წარსულში ცნობილმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ გადაცემა Viva el Futbol-ში „ნაპოლის’’ შოტლანდიელი ნახევარმცველის სკოტ მაკტომინეის თამაში შეაფასა. მოგეხსენებათ სერია A-ს ბოლო ტურში მაკტომინეიმ „ტორინოს’’ ხვიჩა კვარაცხელიას პასით გოლი გაუტანა და ქება დაიმსახურა. „რომასა’’ და „რეალის’’ ყოფილმა ფეხბურთელმა შოტლანდიელის საკითხს სხვა მხრიდან შეხედა. კერძოდ, მან მაყურებელს შეახსენა თანხა, რომელიც „ნაპოლიმ’’ მაკტომინეის სანაცვლოდ გადაიხადა (30 მილიონი ევრო)...
კატეგორია: აქეთურ-იქითური
ტურინში კვარაცხელიამ ყველა კომპონენტში მოუმატა
იტალიური საიტი areanapoli სერია A-ს მორიგი ტურის შემდეგ კვლავ გვთავაზობს „ნაპოლის’’ თამაშის ტაქტიკურ ანალიზს და წერს, რომ ანტონიო კონტეს გუნდმა სტუმრად „ტორინისთან’’ დამსახურებულად გაიმარჯვა. მეთოთხმეტე ტურში „აძურიმ’’ ლიდერობა არ დათმო. სატურნირო მდგომარეობაზე ლაპარაკისას პორტალი ყურადღებას ამახვილებს „იუვენტუსის’’ ფრეზე ლეჩეში (1:1), რომლის შედეგად „ბებერი ქალბატონი’’ „ნაპოლის’’ ექვსი ქულით ჩამორჩა. გარდა ამისა პარმაში 1:3 დამარცხდა „ლაციო’’ და...
პავარეზე: ნაპოლი კარგ ფეხბურთს რომ თამაშობდეს შედეგს ვერ მიაღწევდა
ლუიჯი პავარეზე „ნაპოლისა’’ და „ტორინოს’’ ყოფილი სპორტული დირექტორია, რომელსაც ამ ორი გუნდის დაპირისპირების წინ ჟურნალისტებმა აზრი ჰკითხეს. პირველი რაც მათ აინტერესებდათ ხვიჩა კვარაცხელიას ყბადაღებული საკითხი იყო. „თქვენ გაინტერესებთ ვისი ბრალია კვარაცხელიას გარშემო ატეხილი ამბავი? განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ. „ნაპოლი’’ ვითარებას კარგად მართავს, რადგან ფეხბურთელს კლუბთან აქვს კონტრაქტი და ეს კონტრაქტი კიდევ კარგა ხანს იქნება ძალში. დე...
მესტალია ან წაგება
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია’’ ბოლო წლებია სტუმრად სხვა გუნდია, შინ კი სხვა. დიდი ხანია „ღამურები’’ სხვის სტადიონზე სახეს ჰკარგავენ. ასე მაგალითად, 2019-20 წლების სეზონში მან სტუმრად მხოლოდ 3 თამაში მოიგო, 4 ფრედ დაასრულა და 12 წააგო. 2020-21 წლების სეზონში სტუმრად თამაშის სტატისტიკა ასეთი იყო: 2,6 და 11. 2021-22 წლების სეზონში: 5,7,7. 2022-23 წლების სეზონში: 3,4,12. მიმდინარე...
რასპადორის საკითხი
სატრანსფერო ბაზრის ბოლო ამბებიდან ყურადღებას ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელის, ანტონიო კონტეს მიერ მივიწყებული ჯაკომო რასპადორის ამბავი იპყრობს. როგორც ირკვევა „ნაპოლის’’ თავდამსხმელის შეძენა ბევრ კლუბს სურს, რომელთაგან ყველაზე მეტად „ატალანტა’’ და „მარსელი’’ აქტიურობენ. მერე მოდის „იუვენტუსი’’, რომელიც ამ ეტაპზე სასურველ ფეხბურთელთა შესახებ ინფორმაციას აგროვებს რათა საიანვრო კანდიდატები ერთმანეთს შეადაროს. ასეთ ვითარებაში, იტალიური მედიის აზრით, ყველაზე სავარაუდო მოთამაშის...
ცივი ომი ნაპოლისთან
ჟურნალისტმა და სატრანსფერო ბაზრის საკითხებში RAI-ს (იტალიის საზოგადოებრივი მაუწყებელი) ექსპერტმა ჩირო ვენერატომ televomero-ს გადაცემა Terzo Tempo Calcio Napoli-ში ნეაპოლელ გულშემატკივართათვის საინტერესო საკითხებზე ილაპარაკა. თავიდან ის „აძურის’’ ბოლო შეხვედრას შეეხო. ამ შეხვედრის შემდეგ ბევრს ლაპარაკობდნენ, რომ რომელუ ლუკაკუ უხეშობის გამო გასაძევებელი იყო. „თუ სტანდარტებს ასე იცავენ, მაშინ ლუკაკუმდე ჩელიქი უნდა გაეგდოთ, რადგან მე-4 და მე-14 წუთებზე...
გაძეტა დელო სპორტი: კვარა კვლავ კვარადონა უნდა გახდეს
დღეს „ნაპოლი’’ „რომას’’ მასპინძლობს. „გაძეტა დელო სპორტი’’ წერს, რომ ახლა ანტონიო კონტეს ამოცანა თავდასხმის გაძლიერებაა. კერძოდ, მან უნდა შექმნას ისეთი ვითარება, რომ ხვიჩა კვარაცხელია და მატეო პოლიტანო ძველებურად ათამაშდნენ. „ეს რომ კინო იყოს „რომასთან’’ შეხვედრა „ნაპოლისთვის’’ სეზონის მეორე ნახევრის დასაწყისად ჩაითვლებოდა. პირველ ნახევარში ანტონიო კონტემ აღადგინა შესანიშნავი პროექტი, რომელიც დე ლაურენტისის ეპოქაში გაბრწყნებისთანავე ანუ სკუდეტოს...
ხვალ ნაპოლის უცნობი რომა შეხვდება
კვირას „ნაპოლი’’ „რომას’’ მასპინძლობს. ეს იქნება რომაელთა პირველი თამაში კლაუდიო რანიერის ხელმძღვანელობით. მასპინძელთა თავკაცმა ანტონიო კონტემ კი მატჩის წინ ტრადიციული პრეს კონფერენცია გამართა. დაბალანსებული ჩემპიონატი: დღეს ბევრ გუნდს დაახლოებით ერთი და იმავე რაოდენობის ქულა აქვს. ჩვენ კარგად მივდივართ, მაგრამ ასევე არიან სხვებიც. ალბათ გარკვეული მოულოდნელობაც კი არის იმაში, რომ ზოგი გუნდი 12 ტურის შემდეგ კვლავ...
კვარაცხელიას საქმე სხვადასხვა რაკურსით
იმეორებენ და იმეორებენ იტალიურ მედიაში ერთსა და იმავეს, თან ყოველდღე ისეთი ტონით, სათაურითა და შეფუთვით გეგონება რაიმე ახალი გახდა ცნობილი. ეს კი მხოლოდ ერთ რამეს შეიძლება ნიშნავდეს: თემა, რომელსაც აპენინებზე ასე დაჟინებით ატრიალებენ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საქმე ხვიჩა კვარაცხელიას ახალ კონტრაქტს ეხება, უფრო სწორედ იმას, გააგრძელებს თუ არა ქართველი გარემარბი „ნაპოლისთან’’ თანამშრომლობას. ნეაპოლური პორტალების დღევანდელი...
ნერეში კარგი ჩოგბურთელი გამოვიდოდა
„ნაპოლის’’ ბრაზილიელმა გარემარბმა დავიდ ნერეშმა კლუბის ოფიცილაურ არხს ინტერვიუ მისცა. მოგეხსენებათ, იტალიაში ნერეშს ბევრი ხვიჩა კვარაცხელიას კონკურენტად მიიჩნევს და მავანნი იმასაც ამბობდნენ, რომ ანტონიო კონტეს უჯობს სასტარტო შემადგენლობაში ის ათამაშოს ვიდრე კვარაცხელია. ზემოხსენებულ ინტერვიუში ბრაზილიელმა გულშემატკივარს თავი უკეთ გააცნო. „ბედნიერი ბავშვობა მქონდა, ქუჩაში მეგობრებთან ერთად ვთამაშობდი, მეტწილად ბურთს დავდევდი. ჩემი კერპები იყვნენ რონალდინიო, მესი და...









