს შობა მიულოცა. „2024 წელი ორ ნაწილად იყო გაყოფილი: პირველი ექვსი თვე და მეორე ექვსი თვე. ჩვენ 14 წლის განმავლობაში ერთადერთი კლუბი ვიყავით, ვინც ყოველ წელიწადს გამოვდიოდით ევროთასებზე. მაგრამ, შემდეგ ჩავარდნა გვქონდა. მე შეცდომები დავუშვი, რაზეც სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ. მე ვარ „დეუს...

რუდი გარსია: დე ლაურენტისს თავისი ადგილისკენ მივუთითე
ჩანაწერი

რუდი გარსია: დე ლაურენტისს თავისი ადგილისკენ მივუთითე

ფრანგი მწვრთნელი რუდი გარსია, რომელიც ერთი წლის წინ „ნაპოლის’’ ედგა სათავეში, ბოლო დღეეებში გასულ ამბებს იხსენებს. ჩვენ უკვე ვწერდით, რომ გარსიამ წყრომით გაიხსენა, თუ როგორ უტეხა პირი კლუბმა და არ უყიდა ის ფეხბურთელები, რომელთა შეძენასაც დაპირდა. მან აგრეთვე თქვა, რომ ვიქტორ ოსიმენი და ხვიჩა კვარაცხელია შეცვლებს უკადრისობდნენ, თუმცა გარსიამ საკმაოდ უხეშად მოიხსენია „პარტენოპეელთა’’ პრეზიდენტი აურელიო...

იყიდება რასპადორი
ჩანაწერი

იყიდება რასპადორი

„ნაპოლის’’ თავდამსხმელის ჯაკომო რასპადორის შეძენით „რომა’’ და „იუვენტუსი’’ დაინტერესდნენ. რომაული და ტურინული კლუბები „პარტენოპეელებს’’ ფეხბურთელების გაცვლას სთავაზობენ. ასე მაგალითად, „რომა’’ „ნაპოლის’’ რასპადორის სანაცვლოდ თავის კაპიტანს ლორენცო პელეგრინის სთავაზობს, მაგრამ როგორც იტალიური საიტები წერენ ჯერ დასადგენია სურს თუ არა თავად პელეგრინის დედაქალაქის დატოვება. თუ სურს, მაშინ მხარეებს უკვე ეკონომიკური საკითხის მოგვარებაზე შეუძლიათ მუშაობა. რაც შეეხება „იუვენტუსს’’,...

ერთმანეთს კეთილად უნდა დავშორდეთ
ჩანაწერი

ერთმანეთს კეთილად უნდა დავშორდეთ

ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის საქმე მოგვარებული ტყუილად გგონიათო, თქვა Rai Sport-ის ექსპერტმა ჩირო ვენერატომ, რომლის ვიწრო სპეციალობაც ფეხბურთელთა ბაზარია. გადაცემა „კამპანია სპორტის’’ სტუმრობისას მან თქვა: „იმისათვის, რომ კვარამ ახალ კონტრაქტს მოაწეროს ხელი, მთელი რიგი საკითხებია მოსაგვარებელი. პრობლემა მხოლოდ გამოსასყიდი თანხა არ არის. მოლაპარაკებები გაცილებით ჩახლართული და დელიკატურია. გამოსასყიდ თანხად 80 მილიონს არ დათქვამენ, სხვა რიცხვს შეარჩევენ,...

რა მოხდება როცა კვარა დაბრუნდება?
ჩანაწერი

რა მოხდება როცა კვარა დაბრუნდება?

„ნაპოლიმ’’ „უდინეზეს’’ სტუმრად 3:1 მოუგო. ტრავმის გამო ამ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია ხვიჩა კვარაცხელიას. მის ნაცვლად ანტონიო კონტემ ბრაზილიელი დავიდ ნერეში ათამაშა. ნერეშმა ამოცანას ჩინებულად გაართვა თავი და საყოველთაო აღიარებით მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ბევრმა სპეციალისტმა გამოთქვა თავისი შეხედულება ზოგადად თამაშისა და კერძოდ ნერეშის შესახებ, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ მარჯვენა ფრთაზე უფრო...

ვინ ითამაშებს კვარას არყოფნაში?
ჩანაწერი

ვინ ითამაშებს კვარას არყოფნაში?

მაშ ასე, „ნაპოლის’’ დაახლოებით ერთი თვით ხვიჩა კვარაცხელია გამოაკლდა, რას იმას ნიშნავს, რომ ანტონიო კონტემ გუნდის თავდასხმა უნდა შეცვალოს. Napolipiu წერს, რომ ქართველი ყველაზე ცუდ დროს დაშავდა ― „ლაციოსთან’’ ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ. რა ვარიანტები აქვს სალენტოელ მწვრთნელს? პირველი, რაც იტალიაში თავში აზრად მოსდით კვარაცხელიას დავიდ ნერეშით შეცვლაა, ყოველგვარი სისტემის გადაწყობის გარეშე. ბრაზილიელი, რომელიც ადრე...

პასტორე: მეტი თავისუფლება კვარას!
ჩანაწერი

პასტორე: მეტი თავისუფლება კვარას!

„ნაპოლის’’ შესახებ შინ „ლაციოსთან’’ 0:1 მარცხის შემდეგ ჟურნალისტმა როსარიო პასტორემ რადიო Punto Zero-ს ეთერში, გადაცემა Napoli Magazine Live-ში ილაპარაკა. „რომაელებმა დამსახურებულად გაიმარჯვეს, – თქვა პასტორემ – „ნაპოლი’’ სათანადო სიმაღლეზე არ იყო, დამაკმაყოფილებლად ვერ ითამაშა. მართალია, სხვა შეხვედრებში წარმატებას მიაღწია, მაგრამ ახლა ყველა ნაკლმა იჩინა თავი. ცნობილია, რომ კონტეს ძალიან უნდოდა ლუკაკუს ყიდვა და მასში 30...